„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტორისათვის “ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1814
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024501
  • Word
1814
25/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024501
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტორისათვის “ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტორისათვის “ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1814

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტორისათვის “ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტორისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1173 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „სტორს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405162112) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 2796 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.“;

ბ) მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის – 2796 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;“;

გ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე, 840.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.18.31.059) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2520 (ორი ათას ხუთას ოცი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სტორს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405162112).“;

დ) დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი