დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 56 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.170.016278 |
|
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.170.016222) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; ბ) მე-8 და-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,მუხლი 8. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10268,8 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია
“; გ) მე-10 მუხლის ,,1.0“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.0 12791.7 ათასი ლარი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება და მისი მყარი ბაზის შექმნა მთავარი პრიორიტეტია. ეს მიმართულება ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურაში დაიკავებს გამორჩეულად დიდ ხვედრით წილს. აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ახალი გზების მშენებლობა, ქალაქის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების, ეზოებისა და სახურავების, ბოტანიკური ბაღის, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია, ტროტუარების კეთილმოწყობა, შეიქმნება სატრანსპორტო და საზოგადოებრივი სერვისების (პარკინგი, საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ა.შ.) ახალი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ქალაქის ქუჩების გარე განათების მთლიანად დასრულება 2017 წლის ბოლოსათვის და არსებული ქსელის ეფექტიანი მოვლა-პატრონობა, სანიაღვრე და წყალარინების სისტემების მოდერნიზაცია და რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება მისი შენახვისა და მოვლისთვის საჭირო ხარჯების რაციონალურად დაფინანსება. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფულადი ასიგნებები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. პროგრამის მიზანია ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა, მოდერნიზაცია და განვითარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია-განვითარება, მშენებლობა და მოვლა-შენახვა. ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მუნიციპალური მყარი ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა. გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტი რეაბილიტირებული გზა და ხიდი. მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. ბაზრებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და ახალი გზებისა და ხიდების რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი.“; დ) მე-10 მუხლის ,,1.1, 1.2, 1.3.2 ,1.4 და 1.9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. 1. 570,7 ათასი ლარი – გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 0101) ქვეპროგრამის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებული და ავარიული მონაკვეთების შეკეთება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა, გზების არსებული საფარის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. მათ შორის: გზების მიმდინარე (ორმული) შეკეთება, არაასფალტირებული გზების ხრეშოვანი საფარის რეაბილიტაცია, ავტო-სამანქანო გზების პრობლემურ ქანობიან მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის მონოლითური საფარის მოწყობა. ასფალტო/ბეტონის საფარის ორმული შეკეთება: თამარ მეფის ქუჩა; ჯანაშიას ქუჩა; ესებუას ქუჩა; დემეტრე თავდადებულის ქუჩა; ხელაიას ქუჩა; შარტავას ქუჩა; ფაზისის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; მესხიას ქუჩა; პუშკინის ქუჩა; მოსკოვის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; ბაკურიანის ქუჩა; ნიკოლაძის ქუჩა; დარასელის ქუჩა; ლევან II დადიანის ქუჩა; გრ. ქობალიას ქუჩა; მარჯვენა სანაპიროს ქუჩა; ილ. ჭავჭავაძის ქუჩა; გოროზიას ქუჩა; ყურწუას ქუჩა; გორკის ქუჩა; მაცხოვრის კარის ქუჩა; ცისკარიშვილის ქუჩა; ნინოშვილის ქუჩა; ყაზბეგის ქუჩა; თბილისის ქუჩა; ქირიას ქუჩა; ლაზის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; დოჩიას ქუჩა; ბარამიას ქუჩა; 8 მარტის ქუჩა; გორის ქუჩა; კედიას ქუჩა; ზვიად გამსახურდიას ქუჩა; კ. გამსახურდიას ქუჩა; მეუნარგიას ქუჩა; კიკალიშვილის ქუჩა. ხრეშოვანი საფარის რეაბილიტაცია: კავკასიონის ქუჩა; ტექსელის ქუჩა; 25 დეკემბრის ქუჩა; ბუქარესტის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა; ჟვანიას ქუჩა; წერეთლის ქუჩის მეორე შესახვევი; ხერგიანის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩის შესახვევები და ბოლო ნაწილი; ცაბაძის ქუჩის შესახვევი; ლაღიძის ქუჩა; ლაღიძის ქუჩის შესახვევი (დევნილთა ახალი დასახლება); თაბუკაშვილის ქუჩა; სოხუმის ქუჩის მეორე შესახვევის ბოლო მონაკვეთი; ფირცხალავას ქუჩა; კრილოვის ქუჩა; თათარიშვილის ქუჩა; ჩიქობავას ქუჩა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ნაწილობრივ გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა. მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი. წლის განმავლობაში ასფალტირებული გზების ორმული შეკეთების საერთო ფართობი 5000 კვ.მ. წლის განმავლობაში არაასფალტირებული გზების მოხრეშვა-მოშანდაკების საერთო სიგრძე 12 კმ. 1.2. 3490,2 ათასი ლარი – კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის აღწერა პროგრამის მიზანია ეფექტიანი კომუნალური სისტემის შექმნა, ერთიანი ენერგოეფექტური გარე განათების სისტემის ჩამოყალიბება, მუნიციპალური სერვისების განვითარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის რეაბილიტაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისაგან ქალაქის დასაცავად გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, შეკეთდება ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადები და სახურავები. ამავე პროგრამით განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: კეთილმოწყობილი და განათებული ქალაქი; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის ინფრასტრუქტურული იერსახის გაუმჯობესება; ქალაქის დასუფთავებული ქუჩები, პარკები და სკვერები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: განათებული ქუჩების რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი; რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობების რაოდენობრივი ზრდა 1.3.2. 460,0 ათასი ლარი – პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის აღწერა ქვეპროგრამის მიზანია ეკოლოგიური პირობების შექმნა, ქალაქის გარემოსა და ლანდშაფტური იერსახის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალი სკვერებისა და პარკების მშენებლობა, არსებულ სკვერებსა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების დარგვა. სკვერებსა და პარკებში ქვაფენილების რეაბილიტაცია, დეკორატიული სანათების შეძენა-მონტაჟი. მიმდინარე წელს ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის დასაწყისში მდებარე სკვერის რეაბილიტაციას და 25 დეკემბრისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მცირე სკვერის მოწყობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს შექმნა. მოვლილი პარკები და სკვერები. ქალაქის იერსახის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი ახალი და ერთი განახლებული დასვენების ადგილი(სკვერი). 1.4. 689,5 ათასი ლარი – სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის აღწერა პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სანიაღვრე სისტემის გაფართოება და გამტარუნარიანობის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დახურული და ღია სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამით გათვალისწინებულია: ღელე ,,ვაჟიას" რეაბილიტაციის მეორე ეტაპი – ზაქარაიას ქუჩის ჩიხიდან ფირცხალავას ქუჩამდე 350 გრძ/მ არხის დაზიანებული კედლებისა და ფსკერის მოწყობა, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან ჭაბუკიანის ქუჩამდე (სოფ. ახალსოფლამდე) 470 გრძ/მ ღია ტიპის არხის რეაბილიტაცია; ლევან II დადიანის ქუჩა - ლევან II დადიანის ქუჩიდან ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ არხამდე ღია და დახურული ტიპის 170 გრძ/მ არხის მოწყობა, ასევე ლევან II დადიანის ქუჩაზე პაიჭაძის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე სანიაღვრე რკინა/ბეტონის ჭებისა და ცხაურების მოწყობა; ლომოურის, გოროზიასა და რიგის ქუჩები – აღნიშნულ ქუჩებზე 140 გრძ/მ დახურული არხის მოწყობა დ-500მმ პოლიეტილენის მილით და 440 გრძ/მ ღია მონოლითური რკინა/ბეტონის არხის მოწყობა. გრიბოედოვის და გორის ქუჩები – გრიბოედოვისა და გორის ქუჩის მონაკვეთზე 300 გრძ/მ ღია არხის და გრიბოედოვის ქუჩის II შესახვევში 100 გრძ/მ დახურული სანიაღვრე არხის მოწყობა; რუსთაველის ქუჩაზე, სანკტ-პეტერბურგიდ ქუჩის შესახვევიდან რკინიგზის სადგურის შესახვევამდე 200 გრძ/მ ღია სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოწესრიგებული სანიაღვრე და წყალსაწრეტი სისტემები. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სტიქიური მოვლენებისგან (წყალდიდობა) დაცული მოსახლეობის რაოდენობა. 2170 გრძ/მ რეაბილიტირებული სანიაღვრე და წყალსაწრეტი სისტემა. 1.9. 2270,4 ათასი ლარი – რგფ-დან და მგფ-დან განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება /პროგრამული კოდი 03 12/ პროგრამის ფარგლებში იწარმოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.“; ე) მე-10 მუხლის ,,3.0, 3.2, 3.2.3, 3.2.4 და 3.2.5“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. 0. 2713,8 ათასი ლარი – კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული ცხოვრების მკვეთრად გაუმჯობესებას, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, კულტურის, დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის დაფინანსებას. 3.2. 1101,7 ათასი ლარი - კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვას და ჩატარებას, ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენა-გაყიდვების, კონცერტების დაგეგმვას და ორგანიზებას, მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნას, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენას და პოპულარიზაციას, წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღისადმი, მიძღვნილი დღესასწაულის აღნიშვნას ღონისძიებებით; თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებას, დაცვას და პოპულარიზაციას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას; ,,მწერალთა ხეივანი’’-ს შექმნას, მწერალთა საიუბილეო თარიღების აღნიშვნას; ხელოვანების საღამოების მოწყობას, კონკურსების ჩატარებას. 3.2.3. 348,3 ათასი ლარი – სამუსიკო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050203) აღნიშნული პროგრამა ტრადიციულად განხორციელდება ქალაქის მუნიციპალიტეტის №1 სამუსიკო და საგუნდო–სამუსიკო სკოლების ბაზაზე. პროგრამის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა და მოსწავლეებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა, მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა, ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, მუსიკალური დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება.მუდმივი ზრუნვა სკოლის საკონცერტო და საკონკურსო ცხოვრების მნიშვნელოვანი გააქტიურებისათვის, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენისათვის.პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდულად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან მოწვეული პროფესორ–მასწავლებელთა მასტერკლასების ჩატარების ორგანიზება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსწავლე ახალგაზრდობის მუსიკალური განათლების დონის ამაღლება; ესთეტიკური კულტურისა და გემოვნების ჩამოყალიბება; მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის რაოდენობრივი და შედეგობრივი მაჩვენებელი; ახალგაზრდა მუსიკოსთა შემოქმედებით-სახელოვნებო მიღწევები; მუსიკოს-პედაგოგების კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მაჩვენებლები. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქალაქ ზუგდიდის №1 სამუსიკო და საგუნდო-სამუსიკო სკოლები; 3.2.4. 398,7 ათასი ლარი – საბიბლიოთეკო დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050204) პროგრამის მიზანი არის ზუგდიდის მოსახლეობის საინფორმაციო, საბიბლიოთეკო, წიგნით მომსახურების უზრუნველყოფა: სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის პროცესების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წიგნადი ფონდების შევსება, დაკომპლექტება, აღრიცხვა; მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით საბიბლიოთეკო ინტეგრირებული ავტომატიზებული სისტემის დანერგვა, ბიბლიოთეკის სტრუქტურულ ერთეულებში: ელექტრონული კატალოგის ბაზაზე სისტემატური მუშაობა და ელექტრონული კატალოგის მკითხველთა მიერ გამოყენების უზრუნველყოფა. ფართო მკითხველისათვის უფასო ინტერნეტით აუდიო-ვიდეო, ელექტრონული წიგნებით მომსახურეობის ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო და საბიბლიოთეკო სამსახურის ერთმანეთში ორგანულად შერწყმა; მხარეთმცოდნეობით ბიბლიოგრაფიაზე მუშაობა, კერძოდ ზუგდიდის ბიბლიოგრაფიის შესახებ წიგნზე მუშაობა და ბეჭვდური ფორმით გამოცემა; ადრეული ასაკიდან ბავშვებთან მუშაობა, ბიბლიოთეკებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება და ბიბლიოთეკების გადაქცევა საინფორმაციო, საგანმანათლებლო ცენტრად; ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის, ამ მიზნით უსინათლოთათვის კომპიუტერში ტექსტების გამახმოვანებელი პროგრამა „ბუს“ სწავლება, კომპიუტერული ცენტრის გახსნა საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალში; მობილური ბიბლიოთეკის დაფინანსება, ბიბლიოთეკის მომსახურების გარეშე დარჩენილი, ცენტრიდან დაშორებული უბნების, შესაძლებლობა შეზღუდული ადამიანების, ავადმყოფების ბინაზე მომსახურეობისათვის; საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის გახსნა საბიბლიოთეკო ქსელის გაფართოების მიზნით ენგურ-ქაღალდ კომბინატის დასახლებაში. კომპიუტერული განათლების დანერგვა, როგორც ბიბლიოთეკარებში ასევე მკითხველებში, კერძოდ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების სწავლება; საპროექტო წინადადებების მომზადება და დონორების მოძიება; ბიბლიოთეკის პროპაგანდა, ბიზნესმენების დაინტერესება და საზოგადოებისაგან შემოწირულობების მოზიდვა. აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ საინფორმაციო სამსახურებთან; ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სხვადასხვა სახის საბიბლიოთეკო-კულტურული და მხატვრული ღონისძიებების ჩატარება. ზრუნვა საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ცენტრალური ბიბლიოთეკის როლის ამაღლება, მისი საზოგადოების კულტურული ცხოვრების საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევისათვის. ადგილზე მოსარგებლეთა და ვირტუალურ მკითხველთა, ასევე ჩატარებულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობის სისტემატური ზრდა (ცალკეული პროექტები, თემატური ღონისძიებები, ორგანიზებულიკლუბები,დისკუსიები და სხვა); ბიბლიოთეკის მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება, თავისუფალი დროის მიზანმიმართულად და გონივრულად გამოყენება; საბიბლიოთეკო ცხოვრების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხში ყველა სოციალური ჯგუფის უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ინოვაციური პროექტების „მწერლების ხეივანი“ და „ლიტერატურული პრემიის“ დაარსება და განხორციელება ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკის, წიგნის პოპულარიზაციას, მწერლების წახალისებას, მათ დამაგრებას ქალაქ ზუგდიდში სამოღვაწეოდ. „ლიტერატურული თეატრის“ დაარსება კი სტიმულს მისცემს ახალგაზრდების სამეტყველო კულტურის ჩამოყალიბებას, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თეატრალიზებული ფორმით ლიტერატურის მიწოდებას და ახალგაზრდების დაინტერესებას სასცენო ხელოვნებით, წიგნიერების დონის ამაღლებით. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საბიბლიოთეკო აღრიცხვის ერთეულების სტატისტიკური ანალიზი: ბიბლიოთეკით მოსარგებლე მკითხველთა რიცხოვნობის, წიგნის გაცემის კოეფიციენტის, დამსწრეთა რაოდენობის მაჩვენებელი; ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობისა და ხარისხის ანალიტიკური მაჩვენებელი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა; 3.2.5. 70,0 ათასი ლარი – კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის მიზანია კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, ადგილობრივი, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშნვა ღონისძიებებით. თეატრის, კინოს, კლასიკური, საოპერო და სასტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხელოვნების ტრადიციული დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია. 2016 წელს დაიწყო და ყოველწლიურად თითო ახალი ფილა დაემატება „მწერალთა ხეივანს“. 2017 კალენდარული წლის განმავლობაში ორგანიზებული იქნება შემდეგი კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარება: თებერვალი – წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ; მარტი – დედის და ქალთა დღე; მარტი – ქართული ჟურნალისტიკის დღე; მარტი – პირველი ქართული რეფერენდუმისა და პრეზიდენტ ზვიად გამასახურდიას დაბადების დღე; აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე; 9აპრილის ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე; 11 აპრილი ზუგდიდის თეატრის დღე; 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე; 19 მაისი – ზუგდიდის ბიბლიოთეკის 105 წლის იუბილე; 23 მაისი- აფხაზეთობა; 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე; ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღე; „ვლაქერნობა“; 2008 წლის აგვისტოს ომის ხსოვნის დღე; 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ხსოვნის დღე; სოხუმის დაცემის დღე ; ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე; საქართველოს სამხაედრო ძალების ვეტერანთა დღე; ლიტერატურული საღამოები; შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე; საახალწლო და საშობაო ღონისძიებები – ქალაქის მთავარი საშობაო ნაძვის ხის საზეიმო გახსნა, საბავშვო კონცერტები და გამოფენები. სახალხო მსვლელობა „ალილო“ ; ადგილობრივ შემოქმედთა ლიტერატურული ჟურნალის /ალმანახის/ გაზეთის/ გამოცემა; სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანაზიება; მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის კულტურული და შემეცნებითი დონის ამაღლება, დასვენებისა და გართობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რელიგიურად, კულტურულად და ისტორიულად ჩამოყალიბებული ეროვნული ტრადიციების დაცვა და განმტკიცება. მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღის, დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით; სხვადასხვა ჟანრის ხელოვნების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და აღნიშნული ღონისძიებებით კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის მიზნით საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობრივი და შინაარსობრივი ზრდის მაჩვენებელი; საზოგადოების ფართო ფენების ჯანსაღი მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობის დამკვიდრების მაჩვენებელი, საზოგადოების მეტი ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში; შემოსული მცირე პროექტების თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა; ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სხვადასხვა სახის კონკურსებში. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია“; ვ) მე-10 მუხლის ,,4.0, 4.1 და 4.2.12“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. 0. 1381,5 ათასი ლარი – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური გარანტიების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი 2017 წლისთვის დაგეგმილი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვას და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დაავადებათა რისკების შემცირებას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური ავადმყოფობებისაგან. 4.1. 92,8 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები, პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისზიებების დაგეგმვა, დავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება. იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა, წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები წყალსატევებში და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა, მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა, დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა მალარიის დიაგნოსტიკა. სანიტარული ღონისძიებები და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა,ეპიდსაწინააღმდეგო,პრევენციული ზომების გატარება, დაავადებათა რისკების მაქსიმალურად შემცირება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ინფექციური და გადამდები დაავადებისაგან დაცული მოსახლეობის, ავადობის შემთხვევათა შემცირებული მაჩვენებელი. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ 4.2.12. 537,2,0 ათასი ლარი – სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060312) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსებას. პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით. - ძვირადღირებული მედიკამენტების (50 ლარზე მეტი ღირებულების) დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 250.00ლარი წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები); შშმ პირები; - ონკოლოგიური ავადყოფები; -0-18 წლამდე ბავშვები; - ქრ. დაავადებების მქონე პირები (ბრ. ასთმა, ფქოდი, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია) - მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული (ქალები 60 წ, მამკაცები 65 წ.) უმწეო (სარეიტინგო ქულა 65000-მდე) პენსიონერებისთვის - მაქსიმალური ლიმიტი 200.00 ლარი, წელიწადში ერთხელ; - სტაციონარული სამედიცინო მომსახურება - ოპერაციების დაფინანსება/თანადაფინანსება, - წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები: - მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის(გარდა პლასტიკური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის, კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამებიდან – მაქსიმალური ლიმიტი 1 000.00 ლარი; - სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები), შშმ პირები, ონკოლოგიური ავადმყოფები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშები - თანადაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვასთან/კერძო სადაზღვევო კომპანიასთან - 500.00 ლარამდე სრულად, 500-დან -2000-მდე 50 %-ით, 2000-ის ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1000.00 ლარი; - C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 200 ლარი.წელიწადში ერთხელ. - აუტიზმის აბილიტაციის პროგრამა – პროგრამა 20 ბავშვისთვის ყოველთვიურად 315.00 ლარი; დაუნის სინდრომი, ბავშვთა ცერებრალური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება – მაქს. ლიმიტი 1000.00 ლარი, წელიწადში ერთხელ. - ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების(0-18წლამდე). სპეციალიზირებული საკვების თანხით უზრუნველყოფა – ყოველთვიურად 500.00 ლარი. - გამოკვლევების: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, აუდიომეტრია(მხოლოდ 0-6 წლამდე ბავშვებისთვის) თანადაფინანსება – მაქს. ლიმიტი 250.00 ლარი. წელიწადში ერთხელ. ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ წელიწადში ერთხელ სამედიცინო დახმარების პროგრამის ერთერთი ქვეპროგრამით, გარდა სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) და შშმ პირებისა, რომლებიც ისარგებლებენ სხვადასხვა მომსახურებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობებსების ხელშეწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ძვირადღირებული მკურნალობის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელი. მძიმე დაავადებების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე დროული დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის გზით. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.“; ზ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 24594,6 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები