ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/ნ
დოკუმენტის მიმღები გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 01/08/2017
დოკუმენტის ტიპი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.61.073.016003
3/ნ
01/08/2017
ვებგვერდი, 01/08/2017
360160000.61.073.016003
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
 

სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №3/ნ

2017 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №49 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი“ დანართებთან ერთად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსითამარ ბაგრატია




ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. წესის მიზანია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის განსაზღვრა.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის მე-17 – 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული რესურსების მოპოვების ლიცენზიის მფლობელებზე.

მუხლი 2. ანგარიშგების ფორმა

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში  სააგენტო) წარუდგინოს ანგარიშგება მატერიალური სახით ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.

2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციით (დანართი №3).

მუხლი 3. ანგარიშგების წარდგენის ვადები

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგება რეგულირების საფასურის გადახდისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

2. თუ ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წარდგენის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.

მუხლი 4. ანგარიშგების წარდგენის პროცედურა

1. ანგარიშგებას რეგულირების საფასურის გადამხდელი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა მონაცემის მითითებით.

2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია რეგულირების საფასურის გადამხდელი.

3. რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგებით წარდგენილი პირველადი მონაცემების დაზუსტება განახორციელოს სააგენტოსთვის რეგულირების საფასურის დაზუსტებული ანგარიშგების წარდგენის გზით, პირველადი მონაცემების წარდგენიდან 3 წლის განმავლობაში.

მუხლი 5. წესში ცვლილების შეტანა

წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.