ტექნიკური რეგლამენტის - ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020079
370
27/07/2017
ვებგვერდი, 31/07/2017
300160070.10.003.020079
ტექნიკური რეგლამენტის - ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №370

2017 წლის 27 ივლისი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ.
მუხლი 2
სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის  ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი    ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებისა  და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ტექნიკური რეგლამენტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთათვის  გათვალისწინებული განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულებისა  და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ (შემდგომში  ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის, ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის, განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მათი  წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

მუხლი 2. მიზანი  და გამოყენების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის, ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის, განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათისათვის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე;

ბ) საკვებ  (სასურსათო) ფერმენტზე;

გ) საკვებდანამატებზე;

დ) არომატიზატორზე;

ე) ექსტრაქციულ გამხსნელზე.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართით განსაზღვრულია ის ნივთიერებები, რომელთა დამატება დაშვებულია ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-3  მუხლით განსაზღვრულ სურსათის კატეგორიებში.

მუხლი 3. რეგულირების ობიექტი

ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული რეგულირების ობიექტებია  შემდეგი კატეგორიის სურსათი:

ა) ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის;

ბ) მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათი და ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი;

გ) განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი;

დ) წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათი.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად, გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაფასოებული სურსათი საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც შედგება სურსათისა და შესაფუთი მასალისაგან  და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია  შეფუთვის  გახსნის ან შეცვლის გარეშე. დაფასოებულ სურსათს არ განეკუთვნება სურსათი, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში  მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყონებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით;

ბ) ეტიკეტირება ნებისმიერი სიტყვა, მონაცემი, სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), გრაფიკული გამოსახულება, აღწერილობითი გამოსახულება ან სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია სურსათთან და განთავსებულია სურსათის ნებისმიერ შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ბეჭედზე ან საყელოზე ან მოცემულია თანდართულ დოკუმენტში;

გ) ხელოვნური ნანომასალა ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი მასალა, რომლის ზომები 100 ნმ-ია ან ნაკლებია ან რომელიც შედგება დისკრეტული ფუნქციონალური ნაწილებისგან, რომელთა შიდა ან ზედაპირული ზომები  100 ნმ-ია ან 100 ნმ-ზე ნაკლებია, მათ შორის, ისეთი სტრუქტურები, როგორებიცაა აგლომერატები ან აგრეგატები, რომელთა ზომა შესაძლებელია 100 ნმ-ს აღემატებოდეს, მაგრამ ინარჩუნებდეს ნანოშკალისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ეს თვისებებია: თვისებები, რომელიც დაკავშირებულია მასალების დიდ  სპეციფიკურ ზედაპირულ ფართობთან და კონკრეტული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რომელიც განასხვავებს მათ ამავე მასალის არანანოფორმის თვისებებისაგან;

დ) განაცხადი კვებითი ღირებულების შესახებ ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან გამოხატავს ან აცხადებს, რომ სურსათს აქვს განსაკუთრებული სასარგებლო კვებითი ღირებულება, რომელიც დაკავშირებულია სურსათის შემდეგ მახასიათებლებთან:

დ.ა) კალორიულობასთან ანუ ენერგეტიკულ ღირებულებასთან, რომლის  შესაბამისად სურსათი შეიძლება იყოს:

დ.ა.ა) კალორიული;

დ.ა.ბ) მაღალკალორიული ან დაბალკალორიული;

დ.ა.გ) არაკალორიული;

დ.ბ) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) და სხვა ნივთიერებების შემცველობასთან, შესაბამისად სურსათი შეიძლება:

დ.ბ.ა) შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს;

დ.ბ.ბ) შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს დიდი რაოდენობით ან  მცირე რაოდენობით;

დ.ბ.გ) არ შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს;

ე) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან აცხადებს ან გამოხატავს, რომ არსებობს კავშირი სურსათის კატეგორიას ან  სურსათს ან სურსათის შემადგენელ რომელიმე კომპონენტსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის;

ვ) ჩვილი ბავშვი ბავშვი დაბადებიდან ერთ წლამდე (12 თვის ჩათვლით);

ზ) ადრეული ასაკის ბავშვი ბავშვი ერთი წლიდან 3 წლამდე (36 თვის ჩათვლით);

თ) ფორმულა ჩვილი ბავშვისათვის ჩვილ ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებული კვებითი დანიშნულებით ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში და სრულად აკმაყოფილებს ამ ასაკის ბავშვთა კვებით მოთხოვნებს შესაბამისი დამატებითი კვების მიცემამდე;

ი) დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის − განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათი, რომელიც გამოიყენება ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვებისათვის და ცვლის ამ ასაკის ბავშვთა კვების რაციონში ძირითად თხევად კომპონენტს;

კ) მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათი მარცვლოვანი  კულტურების გადამუშავებით წარმოებული სურსათი, რომელიც:

კ.ა) განკუთვნილია ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ  (6 თვიდან) და ადრეული ასაკის  ჯანმრთელ ბავშვთა  კვების რაციონზე დამატების სახით და/ან მათი ჩვეულებრივ საკვებთან თანდათანობით შეგუებისათვის;

კ.ბ) მიეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

კ.ბ.ა) მარცვლოვანი კულტურებისგან წარმოებული მარტივი სურსათი, რომელთა აღდგენა ხდება რძით ან სხვა სათანადო  საკვები სითხით;

კ.ბ.ბ)   მარცვლოვანი კულტურებისგან წარმოებული სურსათი, რომელსაც დამატებული აქვს ცილის მაღალი შემცველობის მქონე სურსათი და რომელთა აღდგენა ხდება წყლით ან ცილისაგან თავისუფალი სათანადო სითხით;

კ.ბ.გ) მაკარონის ნაწარმი (პასტა), რომელთა გამოყენება შესაძლებელია ადუღებულ წყალში ან სხვა სათანადო სითხეში მოხარშვის შემდეგ;

კ.ბ.დ)  ბისკვიტები (მშრალი ნამცხვარი) და ორცხობილები, რომელთა გამოყენება ხდება უშუალოდ ან რძის, წყლის ან სხვა სათანადო სითხეში  დალბობის შემდეგ;  

ლ) ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი სურსათი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ და ადრეული ასაკის  ჯანმრთელ ბავშვთა  კვების რაციონზე  დამატების სახით და/ან მათი ჩვეულებრივ საკვებთან თანდათანობით შეგუებისათვის, გარდა:

ლ.ა) მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათისა;

ლ.ბ) რძეზე დამზადებული სასმელისა და მსგავსი სურსათისა, რომელიც განკუთვნილია ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის;

მ) განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი სურსათი, რომელიც სპეციალურად დამუშავდა ან სპეციალური შედგენილობისაა და განკუთვნილია ექიმის ზედამხედველობით იმ პაციენტების, მათ შორის, ჩვილი ბავშვების დიეტურ თერაპიაში სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებისათვის, რომელთაც დაქვეითებული ან შეზღუდული აქვთ ჩვეულებრივი სურსათის ან სურსათის შემადგენელი ზოგიერთი კვებითი ელემენტის ან მათი მეტაბოლიტების მიღების, შეთვისების, გადამუშავების, ადსორბციისა და ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქციონალური უნარი. იგი გამოიყენება ასევე იმ პაციენტებისათვის, რომელთა დიეტური თერაპია ვერ განხორციელდება ჩვეულებრივი რაციონის შეცვლით, ასევე სხვა განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათით ან მათი კომბინაციით;

ნ) წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათი დაბალკალორიული დიეტისათვის, წონის შემცირების მიზნით განკუთვნილი სურსათი, რომელიც ბიზნესოპერატორის მიერ განსაზღვრული  ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში სრულად ცვლის  კვების ყოველდღიურ რაციონს;

ო) ახალი („ნოველ“) სურსათი  სურსათი,  რომელიც 2018 წლის პირველ მაისამდე არ გამოიყენებოდა საქართველოში და რომელსაც მიეკუთვნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სურსათი;

პ) გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი სურსათი, რომელიც წარმოადგენს, შეიცავს, შედგება ან მიღებულია/წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან;

ჟ) საკვები  (სასურსათო) ფერმენტი მცენარის, ცხოველის ან მიკროორგანიზმისაგან მიღებული პროდუქტი, მათ შორის,  მიკროორგანიზმ(ებ)ის გამოყენებით გამოწვეული ფერმენტაციის პროცესში მიღებული პროდუქტი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ფერმენტისაგან და რომელსაც აქვს უნარი, მოახდინოს სპეციფიკური ბიოქიმიური რეაქციების კატალიზი. ტექნოლოგიური დანიშნულებით სურსათში მისი დამატება ხდება ნებისმიერ ეტაპზე წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს;

რ) არომატიზატორი პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და რომლის დამატება ხდება სურსათისათვის არომატის ან/და გემოს მიცემის ან შეცვლის მიზნით. არომატიზატორი მზადდება ან შედგება არომატული ნივთიერებების, არომატული პრეპარატების, თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორების, შესაბოლი არომატიზატორების, გემოს პრეკურსორების ან სხვა არომატიზატორების ან მათი ნარევებისაგან;

ს) საკვებდანამატი ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კვებითი ღირებულება, ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და სურსათის მახასიათებელ ინგრედიენტად.  ტექნოლოგიური მიზნით სურსათის წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს სურსათში სპეციალურად დამატებისას ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტ(ებ)ი ხდება ან მაღალი ალბათობით შესაძლებელია გახდეს სურსათის კომპონენტი;

ტ) ექსტრაქციული გამხსნელი გამხსნელი, რომელიც გამოიყენება ექსტრაქციის  პროცედურისათვის ნედლეულის, სურსათის ან ამ სურსათის კომპონენტ(ებ)ის ან ინგრედიენტ(ებ)ის დამუშავებისას და რომელიც  სცილდება, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს არაწინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი ნარჩენების ან მათი წარმოებულების (დერივატების) არსებობა სურსათში ან სასურსათო ინგრედიენტში;

უ) სასურსათო (სურსათის)  დანამატი კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ დიეტურ კვებაში, როგორც საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებების წყარო ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, ბაზარზე განთავსებულია წამლის ფორმით, კერძოდ: კაფსულების, აბების, ამპულების, ფხვნილების, დრაჟეების, ბოთლებში სითხის ან დაფასოებული ფხვნილისა და სხვა ანალოგიური სახით, რომელთა გამოყენება ხდება  განსაზღვრული მცირე რაოდენობით;

ფ) სურსათის უვნებელი გამოყენების ისტორია სხვა ქვეყანაში სულ მცირე 25 წლის განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობის მიერ ჩვეულებრივ კვებაში მუდმივად გამოყენებულია და  სურსათის უვნებლობა  დადასტურებულია შესაბამისი მონაცემებით;

ქ) ტრადიციული სურსათი სხვა ქვეყნიდან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ახალი („ნოველ“) სურსათი, გარდა იმავე პუნქტის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი („ნოველ“) სურსათისა, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან და რომელსაც აქვს უვნებელი გამოყენების ისტორია სხვა ქვეყანაში.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები.

მუხლი 5.  ბაზარზე განთავსების პირობები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული სურსათის ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული სურსათი  საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებულ უნდა იქნეს მხოლოდ წინასწარ დაფასოებული სურსათის სახით.

3. დაუშვებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული სურსათის ბაზარზე განთავსების შეზღუდვა ან აკრძალვა, მათი შედგენილობის, დამზადების, წარდგენის ან ეტიკეტირების მიზეზით, თუ  ეს სურსათი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 6. პრევენციის პრინციპი

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული სურსათის მოხმარებისას, მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს პრევენციის პრინციპი, რომლის დროსაც:

ა) განსაკუთრებული გარემოებების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ და ამასთანავე, დროებით ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად დასაბუთება, შესაძლებელია  რისკის მართვის დროებითი ზომების განხორციელება;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და გადაიხედოს გონივრულ ვადაში ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის ბუნებიდან გამომდინარე.

მუხლი 7. ზოგადი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების  შემადგენლობისა და ინფორმაციის მიმართ

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული სურსათის შემადგენლობა, საყოველთაოდ მიღებული სამეცნიერო მონაცემების მიხედვით,  უნდა  იძლეოდეს საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის მიზნობრივ, დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული სურსათი არ უნდა შეიცავდეს არცერთ ნივთიერებას ისეთი რაოდენობით, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას  მიზნობრივი მომხმარებლისათვის.

3. ხელოვნური ნანომასალისათვის ამ მუხლის პირველი  პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში,  დადგენილ უნდა იქნეს სათანადო კვლევითი მეთოდების გამოყენებით.

4. საყოველთაოდ მიღებული მეცნიერული მონაცემების საფუძველზე,  ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სურსათში ამავე  ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრული ნივთიერებები უნდა იყოს ადამიანის მიერ ბიოლოგიურად ათვისებადი ფორმით, ჰქონდეს კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტი  მიზნობრივი მომხმარებლისათვის.

5. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სურსათში შესაძლებელია ახალი („ნოველ“) სურსათის გამოყენება, რომელსაც მიეკუთვნება:

ა)  ახალი ან მიზანმიმართულად შეცვლილი მოლეკულური სტრუქტურის მქონე სურსათი, რომელიც საქართველოში არ  გამოიყენებოდა სურსათად ან სურსათში ინგრედიენტად  2018 წლის პირველ მაისამდე;

ბ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია ან წარმოებულია მიკროორგანიზმებისგან, სოკოებისგან ან წყალმცენარეებისგან;

გ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია ან წარმოებულია მინერალური წარმოშობის მასალისგან;

დ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია  ან წარმოებულია მცენარეებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურსათს აქვს უვნებელი გამოყენების ისტორია სხვა ქვეყანაში და შედგება, გამოყოფილია  ან წარმოებულია მცენარისგან ან ერთისა და იმავე სახეობის  სახესხვაობებისაგან და  რომელიც მიღებულია:  

დ.ა) გამრავლების ტრადიციული მეთოდ(ებ)ით, რომელიც  გამოიყენებოდა სურსათის წარმოებისთვის 2018 წლის პირველ მაისამდე; 

დ.ბ) გამრავლების არატრადიციული მეთოდ(ებ)ით, რომელიც არ გამოიყენებოდა სურსათის წარმოებისთვის 2018 წლის პირველ მაისამდე  და ეს  მეთოდ(ებ)ი არ იწვევს სურსათის შემადგენლობის ან სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც გავლენას ახდენს სურსათის კვებით ღირებულებაზე, მეტაბოლიზმზე ან არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დონეზე;

ე) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია ან წარმოებულია ცხოველისგან ან მისი ნაწილებისგან, გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც მიღებულნი არიან მოშენების ტრადიციული მეთოდებით, რომელიც ევროკავშირში გამოიყენებოდა სურსათის წარმოებისთვის 2018 წლის პირველ მაისამდე და ამ ცხოველებიდან მიღებულ სურსათს აქვს უვნებელი გამოყენების ისტორია სხვა ქვეყანაში;

ვ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია  ან წარმოებულია ცხოველისგან, მცენარისგან, მიკროორგანიზმისგან, სოკოსგან ან წყალმცენარისგან მიღებული უჯრედული კულტურისგან ან ქსოვილოვანი კულტურისგან;

ზ) სურსათი, რომელიც მიღებულია ისეთი საწარმოო პროცესით, რომელიც  არ გამოიყენებოდა 2018 წლის პირველ მაისამდე და ეს პროცესი იწვევს სურსათის შემადგენლობის ან სტრუქტურის ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს სურსათის კვებით ღირებულებაზე, მეტაბოლიზმსა და არასასურველი ნივთიერების შემცველობის დონეზე;

თ) სურსათი, რომელიც შედგება ხელოვნური ნანომასალისაგან;

ი) ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართით, ასევე „ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებითა და „სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ით განსაზღვრული ვიტამინები, მინერალები და სხვა ნივთიერებები:   

ი.ა) რომლებიც  სურსათის წარმოების პროცესში არ გამოიყენებოდა 2018 წლის პირველ მაისამდე და ეს პროცესი იწვევს სურსათის შემადგენლობის ან სტრუქტურის ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს სურსათის კვებით ღირებულებაზე, მეტაბოლიზმსა და არასასურველი ნივთიერების შემცველობის დონეზე;  

ი.ბ) რომლებიც შეიცავენ ხელოვნურ ნანომასალას ან შედგებიან ხელოვნური ნანომასალისაგან;

კ) სურსათი, რომელიც 2018 წლის პირველ მაისამდე გამოიყენებოდა სასურსათო (სურსათის) დანამატ(ებ)ში და რომელიც 2018 წლის პირველი მაისის შემდეგ  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს  სხვა სურსათში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების გამოყენებით წარმოებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს.

7. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული სურსათის ეტიკეტირებამ, წარდგენამ და რეკლამამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული სურსათის გამოყენების შესახებ, არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი,  არ უნდა შეიცავდეს რაიმე  მინიშნებას დაავადების პრევენციის, განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ ან გულისხმობდეს ამ თვისებებს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით დასაშვებია ნებისმიერი სახის სასარგებლო ინფორმაციის ან რეკომენდაციის გავრცელება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო, კვებისა და ფარმაცევტული კვალიფიკაციის მქონე პირისათვის ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროს წარმომადგენლისათვის, რომელიც  პასუხისმგებელია  დედისა და ბავშვის მზრუნველობაზე.

მუხლი 8. დამატებითი მოთხოვნები ფორმულის ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულის ჩვილი ბავშვებისათვის მიმართ

1.  ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის იმგვარად უნდა იქნეს ეტიკეტირებული, წარდგენილი და რეკლამირებული, რომ არ მოხდეს ძუძუთი კვების  მნიშვნელობის უგულებელყოფა.

2.   ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის იმგვარად უნდა იქნეს ეტიკეტირებული, წარდგენილი და რეკლამირებული, რომ არ უნდა შეიცავდეს ჩვილი  ბავშვის სურათს ან სხვა სურათებს ან ტექსტს, რომელიც გააიდეალებს ამ ფორმულების  მოხმარებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით,   ფორმულის ჩვილი ბავშვებისათვის  და დამატებითი ფორმულის ჩვილი ბავშვებისათვის იდენტიფიკაციისა და მომზადების მეთოდების ილუსტრაციისათვის დასაშვებია  გრაფიკული გამოსახულების განთავსება.

მუხლი 9. დაშვებული ნივთიერებები

1.  ამ  ტექნიკური რეგლამენტის  მე-3  მუხლით განსაზღვრული სურსათის ერთი ან მეტი კატეგორიის სურსათში,  ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, დასაშვებია შემდეგი ნივთიერებების დამატება:

ა) ვიტამინები;

ბ) მინერალები;

გ) ამინომჟავები;

დ) კარნიტინი და ტაურინი;

ე) ნუკლეოტიდები;

ვ) ქოლინი და ინოსიტოლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების დამატება დასაშვებია იმ პირობით, თუ ეს ნივთიერებები შეტანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართში და ისინი აკმაყოფილებენ ამავე  ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით განსაზღვრულ  ზოგად მოთხოვნებს რეგულირების ობიექტების შემადგენლობისა და ინფორმაციის მიმართ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულ სისუფთავის კრიტერიუმებს.

4. ნივთიერებები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი  პუნქტით განსაზღვრულ ნივთიერებებს, შესაძლებელია დამატებულ იქნეს მე-3 მუხლით განსაზღვრულ სურსათის კატეგორიებს, თუ ეს ნივთიერებები აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


დანართი
ნივთიერებები, რომელთა დამატება  შესაძლებელია  რეგულირების ობიექტებზე 

 

 

ნივთიერება

სურსათის კატეგორია

ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, დამატებით ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის

მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათი,

 ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი 

განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი

წონის კონტროლისათვის  რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილ სურსათი

ვიტამინები

ვიტამინი A

 

რეთინოლი

X

X

X

X

რეთინოლაცეტატი

X

X

X

X

რეთინოლპალმიტატი

X

X

X

X

ბეტა-კაროტინი

-

X

X

X

ვიტამინი D

 

ერგოკალციფეროლი (D2)

X

X

X

X

ქოლეკალციფეროლი (D3)

X

X

X

X

ვიტამინი E

 

D-ალფა-ტოკოფეროლი 

X

X

X

X

DL-ალფა-ტოკოფეროლი

X

X

X

X

D-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი

X

X

X

X

DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი

X

X

X

X

D-ალფა-ტოკოფეროლის მჟავის სუქცინატი

-

-

X

X

D-ალფა-ტოკოფეროლის პოლიეთილენგლიკოლ 1000 სუქცინატი (TPGS)

-

-

X

-

ვიტამინი K

 

ფილოქინონი (ფიტომენადიონი) – (ვიტამინი K1 )

 

X

X

X

X

მენაქინონი(1) – (ვიტამინი K2 )

-

-

X

X

ვიტამინი C

 

L – ასკორბინის მჟავა

X

X

X

X

ნატრიუმის L – ასკორბატი

X

X

X

X

კალციუმის L – ასკორბატი

X

X

X

X

კალიუმის L – ასკორბატი

X

X

X

X

L –ასკორბილ 6-პალმიტატი (ასკორბილპალმიტატი)

X

X

X

X

  თიამინი - ვიტამინი B1

 

თიამინის ჰიდროქლორიდი

X

X

X

X

თიამინის მონონიტრატი

X

X

X

X

რიბოფლავინი -ვიტამინი B2

 

რიბოფლავინი

X

X

X

X

ნატრიუმის რიბოფლავინ 5’ – ფოსფატი

X

X

X

X

ნიაცინი (ვიტამინი PP)

 

ნიკოტინის მჟავა

X

X

X

X

ნიკოტინამიდი

X

X

X

X

ვიტამინი B 6

 

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

X

X

X

X

პირიდოქსინის 5’ – ფოსფატი

X

X

X

X

პირიდოქსინის დიპალმიტატი 

-

X

X

X

ფოლის (ფოლიუმის) მჟავ

 

ფტეროილმონოგლუტამინის მჟავა

X

X

X

X

კალციუმ -L-მეთილფოლატი

-

-

X

X

ვიტამინი B 12

 

ციანოკობალამინი

X

X

X

X

ჰიდროქსოკობალამინი

X

X

X

X

ბიოტინი

 

D-ბიოტინი

X

X

X

X

პანთოთენის მჟავა

 

კალციუმის D-პანთოთენატი

X

X

X

X

ნატრიუმის D-პანთოთენატი

X

X

X

X

დექსპანთენოლი

X

X

X

X

მინერალური ნივთიერებები

კალიუმი

 

კალიუმის ბიკარბონატი

X

-

X

X

კალიუმის კარბონატი

X

-

X

X

კალიუმის ქლორიდი

X

X

X

X

კალიუმის ციტრატი

X

X

X

X

კალიუმის გლუკონატი

X

X

X

X

კალიუმის გლიცეროფოსფატი

-

X

X

X

კალიუმის ლაქტატი

X

X

X

X

კალიუმის ჰიდროქსიდი

X

-

X

X

ორთოფოსფორმჟავას კალიუმის მარილი

X

-

X

X

კალიუმ-მაგნიუმის ციტრატი

-

-

X

X

კალციუმი

კალციუმის კარბონატი

X

X

X

X

კალციუმის ქლორიდი

X

X

X

X

ლიმონმჟავა კალციუმის მარილები (კალციუმის ციტრატები)

X

X

X

X

კალციუმის გლუკონატი

X

X

X

X

კალციუმის გლიცეროფოსფატი

X

X

X

X

კალციუმის ლაქტატი

X

X

X

X

ორთოფოსფორმჟავას კალციუმის მარილები

X

X

X

X

კალციუმის ჰიდროქსიდი

X

X

X

X

კალციუმის ოქსიდი

-

X

X

X

კალციუმის სულფატი

-

-

X

X

კალციუმის ბისგლიცინატი

-

-

X

X

კალციუმის ციტრატ-მალატი

-

-

X

X

კალციუმის მალატი (ვაშლისმჟავა კალციუმი)

-

-

X

X

კალციუმის L-პიდოლატი

-

-

X

X

მაგნიუმი

 

მაგნიუმის აცეტატი

-

-

X

X

მაგნიუმის კარბონატი

X

X

X

X

მაგნიუმის ქლორიდი

X

X

X

X

ლიმონმჟავა მაგნიუმის მარილები (მაგნიუმის ციტრატები)

X

X

X

X

მაგნიუმის გლუკონატი

X

X

X

X

მაგნიუმის გლიცეროფოსფატი

-

X

X

X

ორთოფოსფორმჟავას მაგნიუმის მარილები

X

X

X

X

მაგნიუმის ლაქტატი

-

X

X

X

მაგნიუმის ჰიდროქსიდი

X

X

X

X

მაგნიუმის ოქსიდი

X

X

X

X

მაგნიუმის სულფატი

X

X

X

X

მაგნიუმის L -ასპარტატი

-

-

X

-

მაგნიუმის ბისგლიცინატი

-

-

X

X

მაგნიუმის L-პიდოლატი

-

-

X

X

მაგნიუმ - კალციუმის ციტრატი

-

-

X

X

რკინა

 

რკინის (II) კარბონატი

-

X

X

X

რკინის (II) ციტრატი

X

X

X

X

რკინა-ამონიუმის ციტრატი

X

X

X

X

რკინის (II) გლუკონატი

X

X

X

X

რკინის (II) ფუმარატი

X

X

X

X

რკინა-ნატრიუმის დიფოსფატი

-

X

X

X

რკინის (II) ლაქტატი

X

X

X

X

რკინის (II) სულფატი

X

X

X

X

რკინა(II)-ამონიუმის ფოსფატი

-

-

X

X

რკინა (II) -ნატრიუმის  ეთილენდიამინტეტრაძმარ-

მჟავა (EDTA)

-

-

X

X

რკინის დიფოსფატი (რკინის პიროფოსფატი)

X

X

X

X

რკინის საქარატი

-

X

X

X

ელემენტარული რკინა   (კარბონილი+ელექტროლიტი + რედუცირებული წყალბადი)

-

X

X

X

რკინის (II) ბისგლიცინატი

X

-

X

X

რკინის L-პიდოლატი

-

-

X

X

თუთია

 

თუთიის აცეტატი

X

X

X

X

თუთიის ქლორიდი

X

X

X

X

თუთიის ციტრატი

X

X

X

X

თუთიის გლუკონატი

X

X

X

X

თუთიის ლაქტატი

X

X

X

X

თუთიის ოქსიდი

X

X

X

X

თუთიის კარბონატი

-

-

X

X

თუთიის სულფატი

X

X

X

X

თუთიის ბისგლიცინატი

-

-

X

X

სპილენძი

 

სპილენძის კარბონატი

X

X

X

X

სპილენძის ციტრატი

X

X

X

X

სპილენძის გლუკონატი

X

X

X

X

სპილენძის სულფატი

X

X

X

X

სპილენძ-ლიზინის  კომპლექსი

X

X

X

X

 

მანგანუმი

 

მანგანუმის კარბონატი

X

X

X

X

მანგანუმის ქლორიდი

X

X

X

X

მანგანუმის ციტრატი

X

X

X

X

მანგანუმის გლუკონატი

X

X

X

X

მანგანუმის გლიცეროფოსფატი

-

X

X

X

მანგანუმის სულფატი

X

X

X

X

ფტორიდები  (ფტორის ნაერთები)

კალიუმის ფტორიდი

-

-

X

X

ნატრიუმის ფტორიდი

-

-

X

X

სელენი

 

ნატრიუმის სელენატი

X

-

X

X

ნატრიუმის ჰიდროსელენიტი

-

-

X

X

ნატრიუმის სელენიტი

X

-

X

X

სელენით გამდიდრებული საფუარი (2)

-

-

X

X

ქრომი

 

ქრომის (III) ქლორიდი და მისი ჰექსაჰიდრატი

-

-

X

X

ქრომის (III) სულფატი და მისი ჰექსაჰიდრატი

-

-

X

X

ქრომის პიკოლინატი

-

-

X

X

მოლიბდენი

ამონიუმის მოლიბდატი

-

-

X

X

ნატრიუმის მოლიბდატი

-

-

X

X

იოდი

კალიუმის იოდიდი

X

X

X

X

კალიუმის იოადატი

X

X

X

X

ნატრიუმის იოდიდი

X

X

X

X

ნატრიუმის იოდატი

-

X

X

X

ნატრიუმი

 

ნატრიუმის ბიკარბონატი

X

-

X

X

ნატრიუმის კარბონატი

X

-

X

X

ნატრიუმის ქლორიდი

X

-

X

X

ნატრიუმის ციტრატი

X

-

X

X

ნატრიუმის გლუკონატი

X

-

X

X

ნატრიუმის ლაქტატი

X

-

X

X

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

X

-

X

X

ორთოფოსფორმჟავა ნატრიუმის მარილი

X

-

X

X

ბორი

 

ნატრიუმის ბორატი

 

-

-

X

X

ბორის მჟავა

 

-

-

X

X

ამინომჟავები (3)

ამინომჟავები

L - ალანინი

-

-

X

X

 

 

L - არგინინი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

X

L - ასპარტამის მჟავა

 

-

-

X

-

L - ციტრულინი

 

-

-

X

 

L - ცისტეინი

 

 

 

 

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

X

ცისტინი (4)

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

X

L - ჰისტიდინი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

X

L - გლუტამინის მჟავა

-

-

X

X

L - გლუტამინი

-

-

X

X

გლიცინი

-

-

X

 

L - იზოლეიცინი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

X

L - ლეიცინი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

X

L - ლიზინი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

და მისი ჰიდროქლორიდი

X

X

L - ლიზინის აცეტატი

-

-

X

X

L - მეთიონინი

X

X

X

X

L - ორნითინი

-

-

X

X

L - ფენილალანინი

X

X

X

X

L - პროლინი

-

-

X

 

L- ტრეოლინი

X

X

X

X

L - ტრიფტოფანი

X

X

X

X

L - თიროზინი

X

X

X

X

L - ვალინი

X

X

X

X

L - სერინი

-

-

X

-

L - არგინინი- L-ასპარტატი

-

-

X

-

L - ლიზინი- L - ასპარტატი

-

-

X

-

L - ლიზინი- L - გლუტამატი

-

-

X

-

N -აცეტილ-L- ცისტეინი

-

-

X

-

N -აცეტილ-L- მეთიონინი

 

 

X

1 წელზე მეტი ასაკის პირთათვის განკუთვნილ პროდუქტში

 

კარნიტინი

და

ტაურინი

L - კარნიტინი

X

X

X

X

L - კარნიტინის ჰიდროქლორიდი

X

X

X

X

ტაურინი

X

-

X

X

L - კარნიტინი - L - ტარტრატი

X

-

X

X

ნუკლეოტიდები

ადენოზინ 5´- მონოფოსფორმჟავა

(AMP)

X

-

X

X

ადენოზინ 5´- მონოფოსფორმჟავას (AMP)

ნატრიუმის მარილები

X

-

X

X

ციტიდინ 5´- მონოფოსფორმჟავა

(CMP)

X

-

X

X

ციტიდინ 5´- მონოფოსფორმჟავას (CMP) ნატრიუმის მარილები

X

-

X

X

გუანოზინ 5´- მონოფოსფორმჟავა

(GMP)

X

-

X

X

გუანოზინ 5´- მონოფოსფორმჟავას (GMP)

ნატრიუმის მარილები

X

-

X

X

ინოზინ 5´- მონოფოსფორმჟავა

(IMP)

X

-

X

X

ინოზინ 5´-მონო ფოსფორმჟავას (IMP)

ნატრიუმის მარილები

X

-

X

X

ურიდინ 5´- მონოფოსფორმჟავა

(UMP)

X

-

X

X

ურიდინ 5´- მონოფოსფორმჟავას (UMP)

ნატრიუმის მარილები

 

 

 

X

-

X

X

ქოლინი

და

ინოზიტოლი

ქოლინი  და  ინოზიტოლი

 

ქოლინი

X

X

X

X

ქოლინის ქლორიდი

X

X

X

X

ქოლინის ბიტარტრატი

X

X

X

X

ქოლინის ციტრატი

X

X

X

X

ინოზიტოლი

X

X

X

X

 

(1)  - მენაქინონი ძირითადად  მენაქინონი 7-ის და უმნიშვნელოდ მენაქინონი 6-ის სახით;

(2)  - სელენით გამდიდრებული საფუარი, საფუარია, რომლის  კულტივირებისას სელენის წყაროდ გამოიყენებულია ნატრიუმის სელენიტი. მშრალ საფუარში სელენის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ Se/გ-ში. საფუარში უპირატესი შემცველობა აქვს ორგანულ სელენს სელენმეთიონინის სახით (პროდუქტიდან ექსტრაგირებული სელენის საერთო რაოდენობის 60 %-დან 85 % -მდე).  სელენის სხვა ორგანული ნაერთების შემცველობა, მათ შორის სელენცისტეინისა, არ უნდა აღემატებოდეს პროდუქტიდან ექსტრაგირებული სელენის  საერთო რაოდენობის 10%-ს. არაორგანული სელენის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს პროდუქტიდან ექსტრაგირებული სელენის საერთო რაოდენობის 1%-ს;

(3) ჩვილი ბავშვების ფორმულაში, ჩვილი ბავშვების დამატებით ფორმულაში, მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებულ სურსათსა და ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ სურსათში  დაშვებულია მხოლოდ მითითებული ამინომჟავების ჰიდროქლორიდის გამოყენება. განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათში და წონის კონტროლისათვის  რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილ სურსათში ამინომჟავებთან ერთად შესაძლებელია ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის მარილების და მათი ჰიდროქლორიდების გამოყენება;

(4) ჩვილი ბავშვების ფორმულაში, ჩვილი ბავშვების დამატებით ფორმულაში, მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებულ სურსათსა და ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ სურსათში  დაშვებულია მხოლოდ L - ცისტეინის  ფორმის გამოყენება.