სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1783
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024476
1783
25/08/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
000000000.00.003.024476
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1783

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 2პუნქტის შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176 ) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ:21.02.32.142; 21.02.31.079; 21.02.32.143; 21.08.36.340; 21.03.32.119; 21.01.37.451; 21.01.37.449; 21.02.32.147; 21.06.34.448;21.02.32.145; 21.02.32.148; 21.02.32.144; 21.02.32.146; 21.02.32.149; 21.08.31.226; 21.08.31.227; 21.08.31.225; 21.06.31.154; 21.07.32.281) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) კაკლის ხე ( Juglans regia L)  10(ათი) ინდივიდი;

ბ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.)– 299 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი) ინდივიდი;

გ)კოლხური მუხა (QuercushartwissianaStev) – 420 (ოთხას ოცი) ინდივიდი;

დ) უთხოვარი (TaxusbaccataL..) – 3 (სამი) ინდივიდი;

ე) კეთილშობილი დაფნა (LaurusnobilisL.) – 5 (ხუთი) ინდივიდი;

ვ) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 4 (ოთხი) ინდივიდი.

2.სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი