სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8768-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8768-11
07/08/2017
ვებგვერდი, 08/08/2017
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/8768-11

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – კრედიტორი – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე

წარმომადგენლები – 1 – ლერი ქათამაძე

2 – თამარ გურაბანიძე

3 – გიორგი ცობეხია

მოვალე – სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები – 1 – ზურაბ ჯავახიშილი

2 – ნანა გალახვარიძე

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენლებმა ლერი ქათამაძემ, თამარ გურაბანიძემ და გიორგი ცობეხიამ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე.

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 11 აგვისტოს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. სს „კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ მიმართ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კრედიტორული მოთხოვნის 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით – 919 016.93 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და მისი სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა.

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                                                                                                თამარ ჭუნიაშვილი