დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-59/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016469 |
|
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 1.2 დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები):
|
1.
პირველ მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„51. დაწესებულება უზრუნველყოფს ადგილზე (საკუთარი აღჭურვილობით ან ხელშეკრულებით) ახალშობილის სმენის პირველად სკრინინგულ (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) კვლევაზე ხელმისაწვდომობას.“. |
2.
მე-2 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ.პ“ ქვეპუნქტი:
„ბ.გ.პ) აღჭურვილობა ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგული (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) კვლევისათვის (აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს იმ დაწესებულებებისათვის, რომლებშიც წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში მშობიარობათა რაოდენობა იყო 500 და მეტი).“; |
ბ)
მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„51. დაწესებულება უზრუნველყოფს ახალშობილის სმენის პირველად სკრინინგულ კვლევაზე (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) ადგილზე ხელმისაწვდომობას (საკუთარი აღჭურვილობით (იმ დაწესებულებების შემთხვევაში, რომლებშიც წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში მშობიარობათა რაოდენობა იყო 500 და მეტი) ან ხელშეკრულებით (იმ დაწესებულებების შემთხვევაში, რომლებშიც წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში მშობიარობათა რაოდენობა 500-ზე ნაკლები).“. |
3.
მე-3 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.გ) ახალშობილთა მოვლის პალატას უნდა გააჩნდეს მუშა მდგომარეობაში მყოფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობა ახალშობილებისთვის: ბ.გ.ა) ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით; ბ.გ.ბ) სხვადასხვა საშუალებები ოქსიგენოთერაპიისთვის (მაგ., ჟანგბადის კარავი დამატენიანებლით ან ნაზალური კანულა და ა.შ.); ბ.გ.გ) ჭიპლარის სისხლძარღვების კათეტერი და კათეტერის ჩასადგმელი კომპლექტი; ბ.გ.დ) ინფუზომატი; ბ.გ.ე) გლუკომეტრი; ბ.გ.ვ) ახალშობილის სასწორი; ბ.გ.ზ) ოფთალმოსკოპი; ბ.გ.თ) დედის რძის შეგროვებისა და მიწოდების სისტემა (მათ შორის, მკერდის ტუმბო და რძის შესაგროვებელი ნაკრებები; ცალკე მაცივარი დედის რძისათვის); ბ.გ.ი) აღჭურვილობა ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგული (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) კვლევისათვის.“; |
ბ)
მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„51. დაწესებულება უზრუნველყოფს ადგილზე ახალშობილის სმენის პირველად სკრინინგულ (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) კვლევაზე ხელმისაწვდომობას.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები