„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1639 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1639 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1847
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024534
  • Word
1847
31/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024534
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1639 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №184 7

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს 1639 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს 1639 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქ. თბილისის ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისა და ახალი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის ამაღლების, პოტენციური აბონენტების ელექტროენერგიით გარანტირებული და მდგრადი უზრუნველყოფის, მათი ელექტროენერგეტიკულ ქსელზე მიერთების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მოკლე ვადებში უზრუნველყოს 35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობა, რომლის ელექტროენერგეტიკულ ქსელში ჩართვა პირველ ეტაპზე განხორციელდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, 110/35/10 ქ/ს „ტაბახმელადან“ გამავალი 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით. მეორე ეტაპზე, მომხმარებლების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობისა და მათი სტაბილური კვების შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს ამ პუნქტის შესაბამისად ასაშენებელი 35/10 კვ ქვესადგურის დაკავშირება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ელექტროგადამცემ ქსელთან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 1 0 00 000 (ერთი მილიონი) ლარის გამოყოფა და სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995179) კაპიტალის გაზრდის მიზნით ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის .“.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი