„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024424
1672
10/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
000000000.00.003.024424
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1672

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული:

ა) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა შეადგენს 36 130 050 (ოცდათექვსმეტი მილიონ ას ოცდაათი ათას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო ფონდში დარჩენილი თავისუფალი რესურსი – 4 429 950 (ოთხი მილიონ ოთხას ოცდაცხრა ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარს;

ბ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა შეადგენს 237 275 581 (ორას ოცდაჩვიდმეტი მილიონ ორას სამოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაერთი) ლარს, ხოლო ფონდში დარჩენილი თავისუფალი რესურსი – 22 724 419 (ოცდაორი მილიონ შვიდას ოცდაოთხი ათას ოთხას ცხრამეტი) ლარს;

გ) ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი რესურსის მოცულობა შეადგენს 43 273 000 (ორმოცდასამი მილიონ ორას სამოცდაცამეტი ათასი) ლარს.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარით და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარით გაზრდის მიზნით შეამციროს:

ა) ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებები 43 250 000 (ორმოცდასამი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით;

ბ) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებები 16 750 000 (თექვსმეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარით;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებები 10 000 000 (ათი მილიონი) ლარით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი