„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020098
389
11/08/2017
ვებგვერდი, 14/08/2017
470000000.10.003.020098
„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №389

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების:

1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,829.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,115.0

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი

40.0

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

177.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

406.0

5

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი

91.0

 

სულ:

1,829.0

“.

2. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა):

ა) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) საყრდენი ბაზების მომსახურებას – ქვეყანაში შერჩეული საყრდენი ბაზებიდან გრიპის/გრიპისმაგვარი დაავადებისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებში ნიმუშების აღებასა და შენახვას;

ზ.ბ) საყრდენი ბაზებიდან გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე საეჭვო პაციენტების კლინიკური ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებასა და ლაბორატორიულ კვლევას.“;

 ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,667.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

546.0

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

774.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

21.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

44.0

5

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება  (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არა უმეტეს 3000 ლარისა)

282.0

          სულ

1,667.0.

“.

3. №5 დანართის (პროფესიულ დაავადებათა პრევენცია):

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს ცენტრი.“;

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სხვადასხვა ტიპის საწარმოებში დასაქმებულთა პროფესიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების კვლევის კომპონენტი

170.0

2

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის კომპონენტი

30.0

სულ

200.0

“.

4. №9 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):

ა) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა, რაც მოიცავს:

ვ.ა) სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით;

ვ.ბ) რეგიონებში ახალშობილთა სმენის სკრინინგით მოცვის გაზრდის მიზნით, დონორული დახმარებით მიღებული სმენის სკრინინგის აპარატების სათადარიგო ნაწილებით, სერვერთან დამაკავშირებელი მოდემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფას;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

დ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, მე-3 მუხლის „ვ.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული საქონელი ცენტრის მიერ მიეწოდება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცემათ დონორების მიერ მოწოდებული სმენის სკრინინგის აპარატები.“;

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,980.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

  1

ანტენატალური მეთვალყურეობა

2,602.6

  2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა (2017 წლის 1 მარტამდე დამდგარი შემთხვევების ანაზღაურება)

450.0

  3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.3

  4

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით („ბ“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

360.0

  5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენი-ლალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

  6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

144.0

  7

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა

210.1

 7.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

20.0

 7.2

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

54.0

 7.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

136.1

          სულ:

4,980.0

“; 

) დანართი 9.1-ის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგული გამოკვლევის მოსარგებლეა ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში დაბადებული ყველა ახალშობილი, ხოლო მეორადი სკრინინგული გამოკვლევის მოსარგებლეა ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში სმენის პირველადი სკრინინგით იდენტიფიცირებული ახალშობილები, ასევე ის ახალშობილები, რომლებიც იდენტიფიცირებული და რეფერირებული იქნენ ცენტრის მიერ სმენის სკრინინგის აპარატებით აღჭურვილ რეგიონების სამშობიარო სახლებში.“.

5. №22 დანართის (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 895.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

2 184,6

2

ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

620,7

3

დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

590,0

4

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

50,0

5

ლოჯისტიკის კომპონენტი

450,0

 

სულ:

3 895,3.

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი