თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
დოკუმენტის ნომერი 32/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016346
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32/2017
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
010210010.15.008.016346
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/08/2017 - 15/07/2021)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2017

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მერობის კანდიდატი, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
1. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მერობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა მიეთითება „უპარტიო“);

თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ი) საარჩევნო ოლქის დასახელება, სადაც იგი წარდგენილია მერობის კანდიდატად;

კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატად კენჭისყრაზე.

5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 116-ე მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად.

მუხლი 2
მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 3
1. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმებიდან 2 დღის ვადაში:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

მუხლი 4
1. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;

ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით;

გ) ორი ფოტოსურათი;

დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;

თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;

ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;

კ) თანხმობა მერად კენჭისყრაზე;

ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირობები, კერძოდ:

ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

გ) დარღვეულია მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები;

დ) დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები;

ე) საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 5
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
მუხლი 6
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში მერობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
მუხლი 7
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი