დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანისთაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-10 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 31/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 260030000.64.076.016018 |
|
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 (სსმ, ვებგვერდი 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016017) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული ,,ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“ (დანართი №1): ა) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. „აუდიტორი/აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი და შეფასებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მიერ ძირითადი ან/და არაძირითადი სამუშაო ადგილის შეცვლის ან/და აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია ახალი სამუშაო ადგილის/რეორგანიზებული პირის ფარგლებში გამარტივებული წესით ჩაატაროს აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგი, რაც აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში გულისხმობს ხარისხის კონტროლის სისტემის შესაბამისი კომპონენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული ,,აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები