საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1836
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024512
  • Word
1836
31/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024512
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1836

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს წინასწარი თანხმობა, განახორციელოს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის 265 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამით „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი