საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19/22
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016340
19/22
21/08/2017
ვებგვერდი, 24/08/2017
010250050.35.111.016340
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №19/22

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. ფოთი

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის  შესაბამისად,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
აკრძალულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში –  საარჩევნო პლაკატი) გაკვრა:

ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში;

ბ) ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.

მუხლი 2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართი №2-ით განსაზღვრულ ადგილებზე.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 4
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
მუხლი 6
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.
მუხლი 7
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
მუხლი 8
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 9
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიაკაკი დარჯანია



დანართი №1

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის გაკვრა

მისამართი/ადგილმდებარეობა

ს ა ხ ე ლ წ ო დ ე ბ ა

1

დავით აღმაშენებლის ქუჩა №2

საცხოვრებელი სახლი

2

დავით აღმაშენებლის ქუჩა № 3

საცხოვრებელი სახლი

3

დავით აღმაშენებლის ქუჩა № 5

საცხოვრებელი სახლი

4

დავით აღმაშენებლის ქუჩა  №6

საცხოვრებელი სახლი

5

დავით აღმაშენებლის ქუჩა  №7

საცხოვრებელი სახლი

6

დავით აღმაშენებლის ქუჩა  №9

საცხოვრებელი სახლი

7

დავით აღმაშენებლის ქუჩა №17

საცხოვრებელი სახლი

8

დავით აღმაშენებლის ქუჩა №18

სკოლა  ,, ბალავარი“

9

დავით აღმაშენებლის ქუჩა №19

საცხოვრებელი სახლი

10

დავით აღმაშენებლის ქუჩა №23

საცხოვრებელი სახლი

11

დავით აღმაშენებლის ქუჩა №24

საცხოვრებელი სახლი

12

დავით აღმაშენებლის ქუჩა №26

საცხოვრებელი სახლი

13

დავით აღმაშენებლის ქუჩა №29

სტომატოლოგიური პოლიკნიკა

14

დავით აღმაშენებლის ქუჩა №31

საცხოვრებელი სახლი

15

დავით აღმაშენებლის ქუჩა №32

საცხოვრებელი სახლი

16

დავით აღმაშენებლის ქუჩა №33

საცხოვრებელი სახლი

17

დავით აღმაშენებლის ქუჩა №34

ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობა

18

დავით აღმაშენებლის ქუჩა№ 36

სატვირთო რკინიგზის შენობა

19

დავით აღმაშენებლის ქუჩა №37

საცხოვრებელი სახლი

20

დავით აღმაშენებლის ქუჩა№ 39

მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი

21

დავით აღმაშენებლის ქუჩა №43

ყოფილი ტელეკომპანია „ფაზისი“

22

დავით აღმაშენებლის ქუჩა №51

ყოფილი სახელმწიფო უშიშროების შენობა

23

დავით აღმაშენებლის ქუჩა №53

ყოფილი მეზღვაურთა სახლი

24

დავით აღმაშენებლის ქუჩა №55

საცხოვრებელი სახლი

25

დავით აღმაშენებლის ქუჩა №57

საცხოვრებელი სახლი

26

გამსახურდიას  ქუჩა №4

ხელოვნების სასწავლებელი

27

წმინდა გიორგის  ქუჩა №11

ყოფილი მეთევზეთა კოოპერატივი

28

წმინდა გიორგის  ქუჩა №23

ქალთა კონსულტაცია

29

წმინდა გიორგის  ქუჩა №24

ჰიდროტეკნიკუმის შენობა

30

ვ.გეგიძის ქუჩა №17

საცხოვრებელი სახლი

31

ვ. გეგიძის ქუჩა№ 19

საცხოვრებელი სახლი

32

გურიის ქუჩა№ 1

ფოთის ეპარქიის სამმართველო

33

გურიის ქუჩა №3

წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

34

დიმიტრი თავდადებულის  ქუჩა№ 83

ფოთის შუქურა

35

ვახტანგ გორგასლის ქუჩა №24

ნაგებობა საცხოვრებელი სახლის ეზოში

36

ვახტანგ გორგასლის ქუჩა №37

რესურს ცენტრი (ყოფ.მე-5 საშ. სკოლა)

