„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი ს-19
დოკუმენტის მიმღები სსიპ - აწარმოე საქართველოში
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი სსიპ ­ - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
ს-19
22/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ - აწარმოე საქართველოში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“

დირექტორის

ბრძანება №ს-19

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №11/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დებულების“ მე­3 მუხლის მე­3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №1-1/158 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 1 აგვისტოს №2 სხდომის ოქმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის ო. ანთიას 2017 წლის 21 აგვისტოს №582-04/EG მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,               ბ:

1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში (შემდეგში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.1 ბრძანების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი (შემდეგში – პროგრამა) 2017 წელს განხორციელდეს ერთ ეტაპად.

1.2 ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის შეუფერხებლად და დროულად წარმართვის მიზნით, პროგრამა წარიმართოს ორ ნაწილად.“.

1.3 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს პროგრამის ორივე ნაწილის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და ამ აქტივობების მიმდინარეობის ვადები თანდართული სახით (დანართი №1, დანართი №2).“.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დირექტორის მოადგილეს ალექსანდრე ნასარიძეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის №10).

 

სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი                                მარიანა მორგოშია

 


 

დანართი №1

 

პირველი ნაწილის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები

ვადები

1

პირველადი განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება

2017 წლის 15 - 31 მაისი

2

ბიზნესიდეების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა

2017 წლის მაისი - 24 ივნისი

3

ტრენინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ

2017 წლის ივნისი - ივლისი

4

ბიზნესგეგმების მიღება

2017 წლის 1- 28 ივლისი

5

ბიზნესგეგმების შეფასება

2017 წლის ივლისი - სექტემბერი

6

ბენეფიციარებთან გასაუბრება/ადგილზე მონიტორინგი

2017 წლის ივლისი - სექტემბერი

7

პროგრამის საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა

2017 წლის აგვისტო - 25 სექტემბერი

8

საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება

2017 წლის აგვისტო - 10 ოქტომბერი

9

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

2017 წლის სექტემბერი - ნოემბერი

10

თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

2017 წლის სექტემბერი - ნოემბერი

11

ბიზნესადმინისტრირების ტრენინგი

2018 წლის მარტი - მაისი

12

ბუღალტრული აღრიცხვის ტრენინგი

2018 წლის მარტი - აპრილი

13

ინდივიდუალური კონსულტაციები

2018 წლის იანვარი - ივლისი

14

პროექტების მონიტორინგი

2017 წლის ნოემბერი - 2018 წლის ივლისი

 

დანართი № 2

 

მეორე ნაწილის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები

ვადები

1

ტრენინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ

2017 აგვისტო-სექტემბერი

2

ბიზნესგეგმების მიღება

2017 წლის 22 აგვისტო -05 სექტემბერი

3

ბიზნესგეგმების შეფასება

2017 წლის სექტემბერი

4

ბენეფიციარებთან გასაუბრება/ადგილზე მონიტორინგი

2017 წლის სექტემბერი

5

პროგრამის საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა

2017 წლის აგვისტო - 20 ოქტომბერი

6

საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება

2017 წლის სექტემბერი - 05 ნოემბერი

7

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

2017 წლის სექტემბერი - ნოემბერი

8

თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

2017 წლის სექტემბერი - 10 დეკემბერი

9

ბიზნესადმინისტრირების ტრენინგი

2018 წლის მარტი - მაისი

10

ბუღალტრული აღრიცხვის ტრენინგი

2018 წლის მარტი - აპრილი

11

ინდივიდუალური კონსულტაციები

2018 წლის იანვარი - ივლისი

12

პროექტების მონიტორინგი

2017 წლის ნოემბერი - 2018 წლის ივლისი