შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/12919-15
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/12919-15
22/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/ 12919-15

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2017 წლის 22 აგვისტო

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე – შპს ,,დოკ თბილისი თრეიდინგი“

დირექტორი – თამაზ ჩხიკვიშვილი

წარმომადგენელი – მამუკა კაკუშაძე

 

მოთხოვნა –კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,დოკ თბილისი თრეიდინგის" გაკოტრების საქმე. 2017 წლის 07 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე დაინიშნა გაკოტრების მმართველი, რომელზეც კერძო საჩივრით მომართა შალვა შანიძემ და მოითხოვა მიღებული განჩინების გაუქმება მმართველის დანიშვნის ნაწილში, ასევე იშუამდგომლა გაკოტრების მმართველისთვის უფლებამოსილების შეჩერება და კომპანიისთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შალვა შანიძის კერძო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განხილულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრებაზე.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. შალვა შანიძის კერძო საჩივრის განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი