დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ს შორის 2015 წლის 29 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1536 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024262 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1536
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ს შორის 2015 წლის 29 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია „Anadolu Kafkasya Enerji Yatirimlari A.S.“-ის მიერ შპს „ხელედულა ენერჯის“ პარტნიორის, „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ის ჩანაცვლების თაობაზე.
2. საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ს შორის 2015 წლის 29 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 38-ე მუხლის შესაბამისად, „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ს მიეცეს თანხმობა შპს „ხელედულა ენერჯის“ პარტნიორის ცვლილების („Anadolu Kafkasya Enerji Yatirimlari A.S.“-სთან შერწყმის) თაობაზე.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ხელედულა ენერჯისთვის“ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები