ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ

  • Word
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024513
  • Word
1835
31/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024513
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1835

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გადასახადის გადახდისათვის განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე პერიოდისათვის მობილიზებული რესურსი საკმარისი არ არის მუნიციპალიტეტის მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად;

ბ) „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №447 განკარგულებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე უპროცენტო სესხის აღების თაობაზე.

2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლება მიეცეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს მოკლევადიანი სესხის აღების თაობაზე.

3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა.

4. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი