ქ. ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) „სადგერის“ მიწისქვეშა სუბთერმულ-მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ქ. ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) „სადგერის“ მიწისქვეშა სუბთერმულ-მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1849
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024536
1849
31/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024536
ქ. ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) „სადგერის“ მიწისქვეშა სუბთერმულ-მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1849

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

. ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების ( სამკურნალო აბაზანები ) „სადგერის მიწისქვეშა სუბთერმულ-მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, . ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის, გასცეს სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) „სადგერის მიწისქვეშა სუბთერმულ - მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია შპს პარკ ჰოტელზე“ ( /კ: 405030327) პირდაპირი წესით .

2. სუბთერმულ-მინერალური წყლის მოსაპოვებელი მოცულობა განისაზღვროს წელიწადში 62 050 (სამოცდაორი ათას ორმოცდაათი ) კუბური მეტრით.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

) ლიცენზიის მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს №10 ჭაბურღილის წყლის მარაგის გამოთვლა და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;

) მარაგების დამტკიცების შემდგომ, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაიხადოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე -10 პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა;

) მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს მარაგის მთლიანი რესურსის ათვისება;

) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტის ნუსხისა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის №310/ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2041 წლის 30 დეკემბრამდე.

5. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის სალიცენზიო ფასი განისაზღვროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი