სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1846
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024533
  • Word
1846
31/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024533
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1846

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის, ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის და თბილისის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში 220/110/10 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი