„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017002
260
04/08/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
190040000.22.033.017002
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №260

2017 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. დანართი №2-ის:
ა) ბიუჯეტის განმკარგველი  – 0960 – სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

348

0960

სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“

 

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 0960 – სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“  შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

349

0961

ააიპ „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“

 

2. დანართი №3-ის (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები):
ა) სახაზინო კოდი – 3252 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ვაჭრობისა და ფინანსების დარგში“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ვაჭრობისა და ფინანსების დარგში

3252

 

ბ) სახაზინო კოდის – 3252 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ვაჭრობისა და ფინანსების დარგში“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სსიო – შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე

3547

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი