„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020074
365
27/07/2017
ვებგვერდი, 31/07/2017
300160070.10.003.020074
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №365

2017 წლის 27 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:  

ა) პელაგიური – რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) ტრალის ბუქსირება ხორციელდება ერთი მცურავი საშუალების მიერ;

ა.ბ) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;

ა.გ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);

ა.დ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის ან კომბინირებული ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს. საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 150 კგ-ს;

ა.ე) ტრალის ტომრის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია;

ბ) წყვილის რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:

ბ.ა) ტრალის ბუქსირება ხორციელდება ორი მცურავი საშუალების მიერ ერთდროულად, ისე რომ მარჯვენა საბუქსირე გვარლს ეზიდება ერთი მცურავი საშუალება, ხოლო მარცხენას   მეორე, რითაც უზრუნველყოფილია ტრალის ჰორიზონტალური შლადობა  გამბჯენი დაფების გარეშე;

ბ.ბ) ჭერილის ამოღება ხდება ერთ-ერთი მცურავი საშუალების მიერ, რომლის ვალდებულებაცაა სარეწაო ჟურნალის სრულად შევსება და პასუხისმგებელია ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ.გ) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;

ბ.დ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს გამბჯენი დაფები, სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);

გ) ფსკერული – რომელიც არაა პელაგიური და წყვილის.“.  

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 პუნქტი:

„271. ნათხარები პალიასტომის ტბის სამხრეთით არსებული ტბის მოსაზღვრე წყლის სივრცე (ხელოვნური წყალსატევი), რომელიც წარმოქმნილია წარსულში ტორფის კარიერული დამუშავებისა და გამომტანი არხების გათხრის შედეგად და ამჟამად წარმოადგენს პალიასტომის ტბის ერთგვარ უბეს.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო და პალიასტომის ტბასა და მის მოსაზღვრე წყლის სივრცეში ე.წ. ნათხარებში მოქცეულ ფართობზე (შემდგომში პალიასტომის ტბა და ნათხარები) თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“.   

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) პალიასტომის ტბასა და ნათხარებში:

პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1  მაისიდან 16 ივნისამდე;

პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1  მაისიდან 16 ივნისამდე;

პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1  მაისიდან 16 ივნისამდე;

პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.თ) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ი) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან  1 იანვრამდე;

პ.კ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ლ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.მ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;“.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. აკრძალულია წყვილის ტრალის გამოყენება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ნაპირიდან 1 კმ-ის ფარგლებში.“.

6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პელაგიური და წყვილის ტრალის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას, კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს (დათვლით);“;

„ზ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბასა და ნათხარებში მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, თვლის ზომა არანაკლებ 22 მმ-ია;“;

„თ) კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბასა და ნათხარებში მოსაყრელი ბადით, რომლის სიგრძე 350 მეტრზე მეტია და თვლის ზომა არანაკლებ 22 მმ-ია;“.

7. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) აკრძალულია წყვილის ტრალის გამოყენება იმ თევზსაჭერი გემების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში და რომელთა მიწერის ნავსადგური არ არის განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე. სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო) ახორციელებს წყვილის ტრალის საშუალებით მიმდინარე თევზჭერის პროცესზე დაკვირვებას/მონიტორინგს, მათ შორის, უშუალოდ ამგვარი თევზჭერის განმახორციელებელ მცურავ საშუალებებზე მიმდინარე რეწვის პროცესზე. დაკვირვების/მონიტორინგის შედეგად არანორმირებული თანჭერილის, ფსკერული ბიოცენოზების დარღვევის, ზღვის ძუძუმწოვრების თევზსაჭერ იარაღში მოხვედრის თუ ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატებისთვის ზიანის მომტანი სხვა ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რაც დასტურდება სააგენტოს დასკვნით, წყვილის ტრალით თევზჭერა  უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს.“.

8. მე-7 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. პალიასტომის ტბასა და ნათხარებში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აკრძალულია მოსასმელი და მოსაყრელი პრინციპით ბადეების გამოყენება და ისეთი ბადეების ჩადგმა, რომელთა სიგრძე 200 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მილიმეტრზე ნაკლები. ამასთან, ჩასადგმელი ბადის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს.“.

9. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) წყვილის ტრალით თევზჭერისას სარეწაო ჟურნალის შევსება ხორციელდება დადგენილი წესით, რეწვაში მონაწილე იმ მცურავი საშუალების მიერ, რომელზეც ხდება ჭერილის ამოღება. რეწვაში მონაწილე მეორე მცურავი საშუალების მიერ სარეწაო ჟურნალში ივსება მხოლოდ 1, 2, 4, 9 და 10 გრაფები. მე-9 გრაფაში „შენიშვნა“ იწერება რეწვაში მონაწილე იმ მცურავი საშუალების სახელწოდება, რომელიც სრულად ავსებს სარეწაო ჟურნალს. სარეწაო ჟურნალის მე-4 გრაფაში მეორე მცურავი საშუალების მიერ წუთისა და საათის მითითება სავალდებულო არ არის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი