საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1968
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024606
  • Word
1968
13/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024606
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1968

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დამალას მთაზე სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისათვის საჭირო სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად, ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის დადებული 2017 წლის 14 ივლისის №69-17 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვის ვადის 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელების შესახებ.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიეცეს თანხმობა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ დადებული 2017 წლის 14 ივლისის №69-17 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვის ვადა გაგრძელდეს 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი