„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1679 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1679 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1804
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024525

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1804

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1679 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1679 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 4 475 000 (ოთხი მილიონ ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა, კერძოდ:

ა) ონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა;

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარისა;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 630 000 (ექვსას ოცდაათი ათასი) ლარისა;

ე) მარტვილის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარისა;

ვ) ხონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) ლარისა;

ზ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა.“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.