საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024319
  • Word
1625
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024319
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1625

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის №35-02 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „ნაბეღლავი ჰესის“ მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სს „AE-SGI Energy I“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის (№2738-04/16, გაცემული სს „ბანკი ქართუს“ მიერ, 680,000.00 აშშ დოლარის ოდენობით) გამცემი ბანკისთვის დაბრუნება სრული ოდენობით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ილია ელოშვილს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი