სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1772
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024460
1772
25/08/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
000000000.00.003.024460
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1772

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 20 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.38.080), მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩში, წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული 20 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.06.20.078), ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.26.06.375), მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.08.15.348) და მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.08.18.227) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2100 (ორი ათას ასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №205169066).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის გარდა:

ა) №81.10.38.080 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება;

ბ) №83.06.20.078 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება;

გ) №64.26.06.375 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება;

დ) №72.08.15.348 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება;

ე) №72.08.18.227 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                              გიორგი კვირიკაშვილი