შ.პ.ს. ”დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შ.პ.ს. ”დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/18429-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/07/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/18429-13
31/07/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
შ.პ.ს. ”დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/18429-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „დოგანის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „დოგანის” მიმართ.

 შპს „დოგანის” გაკოტრების მმართველის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, ლელა ხაციკუდუმ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა დებიტორული მოთხოვნების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „დოგანის” კრედიტორთა კრება დებიტორული მოთხოვნების საკითხის განხილვის მიზნით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „დოგანის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. დებიტორული მოთხოვნების საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს „დოგანის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                                        ლაშა ქოჩიაშვილი