„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020069
360
24/07/2017
ვებგვერდი, 26/07/2017
010110020.10.003.020069
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017,  010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) დეკეული უშობელი პირველი ხბოს მოგებამდე.“.  

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული აღჭურვილობისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სააგენტოს მიერ ამ პროგრამაში რეგისტრაციის დაწყების პარალელურად, ხოლო ამ პროგრამის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, რძის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების დანართი №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობისა და მაღალპროდუქტიული ფურების შესყიდვა განხორციელდება 2018 წელს.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11-ს ან თუ მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 11-ს  ისე, რომ ერთი ფიზიკური პირი, რომელიც რამდენიმე კოოპერატივის წევრია, ჩაითვლება ერთ მეპაიედ;

 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 11 მეპაიე  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი რეგისტრირებულია ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში, რომელიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს, გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა და იდენტიფიცირებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;“.

4. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) თუ ფურები ან/და დეკეულები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ფიზიკურ პირთა მფლობელობაშია, ეს მეპაიეები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი;“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რეგისტრირებულია წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტების იმ დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილება;“.

6. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები სათიბი და საძოვარი. ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე სათიბის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 0,5 ჰა-ისა და არაუმეტეს 2 ჰა-ისა, ხოლო საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე უნდა იყოს არანაკლებ 1 ჰა-ისა და არაუმეტეს 2 ჰა-ისა. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ამ ქვეპუნქტით დადგენილი რაოდენობები, პრეტენდენტს სათიბის ნაცვლად შეუძლია მოითხოვოს საძოვარი, თუმცა სათიბისათვის დადგენილი ფართობების ფარგლებში. ხოლო, თუ მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის ამ ქვეპუნქტით დადგენილი რაოდენობები, პრეტენდენტს საძოვრის ნაცვლად შეუძლია მოითხოვოს სათიბი, თუმცა საძოვრისათვის დადგენილი ფართობების ფარგლებში;“.

7. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ამ პროგრამით განსაზღვრული სათიბი ან/და საძოვარი მონაწილეზე იჯარით გაიცემა მხოლოდ იმ ფურების ან/და დეკეულების რაოდენობის მიხედვით, რომელთა მფლობელი რეგისტრირებულია იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი ან/და რომლებიც პრეტენდენტის მფლობელობაშია.“.

8. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წლის განმავლობაში განხორციელდება რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება და დანართი №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტება. რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის ფართობი შეადგენს 300 მ2-ს.

2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების მიზნით, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, 2017 წლის განმავლობაში ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოძიება, რომლის ფართობიც შეადგენს არანაკლებ 1000 მ2-ს.“.

9. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. ერთი მუნიციპალიტეტიდან ორი ან მეტი განაცხადის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება იმ კოოპერატივის განაცხადი, რომლის მეპაიეთა საერთო რაოდენობიდან უფრო მეტი მეპაიეა რეგისტრირებული იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი.  თუ ასეთი მეპაიეების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, მაშინ განაცხადები დაკმაყოფილდება რიგითობის მიხედვით. ერთ მუნიციპალიტეტში ერთზე მეტი განაცხადის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რომელიმე მუნიციპალიტეტში არ დაკმაყოფილდება არცერთი განაცხადი.“.

10. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;“;

„ვ) 2018 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს ყოველწლიურად ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 10%-ით ისე, რომ 2024 წელს ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობა გაორმაგდეს;“.

11. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;“.

12. 1, 2 და 3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი №1

 
საწარმოს აღჭურვილობა რაოდენობა

ელექტროსასწორი (500 ლიტრი)

1

გამაციებელი რეზერვუარი  (1000 ლიტრი)

2

ყველის სახარში აბაზანა   (ხანგრძლივი პასტერიზების აბაზანა)    (500 ლიტრი)

2

საწნეხი ურიკა (500 ლიტრი)

1

პნევმატური წნეხი (ყველის ფორმებში დამწნეხი დანადგარი)

1

ყველის კვერეულის ფორმები  (ადგილობრივი მარილწყლოვანი ყველის კვერეულებისთვის)

50

ყველის კვერეულის ფორმები  (ევროპული ყველის კვერეულებისთვის)

30

სამაცივრე სისტემა მარილწყლის აბაზანებისთვის  (140 კუბ.მ.)

1

ყველის მოსამწიფებელი ავზები       (2000 X800 მმ)

10

სეპარატორი  (1000 ლ/სთ)

1

ორთქლის წარმომქმნელი დანადგარი

1

ხანგრძლივი პასტერიზების აბაზანა ნადუღისთვის ფრთისებური შემრევით

1

ნადუღის შემკრები რეზერვუარი ერთკედლიანი  (50 ლიტრი)

1

ნაღების შემკრები რეზერვუარი  (200 ლიტრი)

2

ხანგრძლივი პასტერიზების აბაზანა ხაჭოსთვის და ნაღებისთვის  (200 ლიტრი)

1

კარაქის სადღვები (120 ლიტრი)

1

კარაქის დასამუშავებელი დანადგარი

1

რძის ტუმბო   (3000 ლ/სთ)

6

მაცივარი (0 ; -180C,  9600 ლიტრი) 

1

მაცივარი (0 ; +20C,  14600 ლიტრი) 

1

რძის შუალედური ავზი (1000 ლიტრი)

1

სამაცივრე სისტემა მაგარი ტიპის ყველისთვის  (140 კუბ.მ.)

1

CIP რეცხვის სისტემა

1

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა  (2000 X 800 X 850 მმ)

3

კალორიფერი დამბალხაჭოს მოსამწიფებელი ოთახისთვის

1

დამბალხაჭოს დასავარგებელი დერგები

20

ყველის მოსამწიფებელი თაროები  

160 კვ.მ 

წყლის რეზერვუარი   (2000 ლიტრი)  ჩართვა-გამორთვის ავტომატური სისტემით

1

ტაქნიკური წყლის რეზერვუარი    (500 ლიტრი)

1

წყლის ტუმბო    (1000 ლ/სთ)

2

ვაკუუმ-შესაფუთი დანადგარი

1

წყლის გამაცხელებელი   (200 ლიტრი)

1

სასწორი  (200 კგ)

1

სასწორი  (30 კგ) პოლიეთილენის მასალით შესაფუთი ფუნქციით, მასის  და თარიღის საბეჭდი სისტემით

1

ყველის გადასატანი ურიკა

1

ურიკა პალეტებისთვის

1

რძის ანალიზატორი

1

გენერატორი (ნომინალური სამუშაო სიმძლავრე 50 კვტ)                        

1

სამრეწველო არმატურა  მილები  (მეტრი)

100

ონკანი

10

მუხლი

40

გადამყვანი

7

სწრაფჩამხსნელი

30

ტრანსფორმატორი

100 კვტ

სასილოსე/სასენაჟე მასის სათიბ-დამქუცმაცებელ-დამტვირთველი  აგრეგატი. 

1

სილოსის/სენაჟის შესაფუთი აგრეგატი,   დაფასოება  30 - 70  კგ ტომრებში,  ტომრებში დაფასოებული მასის დამწნეხით,   პოლიეთილენის ტომრების თავის მოკვრის ნახევრადავტომატური  მექანიზმით.               

 1

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

ავტომანქანა ცისტერნით (2 სექციით, 2-ხიდიანი, 2.0 ტონა)

1

სადისტრიბუციო მანქანა რეფრეჟერატორით 

1

ხელოვნური განაყოფიერების აღჭურვილობა

 

მაკეობის დიაგნოსტიკის ულტრაბგერითი აპარატი

1

სტაციონარული დიუარის ჭურჭელი            

1

მობილური დიუარის ჭურჭელი                      

1

ახურების დეტექტორი

1

ხელოვნური განაყოფიერების იარაღები

1

ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსის წინსაფარი

1

სპეცტანსაცმელი

1

თხევადი აზოტის დონის საზომი ხელსაწყო

1

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ბაფთა

1

               

დანართი №2

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

რაოდენობა

ტრაქტორი არანაკლებ 80 ც/ძ სიმძლავრის, ფერდობებზე მუშაობის პირობების გათვალისწინებით,   კაბინით, თვლიანი,  სავალი ნაწილი 4 X 4,  აღჭურვილი კომპრესორით, სტანდარტული საკიდი სისტემით და სატრანსპორტო საშუალების ჩასაბმელი მოწყობილობით

1

ტრაქტორი   არანაკლებ 60 ც/ძ სიმძლავრის, ფერდობებზე მუშაობის პირობების გათვალისწინებით,   კაბინით, თვლიანი,  სავალი ნაწილი 4 X 4,  აღჭურვილი კომპრესორით, სტანდარტული საკიდი სისტემით და სატრანსპორტო საშუალების ჩასაბმელი მოწყობილობით

1

საკიდი გუთანი 3-კორპუსიანი

1

სათიბელა  სეგმენტური (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრი)

1

სათიბელა  როტაციული (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრი)

1

უნივერსალური ფოცხი, მოფოცხვის, ღვარეულების გაკეთების, მოთიბული ზოლების და ღვარეულების გადაბრუნების შესაძლებლობით

1

მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხი (მოდების განი არანაკლებ 1,5 მეტრი), ბარდანის ტიპი: მართკუთხა, ბარდანის მასა არანაკლებ: 20 კგ.

1

მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის,   თვითმცლელი,  2-ღერძიანი, აღჭურვილი პნევმატური სამუხრუჭე სისტემით, ტვირთამწეობა არანაკლებ 4 ტონა

1

 

დანართი №3

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

რაოდენობა

ტრაქტორი   არანაკლებ 80 ც/ძ სიმძლავრის, ფერდობებზე მუშაობის პირობების გათვალისწინებით,   კაბინით, თვლიანი,  სავალი ნაწილი 4 X 4,  აღჭურვილი კომპრესორით, სტანდარტული საკიდი სისტემით და სატრანსპორტო საშუალების ჩასაბმელი მოწყობილობით

1

საკიდი გუთანი 3-კორპუსიანი

1

სათიბელა  სეგმენტური (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრი)

1

სათიბელა  როტაციული (მოდების განი არანაკლებ 2 მეტრი)

1

უნივერსალური ფოცხი, მოფოცხვის, ღვარეულების გაკეთების, მოთიბული ზოლების და ღვარეულების გადაბრუნების შესაძლებლობით

1

მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხი (მოდების განი არანაკლებ 1,5 მეტრი), ბარდანის ტიპი: მართკუთხა, ბარდანის მასა არანაკლებ: 20 კგ.

1

მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის,   თვითმცლელი,  2-ღერძიანი, აღჭურვილი პნევმატური სამუხრუჭე სისტემით, ტვირთამწეობა არანაკლებ 4 ტონა

1