სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს ,,ლერი გამგებლის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბა"
მიღების თარიღი 17/08/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
17/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სს ,,ლერი გამგებლის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბა"

სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბა“ /კ:202886252

2017 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

განცხადება

(აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ)

 

სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბას“ დირექტორის მოწვევით 2017 წლის 13 სექტემბერს დღის 14 საათზე, ქ. თბილისი, ჩუბინაშვილის ქ. 50–ში ტარდება სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბის“ ს/კ: 202886252 აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.    სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბის“ წესდების ცვლილებებისა და ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ საკითხის განხილვა .

2.    სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა .

3.    სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბის“ ელექტრონული ფოსტის მისამართის განსაზღვრა;

4. სს „ბანკი ქართუსთვის“ თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის განხილვა;

5. სს „ლერი გამგებელის სახელობის სააქციო საზოგადოება პირველი სტამბასა“ და შპს „გამომცემლობა ფავორიტს” შორის საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო ურთიერთობის ვადის გაგრძელების შესახებ საკითხის განხილვა.

შეგახსენებთ, რომ აქციონერთა კრებაზე მონაწილეობისათვის აქციონერებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონმდებლობის დაცვით შედგენილი დოკუმენტი.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2017 წლის 16 აგვისტო. კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება საზოგადოების ადმინისტრაციისათვის მიმართვის გზით ან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორისთვის“ მიმართვის გზით. მისამართი: ქ. თბილისი, ი ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ: 2225351.

 

სს „ლერი გამგებლის სახელობის სააქციო

საზოგადოება პირველი სტამბის“

დირექტორი:                                                                        ზაზა გამგებელი