სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1639
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024354
  • Word
1639
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024354
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1639

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისა და ახალი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის ამაღლების, კერძოდ, პოტენციური აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს ტაბახმელაში არსებული 110/35/10 კვ ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მოკლე ვადებში მშენებლობის მიზნით საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 600 000 (ექვსასი ათასი ) ლარის გამოყოფა და სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ:204995176) კაპიტალის გაზრდის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისშესყიდვისათვის .

 

პრემიერ-მინისტრი                         გიორგი კვირიკაშვილი