დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 394 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.020103 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) მე-4 მუხლის: ა.ა) „ი2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი: „ი3) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 34 პუნქტისა და დანართი №1.6-ით გათვალისწინებული პირობების ადმინისტრირების მიზნით: ი3.ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ სახელმწიფო პროგრამის „სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმების/პარამედიკოსების და ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით; ი3.ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“, შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა“ და სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკურმა გაერთიანებამ“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათი ორგანიზაციების მიერ „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით;“; ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიების დამუშავებასა და შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრას ყოველთვიურად, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, გარდა ამავე მუხლის „ი2“ და „ი3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება ამ სიებში დაფიქსირებულ პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ სიების დამუშავების/კატეგორიის განსაზღვრის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისა;“; ა.გ) „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი: „კ2) ამავე მუხლის „ი3“ ქვეპუნქტითა და დანართ №1-ის მე-2 მუხლის „34“ პუნქტით გათვალისწინებულ პირს შესაბამისი პროგრამული მომსახურების უფლება ენიჭება დანართ №1.6-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად: კ2.ა) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვამდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; კ2.ბ) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვიდან ამავე თვის ბოლომდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან;“; ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრებიდან და ამავე დადგენილების დანართ №1.6-ის პირველი პუნქტის შესაბამისად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირების, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით (აღნიშნული პირობა არ ეხება ამავე მუხლის 34 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებს). იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და პირი აღარ არის დაზღვეული, გარდა №1 დანართის 23-ე მუხლის 321 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა: გ.ა) №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ.ა“, „ა.ვ“, „ბ.ა.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, ხოლო 6 თვის შემდეგ, მაგრამ არა უადრეს 2017 წლის 1 ნოემბრისა, ისარგებლონ კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით; გ.ბ) №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ვ“, „ბ.ა.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, ხოლო 6 თვის შემდეგ, მაგრამ არა უადრეს 2017 წლის 1 ნოემბრისა, ისარგებლონ კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით; გ.გ) №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა.ა“ და „ბ.გ“ (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები – წლიური ლიმიტი 12 000 ლარი) ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, ხოლო 6 თვის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 2017 წლის 1 ნოემბრისა, ისარგებლონ კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით.“; ა.ბ) „33“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „34“ პუნქტი: „34. ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ი3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმები და სოფლის ექთნები, რომელთა თვიური შემოსავალი ამავე დადგენილების დანართ №1-ის 21-ე მუხლის „12“ პუნქტის შესაბამისად 1,000 ლარზე ნაკლებია, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დადგენილების მე-4 მუხლის „კ2“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოიპოვებენ უფლებას, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში ისარგებლონ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული მოცულობის სამედიცინო მომსახურებით, დანართი №1.6-ში მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად.“; ბ) 21-ე მუხლის „11“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 %-ისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ.შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.“; გ) 23-ე მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ფინანსდება ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით, უფლება აქვს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება გაწიოს დანართ №1.2-ის პირველი პუნქტის (გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება) 1.5, 1.6, 1.9, 1.10 და 1.11 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა და №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მცირე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების შესაბამისად.“. 3. დადგენილების №1.1 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა) დანართ №1.2-ის შესაბამისად; ამასთან, დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის თანაგადახდა შეადგენს 50%-ს, გარდა გადაუდებელი იმუნიზაციისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად;“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.6:
„დანართი №1.6 სამედიცინო მომსახურების მიღების პირობები და წესები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 34 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის 1. ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის „34“ პუნქტით გათვალისწინებული პირი ყოველ მიმდინარე წელს, შესაბამისი მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია, ერთჯერადად და წინასწარ, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაიხადოს დადგენილი საფასური, რომელიც შეადგენს 240 ლარს და მიიმართება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 2. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ამავე დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდგომ უზრუნველყოფს ამ პირთათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებას და ეს პირები შესაბამისი მომსახურების მიღებას შეძლებენ დადგენილების მე-4 მუხლის „კ2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად. 3. კონკრეტული კალენდარული წლის დეკემბერში დადგენილი საფასურის გადახდით, ამ დანართით განსაზღვრულ პირს შესაბამისი მოცულობის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება განესაზღვრება მომდევნო კალენდარული წლისათვის, დადგენილების მე-4 მუხლის „კ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 4. თუ ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში შეეცვალა სტატუსი და აღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-2 მუხლის „34“ პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მას უნარჩუნდება შეძენილი უფლება, ისარგებლოს დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობებით მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. 5. თუ ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში შეეცვალა სტატუსი და ხდება დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორია ან ენიჭება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სტატუსი, მაშინ მას უჩერდება შეძენილი უფლება და იგი ავტომატურად, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ხდება ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე, ამასთან, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში პირს კვლავ შეეცვალა სტატუსი და აღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, მას აღუდგება შეჩერებული უფლება. 6. ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კერძო სადაზღვევო სქემებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება უპირატესად უფინანსდებათ ორგანიზაციას/ფიზიკურ პირსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის შემდგომ დარჩენილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს ამავე დადგენილების დანართ №1-ის 22-ე მუხლში გაწერილი პირობების შესაბამისად განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისთვის ასანაზღაურებელი თანხისა. 7. არასწორად/შეცდომით ან იმ პირის მიერ გადახდილი დადგენილი საფასური, რომელმაც ვერ მოიპოვა ამ დანართით სარგებლობის უფლება, უბრუნდება გადამხდელს, მისი მომართვის შემთხვევაში. 8. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს ამ დანართით გათვალისწინებული პირობებისა და წესების ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები