„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017397
144/ნ
22/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
430030000.22.022.017397
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №144/ნ

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის  №65/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში“ (დანართი №1) და:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ დებულების მიხედვით, აკრედიტაციის თითოეული სტანდარტი მოცემულია  კომპონენტებად ჩაშლილი სახით.“;

ბ) V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

აკრედიტაციის ჩატარების წესი

უხლი 19. აკრედიტაციის პროცესი

1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;

ე) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;

ვ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;

ზ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

თ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;

ი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;

კ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

ლ) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრისთვის წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;

მ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში საბჭო) მიერ გადაწყვეტილების მიღება;

ნ) ცენტრის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

2. საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. აკრედიტაციის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 20. სააკრედიტაციო განაცხადი

1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის შედგენილი აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;

ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას, საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით დადგენილი ვადები.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს ცენტრს, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ საერთაშორისო ექსპერტის განსაზღვრის თხოვნით, რის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება მიუთითებს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სააკრედიტაციო განაცხადს დამატებით დაურთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია საგანმანათლებლო დაწესებულება. თუ აკრედიტაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრი შეარჩევს საერთაშორისო ექსპერტს აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობიდან. საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტთა ანაზღაურების წესის შესაბამისად და აისახება აკრედიტაციის საფასურში.

მუხლი 21. თვითშეფასება

1. თვითშეფასების მიზანია აკრედიტაციის მისაღებად საგანმანათლებლო პროგრამის მზაობის შეფასება.

2. თვითშეფასება ხდება აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად.

3. თვითშეფასების შედეგები აისახება აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშში.

4. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 22. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა

1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.

5. თუ აკრედიტაციის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის აკრედიტაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 23. აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი

1. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ასევე არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 24. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

4. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

5. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

6. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

7. ამ დებულების მიზნებისათვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

8. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

9. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.

10. ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.

11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობაზე დაკვირვება.

მუხლი 25. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება

1. ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 30 კალენდარული დღის ვადაში.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

3. სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.

მუხლი 26. სააკრედიტაციო ვიზიტი

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

3. აკრედიტაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.

4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

5. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება. ამ მიზნით, დაწესებულება ვალდებულია ამ დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს აკრედიტაციის ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა. დაწესებულება პასუხისმგებელია კვალიფიციური და ხარისხიანი თარგმანის უზრუნველყოფაზე.

6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.

7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ სააკრედიტაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 27. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება

1. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“.

2. აკრედიტაციის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება ეფუძნება შემდეგ მიდგომას:

ა) თუ სტანდარტის ყველა კომპონენტი შეფასებულია როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“;

ბ) თუ სტანდარტის ერთ-ერთი კომპონენტი შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა კომპონენტი „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“;

გ) თუ სტანდარტის ერთზე მეტი კომპონენტი შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, სტანდარტი შეფასდება როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“;

დ) თუ სტანდარტის ერთ-ერთი კომპონენტი შეფასებულია როგორც „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“ სტანდარტი შეფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“.

3. სტანდარტის კომპონენტი ფასდება როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და საგანმანათლებლო დაწესებულებას გაწერილი აქვს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი სამოქმედო გეგმა.

მუხლი 271. დასკვნის მომზადება

1. თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

2. დასკვნის პროექტი აღწერს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან.

3. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

4. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

5. აკრედიტაციის სტატუსის მაძიებელი დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის გაცნობის შემდგომ,  ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

7. ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტისა და დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. აღნიშნული დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.

8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

9. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 272. ზეპირი მოსმენა

1. საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.

6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის, პროფესიული ორგანიზაციის წევრის, სფეროს სპეციალისტისა და სხვა პირთა მოწვევა.

9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სააკრედიტაციო ვიზიტის შემდეგ.

12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

მუხლი 273. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.

3. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;

ე) ამ დებულების 274 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 274. საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები

1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.

2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.

3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.

5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.

6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აკრედიტაციის საბჭოს სამდივნო (შემდგომში სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 10 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.

8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.

მუხლი 275. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) აკრედიტაციის შესახებ;

ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;

გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია აკრედიტაციის მაძიებელს მისცეს რეკომენდაციები.

4. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

5. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

7. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

8. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

მუხლი 276. გადაწყვეტილება აკრედიტაციის ან პირობითი აკრედიტაციის შესახებ

1. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ყველა სტანდარტი ამ დებულების 27-ე მუხლით გათვალისწინებული სამდონიანი სკალის მიხედვით „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“.

2. აკრედიტაციის ვადა 7 წელია.

3. საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ რომელიმე სტანდარტი ამ დებულების 27-ე მუხლით გათვალისწინებული სამდონიანი სკალის მიხედვით „ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

5. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის რომელიმე სტანდარტი ამ დებულების 27-ე მუხლით გათვალისწინებული სამდონიანი სკალის მიხედვით „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“.

მუხლი 28. უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, ამ ორგანიზაციისადმი შესაბამისი განაცხადით მიმართვამდე 1 თვით ადრე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს ცენტრს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს  ასევე აკრედიტაცია, რომელიც მინიჭებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვას ახდენს ცენტრისაგან წინასწარი თანხმობის გაცემის საფუძველზე. ცენტრის წინასწარი თანხმობა გაიცემა, თუ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გასცემს უარს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარებაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წერილობითი განცხადებისა და ამ განცხადების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს ცენტრს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

8. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს  უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, თუ ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან, და ამგვარი აღიარების შესახებ დათქმა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით. საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებამდე ცენტრი, ამ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს უცხოური ორგანიზაციის გარე შეფასების მექანიზმის თავსებადობის დადგენას ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს ცენტრს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

გ) VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

აკრედიტაციის პირობების შემოწმება

მუხლი 29. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ვალდებულია ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული), ამასთან თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით.“.

მუხლი 30. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის (ძირითადი სპეციალობის საგანმანათლებლო კომპონენტების დამატება ან/და ამოღება, ძირითადი სპეციალობის საგანმანათლებლო კომპონენტებისთვის მინიჭებული კრედიტების ცვლილება, მოდულის დამატება ან/და ამოღება, დამატებითი სპეციალობის პროგრამის დამატება ან/და ამოღება) ცვლილების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.

2. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლების ენის ან/და მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება დაუშვებელია. ასევე, დაუშვებელია აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება ან პროგრამის გაყოფა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად, რომლის განხორციელების უფლებაც დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.

 

მუხლი 31. აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.

2. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

4. ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 და 271 მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

5. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის გაცნობის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

9. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ.

10. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

11. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

13. აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა