სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016238
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
17/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
010250020.35.120.016238
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/08/2017 - 08/10/2019)

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2017 წლის 17 აგვისტო

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2  პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



დანართი №1

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  უსახლკარო  პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტს, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.

3. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;

ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს;

გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ;

დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი ან/და მეორე რიგის ნათესავს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის (გარდა პირადი/ოჯახის საცხოვრებელი დანიშნულებისა) უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე;

ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 200 000 და მეტია.


მუხლი 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია
1. ამ წესის განხორციელების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქმნის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის  უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გამგეობის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.

3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის  შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

7. კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

9. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.

10. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.

11. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

12. თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

13. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

14. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.

15. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.

16. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.

17. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

18. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

19. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით.

20. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

21. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

22. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).


მუხლი 3. უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურები
1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის შევსებით და კომისიაში წარდგენით.

2. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში გამგებლის (მერის) წარმომადგენლების მიერ განსახორციელებელი მოკვლევები და შესაბამისი ფაქტის დადგენის სხვა პროცედურები.

3. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება გამგებლის (მერის) მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.

4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.

 5. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში გამგებლის (მერის) წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებელი მოკვლევების შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ღამეებს მათ სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად, ქუჩაში, სადარბაზოებში, ღია ცის ქვეშ, სკვერებსა და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ, სამტრედიის  მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.

 6. პირები, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ორი წლის განმავლობაში დაკარგეს საცხოვრებელი, სამტრედიის  მუნიციპალიტეტის გამგებლის  გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.

7. უსახლკარო პირების რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება, თუ:

ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;

ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;

გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

8. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს დროებითი საცხოვრისი ფართით სარგებლობის შეწყვეტას.


მუხლი 4. შეფასების პროცედურები
1. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე.

2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:

ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-ზე ნაკლები – 30 ქულა;

ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70001-ზე ნაკლები – 20 ქულა;

ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე ნაკლები – 10 ქულა;

ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე მეტი – 5 ქულა.

ბ) შშმ პირი:

ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 30 ქულა;

ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 20 ქულა;

ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 10 ქულა.

გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში:

გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 10 ქულა;

გ.ბ) ყოველ შემდეგ პირზე – 5 ქულა.

დ) მარჩენალდაკარგული პირები – 20 ქულა.

ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 10 ქულა.

3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით.

4. მინიჭებული ქულა ძალაშია შეფასების განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში.

5. დროებითი საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი პირების რიგითობა დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით.

6. შეფასებისას თანაბარი საბოლოო ქულების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყველაზე დაბალი საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის მქონე პირს/ოჯახს.

7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით რეგისტრირებული პირები დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებისა და რიგითობის გარეშე.

8. ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად.

9. საცხოვრისის დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი.


მუხლი 5. საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები
1. საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ხუთი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (სარეიტინგო ქულა).

2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის, ქულისა და რიგითობის გაუქმებას.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას  უფლება აქვს პირს შესთავაზოს საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს, 1 წლით. ქირის მაქსიმალური თვიური ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს, 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

4. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.

5. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კუთვნილი კომუნალური გადასახადები.

6. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.

7. დასკვნითი დებულება წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



დანართი2
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

 უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის ფორმა


 საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა ......

 

სახელი გვარი

პირადი

ნომერი

ოჯახის შემადგენ-ლობ (ნათესაური კავშირი)

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

2. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან/და 18 წლამდე ასაკის შშმ პირები

3. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

პენსიონერი

მარჩენალ-დაკარგული

შენიშვნა

1.

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი:

 იურიდიული მისამართი:

მობილური ტელეფონის ნომერი: