შპს „სოფი 2017“-ის განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

  • Word
შპს „სოფი 2017“-ის განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „სოფი 2017“
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
03/08/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
შპს „სოფი 2017“-ის განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
შპს „სოფი 2017“

გ ა ნ ც ხ ა დე ბ ა

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

წინამდებარე სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჭავჭავაძის გამზირი, №74, ს/კ: 205209059 ) (შემდგომში – „სააქციო საზოგადოება“) აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს შპს „სოფი 2017“-ის (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ი. ჭავჭავაძის გამზ., 74, სართ. 9; ს/კ: 405194677 ) წარმოდგენილი დირექტორის ნატალია მამიაშვილის სახით (შემდგომში – „შემთავაზებელი“) მიერ სააქციო საზოგადოების 8,190,810 ცალი ჩვეულებრივი აქციის შეძენა, რის შედეგადაც შემთავაზებლის ხელში აღმოჩნდა სააქციო საზოგადოების განთავსებული აქციების 57.36%. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ „შემთავაზებლის“ დაკავშირებული პირები „სააქციო საზოგადოებაში“ დამატებით ფლობენ 6016242 ცალ ჩვეულებრივ აქციას, რაც ჯამში, „შემთავაზებლის“ საკუთრებაში არსებულ აქციებთან ერთად, შეადგენს „სააქციო საზოგადოების“ განთავსებული აქციების 99.49%.   

გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:

● „შემთავაზებელი” ამჟამად ფლობს სააქციო საზოგადოების მიერ გამოშვებულ 8,190,810 (რვა მილიონ ასოთხმოცდაათი ათას რვაას ათი) ცალ ჩვეულებრივ აქციას, რაც ერთობლივად შეადგენს სააქციო საზოგადოების განთავსებული აქციების 57.36%-ს და სურს  გამოისყიდოს სააქციო საზოგადოების ყველა დარჩენილი 6,088,354 (ექვსი მილიონ ოთხმოცდარვა ათას სამას ორმოცდათოთხმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომელიც შეადგენს სააქციო საზოგადოების განთავსებული აქციების 42.64%-ს;

● სააქციო საზოგადოების ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1.3 ქართულ ლარს (სიტყვიერად: ერთი ქართული ლარი და ოცდაათი თეთრი) (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნებისთვის დადგენილია საბროკერო კომპანია – სს „გალტ ენდ თაგარტის“ (ს/კ: 211359206) მიერ და აქვე აღსანიშნავია, რომ შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი არ არის იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა „შემთავაზებელმა” ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივ აქციებში; 

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოქვეყნებულ იქნება არაუგვიანეს 2017 წლის 10 აგვისტოს;

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 2017 წლის 10 აგვისტოდან, დღის 10:00 სთ-დან 2017 წლის 20 ოქტომბრის 18:00 სთ-ის ჩათვლით. განცხადებები მიიღება იმავე ვადაში;

● შემთავაზებელი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიღებულ განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას შესყიდვაზე ამავე ვადაში;

● სააქციო საზოგადოების გამოშვებული აქციების დარჩენილი 42.64%-ის ანუ 6,088,354 (ექვსი მილიონ ოთხმოცდარვა ათას სამას ორმოცდათოთხმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, „შემთავაზებელი”  გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას;

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში, გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

● შესყიდვა განხორციელდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში;

● სააქციო საზოგადოების აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შეთავაზების აგენტი – სს „კავკასრეესტრი“ (ს/კ: 211369115; ლიცენზიის N 70002). ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული; საკონტაქტო ტელ: 2500 211

● „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა სააქციო საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების ოფისში; მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9 სართული, თბილისი 0162, საქართველო, საკონტაქტო ტელ: (995 32) 223 4994. შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიში აგრეთვე განთავსდება სააქციო საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე www.cei.ge.

 

შემთავაზებელი:

 

შპს „სოფი 2017“-ის             

დირექტორი                                                                ნატალია მამიაშვილი