საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1595
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024333
  • Word
1595
27/07/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
000000000.00.003.024333
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №159 5

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ხაზის მშენებლობის (WB) პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) კაპიტალის გაზრდის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                             გიორგი კვირიკაშვილი