37

თამარ მეფის ქუჩა №17

სამხატვრო სკოლა

38

იერუსალიმის ქუჩა №12

საცხოვრებელი სახლი

39

იერუსალიმის ქუჩა

სინაგოგა

40

ძუკუ ლოლუას ქუჩა №2

საცხოვრებელი სახლი

41

ძუკუ ლოლუს ქუჩა №3

საცხოვრებელი სახლი

42

26 მაისის ქუჩა №4

საცხოვრებელი სახლი

43

26 მაისის ქუჩა №9

ქალაქ ფოთის ისტორიის მუზეუმი

44

26 მაისის ქუჩა №35

ყოფ. პოლიციის შენობა

45

კ. მიქაბერიძის ქუჩა №3

სამშობიარო სახლი

46

ნავსადგურის 1-ლი რაიონის შესასვლელი

ფოთის ნავსადგურის კლუბი

47

ნინო ჟვანიას ქუჩა №7

II  გიმნაზია

48

ნინო ჟვანიას ქუჩა №12

საცხოვრებელი სახლი

49

რუსთაველის რკალი №1

ბავშვთა ბიბლიოთეკა

50

რუსთაველის რკალი№ 3

ღვთისმშობლის შობის სახ.ტაძარი

51

რუსთაველის რკალი №5

ნიკო ნიკოლაძის კოშკი (ძველი ციხე)

52

რუსთაველის რკალი№ 10

კულტურის სახლი

53

რუსთაველის რკალი №12

საცხოვრებელი სახლი

54

რუსთაველის რკალი №14

საცხოვრებელი სახლი

55

რუსთაველის რკალი №16

რესტორანი  ოდეონი

56

რუსთაველის რკალი№ 18

საცხოვრებელი სახლი

57

რუსთაველის რკალი №20

საცხოვრებელი სახლი

58

რუსთაველის რკალი №24

ადმინისტრაციული შენობა

59

ვ. კრატასიუკის ქუჩა  №1 (ყოფ. რუხაძის ქუჩა №1)

№12 საჯარო სკოლა

60

აკ. წერთლის ქუჩა №28

№ 3 საჯარო სკოლა

61

აკ. წერეთლის ქუჩა №44

პირველი გიმნაზია

62

აკ. წერეთლის ქუჩა №65

სამედიცინო სასწავლებელი

63

აკ. წერეთლის ქუჩა №126

სამხედრო ჰოსპიტალი

64

აკ. წერეთლის ქუჩა №108

საცხოვრებელი სახლი

65

გიორგი ჭანტურიას ქუჩა №3

ადმინისტრაციული  შენობა

66

გიორგი ჭანტურიას ქუჩა №5

ყრუ-მუნჯთა სახლი

 


დანართი  №2

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საარჩევნო პლაკატის გასაკრავად სპეციალური სტენდების განთავსებისათვის განსაზღვრული ადგილები და სტენდების რაოდენობა

  1. შოთა რუსთაველის რკალი – 3 ცალი;
  2. დავით აღმაშენებლის ქუჩა – 4 ცალი;
  3. მერაბ კოსტავას ქუჩა – 1 ცალი;
  4. შოთა მეგრელიშვილის სანაპირო – 1 ცალი;
  5. ვალერი გეგიძის ქუჩა – 2 ცალი;
  6. კონსტანტინე რეკვავას ქუჩა – 1 ცალი;
  7. სამეგრელოს ქუჩა – 2 ცალი;
  8. რკინიგზის მოედანი – 1 ცალი;
  9. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა -  1 ცალი;
  10. აკაკი წერეთლის ქუჩა – 1 ცალი;
  11. გურიის ქუჩა – 3 ცალი;
  12. ახალი რაიონი 1 ცალი;
  13. 8 მარტის ქუჩა – 1 ცალი;
  14. ლარნაკას ქუჩა – 2 ცალი;
  15. კოკაიას ხეივანი – 1 ცალი;
  16. 9 აპრილის ხეივანი  - 2 ცალი;
  17. ნიკო ნიკოლაძის სანაპირო – 2 ცალი;
  18. ვახტანგ გორგასლის ქუჩა – 2 ცალი;
  19. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა – 1 ცალი;
  20. თამარ მეფის ქუჩა – 1 ცალი;
  21. ბერდიანსკის ქუჩა – 1 ცალი;
  22. იუსტიციის სახლის მიმდებარედ – 2 ცალი;
  23. სამეგრელოს მოედანი – 1 ცალი;
  24. დემეტრე თავდადებულის ქუჩა – 1 ცალი;
  25. გელა ჯიქიას ქუჩა – 1 ცალი;
  26. ნელი არზიანის ქუჩა – 1 ცალი.