საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ფარეხში განთავსებული მისაბმელის (№9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640) უპატრონოდ ცნობის შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ფარეხში განთავსებული მისაბმელის (№9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640) უპატრონოდ ცნობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19284-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/19284-17
01/08/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ფარეხში განთავსებული მისაბმელის (№9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640) უპატრონოდ ცნობის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/19284-17

 

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2017 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან კუჭავა

 

განმცხადებელი : შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

მოთხოვნის არსი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ფარეხში განთავსებული მისაბმელის (№9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640) უპატრონოდ ცნობა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ადგილობრივ გაზეთში პუბლიკაციის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2017 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთარ ჯახველაძემ და მოითხოვა მოძრავი ნივთის – მისაბმელის ( №9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640) უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა. განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, 2010 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელთა დავალებით, ამავე სამსახურის მძღოლებმა ლარსის საბაჟო-საკონტროლო გამშვები პუნქტიდან განახორციელეს სხვადასხვა ავტომანქანის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნაილ გარაევის საკუთრებაში არსებული მისაბმელის ( №9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640) ტრანსპორტირება.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თანახმაა, დაუბრუნდეს ნაილ გარაევს კუთვნილი მისაბმელი ( №9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640), რაც გამორიცხავს აღნიშნული მისაბმელის კავშირს რაიმე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან.

2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაბრუნებულ იქნა რუსეთის მოქალაქეების: ვლადიმერ გაჯიროვისა და ტამელან ხაძაგაროვისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებულ მოქალაქე ნაილ გარაევს 2013 წლის 29 აგვისტოს გაეგზავნა წერილი (მისამართი: რუსეთის ფედერაცია, სამარის ოლქი, კამიშლინსკის რაიონი, სოფელი კამიშლა ნაბერეჟნაიას ქ №49) იმასთან დაკავშირებით, რომ უფლება ჰქონდა, შეტყობინების ჩაბარებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით დაებრუნებინა თავისი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც მას დღემდე არ განუხორციელებია. ასევე, 2017 წლის 20 მარტს და 22 მაისს ნაილ გარაევს შს სამინისტრომ დამატებით გაუგზავნა №665270 წერილი, რომლის მიხედვითაც აცნობა, რომ მას უფლება ჰქონდა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება დაებრუნებინა (წაეყვანა) საკუთარი ხარჯებით. აღნიშნული წერილები შს სამინისტროს დაუბრუნდა უკან, ვინაიდან ნაილ გარიევმა არ მიაკითხა შესაბამის საფოსტო განყოფილებას და არ წაიღო წერილი, რაც თავისთავად გულისხმობს: შს სამინისტროს მხრიდან მზადყოფნას და ხელშეწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ მესაკუთრეს მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება წაეყვანა, ხოლო თავად ნაილ გარაევის მხრიდან საკუთრებაზე უარის თქმას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის თანახმად, განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;

დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, 1. თუ 339-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. 2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე თანახმად, თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-334-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა), შემდეგი სახით:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) წარმოებაშია №2/19284-17 სამოქალაქო საქმე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებისა გამო, მოძრავი ნივთის -მისაბმელი ( №9385, გამოშვების წელი -1995, შასის №278808, ლურჯი ფერის, პასპორტის №63MT537640) უპატრონოდ ცნობისა და განმცხადებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

1.2. განმცხადებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის.: ქ. თბილისი, გ.გულუას ქუჩა №10.

1.3. მოძრავი ნივთის, მისაბმელის ნიშნებია:

1. მისაბმელი №9385

2. პასპორტი №63MT537640

3. შასა №278808

4. გამოშვების წელი 1995

5. ფერი ლურჯი

1.4. ნივთის მესაკუთრე (პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ქონებაზე), ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება ავტომანქანაზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად წარადგინოს საბუთის დედანიც.

2. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

3. საქმეს მოძრავი ნივთის უპატრონოდ აღიარებისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ავტომობილის მფლობელისაგან არ შემოვიდა 330-ე მუხლში მითითებული განცხადება.

4. საჯარო შეტყობინება (ცნობა) გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთ ში.

5. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

მოსამართლე                                                    ქეთევან კუჭავა