დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასთან, მათ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1813 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024502 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1813
2017 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასთან, მათ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასთან, მათ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2731 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების (მათ შორის, სატყეო ღონისძიებები) განსახორციელებლად დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 140 ერთეულისა) განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 50 ერთეულისა) – სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ამავე ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ან/და სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები