დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენცია | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | OJ-L-54 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/05/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016480 |
რეგიონული კონვენცია
|
პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენცია
|
ევროკავშირი,
ისლანდია, ლიხტენშტეინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, შემდგომში წოდებული, როგორც „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელმწიფოები“, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, ლიბანის რესპუბლიკა, მაროკოს სამეფო, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია პალესტინის ხელისუფლების დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორის სასარგებლოდ, სირიის არაბული რესპუბლიკა, ტუნისის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, შემდგომში წოდებულნი, როგორც „ბარსელონას პროცესის მონაწილეები“, ალბანეთის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატიის რესპუბლიკა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთის რესპუბლიკა, ასევე, კოსოვო (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1244(1999) რეზოლუციის შესაბამისად), შემდგომში წოდებულნი, როგორც „ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეები“, დანიის სამეფო ფარერის კუნძულებთან მიმართებით, შემდგომში წოდებული, როგორც „ფარერის კუნძულები“, შემდგომში წოდებულნი, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“, ითვალისწინებენ რა პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კუმულაციური წარმოშობის სისტემას, რომელიც შედგება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ქსელისგან და უზრუნველყოფს წარმოშობის იდენტურ წესებს, რაც დიაგონალური კუმულაციის საშუალებას იძლევა, ითვალისწინებენ რა დიაგონალური კუმულაციის გეოგრაფიული არეალის შესაძლო სამომავლო გაფართოებას მეზობელ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე, ითვალისწინებენ რა პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის ზონაში არსებულ ქვეყნებსა თუ ტერიტორიებს შორის წარმოშობის წესების შესახებ ორმხრივი ოქმების არსებული ქსელის მართვის სირთულეებს, სასურველია არსებული წარმოშობის წესების ორმხრივი სისტემები გადაკეთდეს მრავალმხრივ ჩარჩოდ, შესაბამისი ხელშეკრულებებით თუ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევის გარეშე, ითვალისწინებენ რა, რომ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის ზონის ორ პარტნიორ ქვეყანას შორის მოქმედი წარმოშობის წესების შესახებ ოქმში ნებისმიერი ცვლილების შეტანა იწვევს აღნიშნული ზონის ფარგლებში მოქმედ ყველა ოქმში იდენტური ცვლილების შეტანას, ითვალისწინებენ რა, რომ წარმოშობის წესებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა იგი უკეთ მოერგოს ეკონომიკურ რეალობას, ითვალისწინებენ რა წარმოშობის კუმულაციის იდეის ერთიანი სამართლებრივი ინსტრუმენტის ფარგლებში თავმოყრას პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ფორმით, რომელზეც ზემოხსენებული ზონის ქვეყნებს შორის ინდივიდუალურად მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებში მითითება გაკეთდება, ითვალისწინებენ რა, რომ წინამდებარე რეგიონული კონვენცია მთლიანობაში არ შექმნის იმაზე ნაკლებად ხელსაყრელ სიტუაციას ვიდრე მანამდე არსებობდა თავისუფალ ვაჭრობაში იმ პარტნიორებს შორის ურთიერთობებში, რომლებიც ისარგებლებენ პანევროპულ ან პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კუმულაციით, ითვალისწინებენ რა, რომ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის ზონისთვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის იდეამ მიიღო ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის ვაჭრობის მინისტრთა მხარდაჭერა ქ. ლისაბონში 2007 წლის 21 ოქტომბრის შეხვედრის მსვლელობისას, ითვალისწინებენ რა, რომ ერთიანი რეგიონული კონვენციის მთავარი მიზანია, წინ გადაიდგას ნაბიჯი იდენტური წარმოშობის წესების გამოყენების მიმართულებით ყველა ხელშემკვრელ მხარეს შორის ვაჭრობას დაქვემდებარებული საქონლის წარმოშობის კუმულაციის მიზნით, გადაწყვიტეს, დადონ შემდეგი კონვენცია: |
ნაწილი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1 1. წინამდებარე კონვენცია აყალიბებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებების თანახმად ვაჭრობას დაქვემდებარებული საქონლის წარმოშობის შესახებ დებულებებს. 2. „საქონლის წარმოშობის“ ცნება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები გაწერილია წინამდებარე კონვენციის დანართებში. I დანართი ადგენს საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრასა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების ზოგად წესებს. II დანართი ადგენს ზოგიერთ ხელშემკვრელ მხარეს შორის გამოსაყენებელ სპეციალურ დებულებებს და I დანართით გაწერილი დებულებებიდან გადახვევას. 3. წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები არიან: – ევროკავშირი – ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელმწიფოები, როგორც ეს ჩამოთვლილია პრეამბულაში, – დანიის სამეფო ფარერის კუნძულებთან მიმართებით, – ბარსელონას პროცესის მონაწილეები, როგორც ეს ჩამოთვლილია პრეამბულაში, – ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეები, როგორც ეს ჩამოთვლილია პრეამბულაში. ევროკავშირთან მიმართებით, წინამდებარე კონვენცია გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ევროკავშირის ხელშეკრულება მოქმედებს, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნული ხელშეკრულების 52-ე მუხლითა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 355-ე მუხლით. მუხლი 2 წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის: 1) „ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს 1(3) მუხლში ჩამოთვლილ მხარეებს; 2) „მესამე მხარე“ ნიშნავს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას ან ტერიტორიას, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ მხარეს, 3) „შესაბამისი შეთანხმება“ ნიშნავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის, რომელიც მითითებას აკეთებს წინამდებარე კონვენციაზე. ნაწილი II ერთობლივი კომიტეტი მუხლი 3 1. ამრიგად, იქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც თითოეული ხელშემკვრელი მხარე იქნება წარმოდგენილი. 2. ერთობლივმა კომიტეტმა უნდა იმოქმედოს ერთსულოვნების პრინციპის დაცვით, 5(4) მუხლის დაურღვევლად. 3. ერთობლივი კომიტეტი უნდა შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, თუმცა სულ მცირე წელიწადში ერთხელ. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს შეხვედრის გამართვა. 4. ერთობლივმა კომიტეტმა უნდა მიიღოს საკუთარი საპროცედურო წესები, რომელიც, inter alia, შეიცავს დებულებებს შეხვედრების გამართვის, თავმჯდომარის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ვადის შესახებ. 5. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს, შექმნას ნებისმიერი ქვე-კომიტეტი ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც მას დაეხმარება თავისი ფუნქციების განხორციელებაში. მუხლი 4 1. ერთობლივი კომიტეტის ვალდებულებაა, განახორციელოს წინამდებარე კონვენციის ადმინისტრირება და უზრუნველყოს მისი სათანადო იმპლემენტაცია. ამ მიზნით, მას რეგულარულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინამდებარე კონვენციის გამოყენების პროცესში თავიანთი გამოცდილების შესახებ. ერთობლივი კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და, მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღებს გადაწყვეტილებებს. 2. კერძოდ, ერთობლივი კომიტეტი ხელშემკვრელ მხარეებს მისცემს რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: a) განმარტებითი შენიშვნები და სახელმძღვანელო წესები წინამდებარე კონვენციის ერთი სახით გამოყენებისთვის; b) მისი გამოყენებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა ზომა. 3. ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს: a) წინამდებარე კონვენციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის დანართებში შესატანი ცვლილებების ჩათვლით; b) მე-5 მუხლის შესაბამისად, წინადებარე კონვენციასთან მესამე მხარეების შეერთებაზე მოწვევებთან დაკავშირებით; c) ახალი ხელშემკვრელი მხარეების შეერთებისათვის საჭირო გარდამავალ ზომებთან დაკავშირებით. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ თავიანთი კანონმდებლობების შესაბამისად. 4. თუ ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელი ერთობლივ კომიტეტში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ექვემდებარება ფუნდამენტური სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებას, გადაწყვეტილება ძალაში შედის, თარიღის არ არსებობის შემთხვევაში, დათქმის მოხსნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან მეორე თვის პირველ დღეს. ნაწილი III მესამე მხარეების შეერთება მუხლი 5 1. მესამე მხარე შესაძლოა გახდეს წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარე იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატ ქვეყანას ან ტერიტორიას გააჩნია მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს პრეფერენციულ წარმოშობის წესებს წინამდებარე კონვენციის სულ მცირე ერთ ხელშემკვრელ მხარესთან. 2. მესამე მხარემ დეპოზიტარს უნდა გაუგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კონვენციასთან შეერთების თაობაზე. 3. დეპოზიტარმა მოთხოვნა განსახილველად უნდა წარუდგინოს ერთობლივ კომიტეტს. 4. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მესამე მხარის წინამდებარე კონვენციასთან შეერთების თაობაზე უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, აღნიშნული გადაწყვეტილება, მიმდინარე თარიღისთვის კონვენციის მოქმედ ტექსტთან ერთად, უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნის წარმდგენ მესამე მხარეს. ერთი ცალკეული ხელშემკვრელი მხარე ვერ შეეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას. 5. მესამე მხარემ, რომელიც მიწვეულია გახდეს წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, უნდა გაუგზავნოს დეპოზიტარს შეერთების სიგელი. აღნიშნულ სიგელებს თან უნდა ახლდეს კონვენციის თარგმანი ამ მესამე მხარის ოფიციალურ ენაზე (ებზე). 6. შეერთება ძალაში შევა შეერთების სიგელის დეპონირებიდან მეორე თვის პირველ დღეს. 7. დეპოზიტარმა ყველა ხელშემკვრელ მხარეს უნდა შეატყობინოს შეერთების სიგელის დეპონირებისა და მისი ძალაში შესვლის თარიღი. 8. 4(2) და (3) მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისა და შეერთების ძალაში შესვლის თარიღებს შორის პერიოდში დეპოზიტარის მეშვეობით ასევე უნდა მიეწოდოს შეერთებულ მესამე მხარეს. ამგვარი ქმედებების მიმღები დეკლარაცია უნდა ჩაიწეროს ან შეერთების სიგელში ან დეპოზიტართან დეპონირებულ ცალკე დოკუმენტში შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ დეკლარაცია არ იქნება დეპონირებული ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთება ჩაითვლება გაუქმებულად. 9. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თარიღიდან, შესაბამისი მესამე მხარე შესაძლოა, ერთობლივ კომიტეტში და ნებისმიერ ქვე-კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილ იქნეს დამკვირვებლის სტატუსით. ნაწილი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 6 თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე კონვენციის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, კონვენციის მოქმედების შედეგად წარმოშობილ სირთულეებზე ორმხრივად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღწევის აუცილებლობის გათვალისწინებით. მუხლი 7 ხელშემკვრელმა მხარეებმა დეპოზიტარის მეშვეობით ერთმანეთს რეგულარულად უნდა შეატყობინონ წინამდებარე კონვენციის იმპლემენტაციისათვის მიღებული ზომების შესახებ. მუხლი 8 წინამდებარე კონვენციის დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 9 ნებისიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოვიდეს წინამდებარე კონვენციიდან დეპოზიტარისთვის 12 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დეპოზიტარი აღნიშნულის თაობაზე შეატყობინებს ყველა სხვა ხელშემკვრელ მხარეს. მუხლი 10 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში უნდა შევიდეს 2011 წლის 1 იანვარს იმ ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთაც ამ დროისთვის დეპოზიტარისთვის უკვე დეპონირებული აქვთ თავიანთი შეერთების სიგელი იმის გათვალისწინებით, რომ სულ მცირე ორმა ხელშემკვრელმა მხარემ განახორციელა თავიანთი შეერთების სიგელების დეპონირება დეპოზიტართან 2010 წლის 31 დეკემბრისთვის. 2. თუ წინამდებარე კონვენცია არ შევა ძალაში 2011 წლის 1 იანვარს, იგი ძალაში უნდა შევიდეს სულ მცირე ორი ხელშემკვრელი მხარის მიერ შეერთების ბოლო სიგელის დეპონირებიდან მეორე თვის პირველ დღეს. 3. ნებისმიერ სხვა ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებით, გარდა იმ მხარეებისა, რომლებიც გათვალისწინებულია პირველი და მე-2 პუნქტებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში უნდა შევიდეს ამ მხარის მიერ შეერთების სიგელის დეპონირებიდან მეორე თვის პირველ დღეს. 4. დეპოზიტარი ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინებს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შეერთების სიგელის დეპონირებისა და წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს აღნიშნული ინფორმაციის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების გზით (C სერიები). მუხლი 11 ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნო წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარს. ევროკავშირი სახელით ისლანდიის სახელით ლიხტენშტეინის სამთავროს სახელით ნორვეგიის სამეფოს სახელით შვეიცარიის კონფედერაციის სახელით ალჟირი სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის სახელით ისრაელის სახელმწიფოს სახელით იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სახელით ლიბანის რესპუბლიკის სახელით მაროკოს სამეფოს სახელით პალესტინის ხელისუფლების დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორის სასარგებლოდ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის სახელით სირიის არაბული რესპუბლიკის სახელით ტუნისის რესპუბლიკის სახელით თურქეთის რესპუბლიკის სახელით ალბანეთის რესპუბლიკის სახელით ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელით ხორვატიის რესპუბლიკის სახელით ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელით მონტენეგროს სახელით სერბეთის რესპუბლიკის სახელით კოსოვოს (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1244(1999) რეზოლუციის შესაბამისად) სახელით დანიის სამეფოს სახელით ფარერის კუნძულებთან მიმართებით დანართი I „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები სარჩევი
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1 განსაზღვრებები წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის: (a) „წარმოება“ ნიშნავს ყველა სახის დამუშავება-გადამუშავების ოპერაციას, აწყობის ან სპეციფიური ოპერაციების ჩათვლით; (b) „მასალა“ ნიშნავს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნედლეულს, კომპონენტს, ნაწილს და ა.შ., რომელიც გამოიყენება პროდუქტის საწარმოებლად; (c) „პროდუქტი" ნიშნავს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში; (d) „საქონელი“ ნიშნავს როგორც მასალებს, ასევე პროდუქტს; (e) „საბაჟო ღირებულება“ ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია 1994 წლის “ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებაში (GATT 1994); (f) „ფრანკო-ქარხნის ფასი" ნიშნავს პროდუქტზე ქარხნის ფასს, გადახდილს მწარმოებლისთვის, როგორც ხელშემკვრელი მხარისთვის, ვისი პასუხისმგებლობითაც ხდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ღირებულებას, გარდა ნებისმიერი სახის შიდა გადასახადებისა, რაც ანაზღაურებული იქნება, ან შეიძლება ანაზღაურებულ იქნას, მიღებული პროდუქციის ექსპორტირების შემდეგ ; (g) „მასალების ღირებულება“ ნიშნავს საბაჟო ღირებულებას, გამოყენებულს წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების იმპორტის დროს, ან თუ ეს არ არის ცნობილი და შეუძლებელია მისი დადგენა – პირველ დადასტურებად ფასს, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; (h) „წარმოშობის მქონე მასალების ღირებულება“ ნიშნავს(g) ქვეპუნქტში განსაზღვრული მასალების ღირებულებას შესაბამის ცვლილებებთან ერთად; (i) „დამატებითი ღირებულება“ ნიშნავს ფრანკო-ქარხნის ფასს თითოეული იმ გამოყენებული მასალის საბაჟო ღირებულების გამოკლებით, რომელიც წარმოშობილია სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელთანაც მოქმედებს კუმულაცია, ან იმ შემთხვევაში თუ საბაჟო ღირებულება არ არის ცნობილი ან შეუძლებელია მისი დადგენა – პირველი დადასტურებადი ფასის გამოკლებით, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; (j) „თავები“ და „სათაურები“ ნიშნავს თავებსა და სათაურებს (ოთხნიშნა კოდები), გამოყენებულს იმ ნომენკლატურაში, რომელიც შეადგენს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემას“, რომელიც წინამდებარე კონვენციაში მოიხსენიება, როგორც“ჰარმონიზებული სისტემა ან “HS“ (Harmonozed System – HS); (k) „კლასიფიცირებული“ გულისხმობს პროდუქციის ან მასალის კლასიფიცირებას კონკრეტული სათაურის ქვეშ; (l) „პარტია“ ნიშნავს პროდუქციას, რომელიც ან ერთდროულად იგზავნება ერთი ექსპორტიორის მიერ პარტიის ერთ მიმღებთან ან მოქცეულია ერთ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, რომელიც ეხება მათ ტრანსპორტირებას ექსპორტიორისგან პარტიის მიმღებამდე, ხოლო ამგვარი დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში – ერთ ანგარიშფაქტურაში; (m) „ტერიტორიები“ მოიცავს ტერიტორიულ წყლებს; (n) „ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყება“ ევროკავშირის შემთხვევაში ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს. თავი II “საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრა მუხლი 2 ზოგადი მოთხოვნები 1. შესაბამისი შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებულად ჩაითვლება შემდეგი პროდუქცია, მათი ექსპორტირებისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე: (a) პროდუქცია, რომელიც მთლიანად წარმოშობილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მე-4 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში; (b) ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია ისეთი მასალებით, რომელიც არ არის მთლიანად წარმოშობილი ამ ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ამგვარმა მასალებმა განიცადეს საკმარისი დამუშავება-გადამუშავება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. (c) საქონელი, რომელიც წარმოშობილია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA) ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების მე-4 ოქმის მნიშვნელობის ფარგლებში. ამგვარი საქონელი ჩაითვლება ევროკავშირში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში[1] ან ნორვეგიაში („ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეები“) წარმოშობილად, მათი ექსპორტირებისას შესაბამისად ევროკავშირიდან, ისლანდიიდან, ლიხტენშტეინიდან ან ნორვეგიიდან სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გარდა ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეებისა. 2. 1(c) პუნქტის დებულებები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები მოქმედებს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარესა და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეებს შორის. მუხლი 3 წარმოშობის კუმულაცია 1. 2(1) მუხლის დებულებების დაურღვევლად, პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებისას, თუ მათი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია შვეიცარიაში (ლიხტენშტეინის ჩათვლით)[2], ისლანდიაში, ნორვეგიაში, თურქეთში ან ევროკავშირში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული. 2. 2(1) მუხლის დებულებების დაურღვევლად, პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებისას, თუ მათი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია ფარერის კუნძულებზე, თურქეთის გარდა ბარსელონას პროცესში მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოში, ან ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული. 3. როდესაც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება არ აღემატება მე-6 მუხლით გაწერილ ოპერაციებს, მიღებული პროდუქტი ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი დამატებითი ღირებულება აღემატება იმ გამოყენებული მასალების ღირებულებას, რომლებიც წარმოშობილია 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ნებისმიერი ერთი სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. თუ ეს ასე არ არის, წარმოებული პროდუქტი ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად, რომელ მათგანზეც მოდის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პროდუქციის წარმოებისას გამოყენებული მასალების უმეტესი ღირებულება. 4. 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქცია, რომელიც არ არის საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ინარჩუნებს წარმოშობას, როდესაც ხდება მისი ექსპორტი ერთ-ერთი სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 5. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული კუმულაცია გამოიყენება იმ პირობით რომ: (a) წარმოშობის სტატუსის მიღების პროცესში ჩართულ ხელშემკვრელ მხარეებსა და დანიშნულების ხელშემკვრელ მხარეს შორის მოქმედებს GATT 1994-ის XXIV მუხლის მოთხოვნების თანახმად გაფორმებული შეთანხმება პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ; (b) მასალებმა და პროდუქციამ მიიღო წარმოშობის სტატუსი მოცემულ კონვენციაში გაწერილი წარმოშობის წესების იდენტური წესების საფუძველზე; და (c) გამოქვეყნებულია შეტყობინება, კუმულაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) და იმ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი შეთანხმებების მხარეებს, თავიანთი პროცედურების თანახმად. ამ მუხლით განსაზღვრული კუმულაცია ამოქმედდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) გამოქვეყნებულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. ხელშემკვრელი მხარეები სხვა ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც შესაბამისი შეთანხმებების მხარეებს წარმოადგენენ, ევროპული კომისიის მეშვეობით, მიაწოდებენ, 1 და 2 პუნქტებში მოხსენიებულ სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან გაფორმებული შეთანხმებების შესახებ მონაცემებს, მათ შორის მათი ძალაში შესვლის თარიღებსაც. მუხლი 4 ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი პროდუქცია 1. შემდეგი ჩაითვლება მთლიანად ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მთლიანად წარმოშობილ პროდუქციად მისი ექსპორტირებისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე: (a) ამ ქვეყნების ნიადაგიდან ან ზღვის ფსკერიდან ამოღებული მინერალური პროდუქტები; (b) იქ მოყვანილი მცენარეული პროდუქტები; (c) იქ დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი; (d) იქ გაზრდილი ცოცხალი საქონლისაგან წარმოებული პროდუქცია; (e) იქ განხორციელებული ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია; (f) ზღვაში თევზჭერით მიღებული ან ზღვიდან მიღებული სხვაგვარი პროდუქცია ექსპორტიორი მხარის მცურავი საშუალებების დახმარებით მათი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ; (g) მათ მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია, რომელიც მიღებული მხოლოდ (f) ქვეპუნქტში მოხსენიებული პროდუქტებიდან; (h) იქ მოპოვებული მეორადი საგნები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად, მეორადი საბურავების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ პროტექტორის აღსადგენად ან ნარჩენის სახით გამოსაყენებლად; (i) ნარჩენები და ჯართი, რომელიც წარმოიშობა იქ განხორციელებული საწარმოო ოპერაციების შედეგად; (j) ტერიტორიული წყლების გარეთ ზღვის ნიადაგიდან ან ქვენიადაგიდან ამოღებული პროდუქცია იმ პირობით, რომ მათ აქვთ აღნიშნული ნიადაგის ან ქვენიადაგის დამუშავების ექსკლუზიური უფლება; (k) იქ წარმოებული საქონელი, რომელიც შექმნილია მხოლოდ “a“-j“ ქვეპუნქტებში დადგენილი პროდუქციისგან. 2. ტერმინები “მისი მცურავი საშუალებები“ და “მისი მცურავი თევზსარეწი“, მოცემული პირველი პუნქტის (f) და (g) ქვეპუნქტებში ეხება მხოლოდ იმ მცურავ საშუალებებსა და მცურავ თევზსარეწებს, რომლებიც: (a) რეგისტრირებულია ან აღრიცხულია ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; (b) დაცურავენ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ; (c) რომელთა, სულ მცირე, 50%-ს ფლობენ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ან კომპანია, რომლის სათავსო ოფისი მდებარეობს ექსპორტიორ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და რომელთა მენეჯერი ან მენეჯერები, დირექტორთა საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან ამგვარი საბჭოების წევრთა უმრავლესობა წარმოადგენს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს და რომლებშიც, დამატებით, პარტნიორობის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების შემთხვევაში, კაპიტალის, სულ მცირე, ნახევარი ეკუთვნის ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეს ან მათ სახელმწიფო ორგანოებს ან მოქალაქეებს; (d) რომელთა კაპიტანი და ოფიცრები არიან ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები; და (e) რომელთა ეკიპაჟის, სულ ცოტა, 75% შეადგენს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს. 3. მე-2 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების მიზნებისთვის, როდესაც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარე არის ევროკავშირი, ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. მუხლი 5 საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული პროდუქცია 1. მე-2 მუხლის მიზნებისთვის, პროდუქცია, რომელიც არ არის ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი, ჩაითვლება საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად, თუ დაკმაყოფილებულია II დანართში ჩამოთვლილი პირობები. წინამდებარე შეთანხმებით ყველა პროდუქციისთვის განსაზღვრული, ეს პირობები, მიუთითებს დამუშავება-გადამუშავების იმ ტიპს, რომელიც უნდა შესრულდეს წარმოებაში გამოყენებულ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებზე და გამოიყენება მხოლოდ ამგვარ მასალებთან მიმართებაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ პროდუქცია, რომელმაც მიიღო წარმოშობის სტატუსი ჩამონათვალში მოხსენიებული პირობების დაცვის საფუძველზე, გამოიყენება სხვა პროდუქციის წარმოებისთვის, რომლის წარმოებასთან დაკავშირებული პირობები არ ეხება მას და ყურადღება არ უნდა მიექცეს იმ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მის წარმოებაში. 2. პირველი პუნქტის მიუხედავად, წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც, II დანართში მითითებული ჩამონათვალის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, არ უნდა გამოიყენებოდეს პროდუქციის წარმოებაში, შეიძლება მაინც გამოიყენებოდეს, იმ პირობით, რომ: (a) მათი მთლიანი ღირებულება არ აღემატება პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%; (b) წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მაქსიმალური ღირებულების ჩამონათვალში მოცემული ნებისმიერი პროცენტულობა არ არის გადაჭარბებული ამ პუნქტის ამოქმედებით. ეს პუნქტი არ ეხება იმ პროდუქციას, რომელიც განეკუთვნება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები იმოქმედებს მე-6 მუხლის დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 6 არასაკმარისი დამუშავება ან გადამუშავება 1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დაურღვევლად, შემდეგი ოპერაციები ჩაითვლება არასაკმარის დამუშავებად წარმოშობის მქონე პროდუქციისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, შესრულებულია თუ არა მე-5 მუხლის მოთხოვნები: (a) კონსერვირების ოპერაციები პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს; (b) ფუთების დაშლა და აწყობა; (c) რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება; (d) ქსოვილის დაუთავება ან დაპრესვა; (e) ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები; (f) მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და – მომინანქრება (შოკოლადით დაფარვა) მარცვლეულისა და ბრინჯის; (g) შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები; (h) ხილის, თხილის და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება; (i) თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა; (j) ცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით); (k) მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები; (l) შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე; (m) პროდუქციის მარტივი შერევა, მიუხედავად იმისა არის ეს სხვადასხვა ტიპის თუ არა; (n) შაქრის შერევა ნებისმიერ მასალებთან; (o) სრული ნაკეთობის შემადგენელი ნაწილებისგან აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად; (p) (a)-(n) ქვეპუნქტებში მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება; (q) ცხოველების დაკვლა. 2. ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოცემულ პროდუქციასთან მიმართებაში ჩატარებული ყველა ოპერაცია განიხილება ერთად დამუშავება-გადამუშავების საკმარისობის დადგენის საკითხის დაყენებისას პირველი პუნქტის მიხედვით. მუხლი 7 შეფასების ერთეული 1. წინამდებარე კონვენციის დებულებების მოქმედების შეფასების ერთეული იქნება რომელიმე გარკვეული პროდუქცია, რომელიც კლასიფიცირების განსაზღვრისას ჩაითვლება ძირითად ერთეულად შეფასებისას ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის გამოყენებით. რაც ნიშნავს, რომ: (a) როცა ნაკეთობათა ჯგუფისგან შემდგარი პროდუქცია ფასდება ჰარმონიზებული სისტემის პირობების მიხედვით ერთი სათაურის ქვეშ, მთლიანი პროდუქცია წარმოადგენს შეფასების ერთეულს; (b) როცა პარტია შედგება ჰარმონიზებული სისტემის იმავე სათაურის ქვეშ კლასიფიცირებული მთელი რიგი იდენტური პროდუქციისგან, თითოეული პროდუქცია აღებული უნდა იქნას ინდივიდუალურად წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებისას. 2. როდესაც, ჰარმონიზებული სისტემის ზოგადი მე-5 წესის მიხედვით, პროდუქცია მოიცავს შეფუთვას კლასიფიცირების მიზნებისთვის, იგი ასევე ჩართული უნდა იქნას წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვისაც. მუხლი 8 აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები ერთ მოწყობილობასთან, დანადგართან, აპარატთან ან სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გამოგზავნილი აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვეულებრივი მოწყობილობის ნაწილს და შეტანილია მის ფასში, ან რომლებზეც არ არის შედგენილი ცალკე ანგარიშფაქტურა – განიხილება ამგვარ მოწყობილობასთან, დანადგართან, აპარატსა და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად. მუხლი 9 კომპლექტები კომპლექტები, როგორც ეს განსაზღვრულია ჰარმონიზებული სისტემის ზოგად მე-3 წესში, განიხილება როგორც წარმოშობის მქონე, თუ წარმოშობის მქონეა მისი ყველა კომპონენტი. მიუხედავად ამისა, როდესაც კომპლექტი შედგება წრმოშობის მქონე და წარმოშობის სტატუსის არმქონე პროდუქტებისგან, მთლიანი კომპლექტი განიხილება როგორც წარმოშობის მქონე იმ პირობით, თუ წარმოშობის სტატუსის არმქონე პროდუქტების ღირებულება არ აღემატება კომპლექტის ფრანკო-ქარხნის ფასის 15%-ს. მუხლი 10 ნეიტრალური ელემენტები პროდუქტის წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ არის აუცილებელი შემდეგის წარმოშობის დადგენა, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს მისი წარმოებისას: (a) ელექტროენერგია და საწვავი; (b) ქარხანა და მოწყობილობები; (c) მანქანა-დანადგარები და იარაღები; (d) საქონელი, რომელიც არ შედის და არც შევა პროდუქციის საბოლოო შემადგენლობაში. თავი III ტერიტორიული მოთხოვნები მუხლი 11 ტერიტორიულობის პრინციპი 1. 2(1)(c) მუხლის, მე-3 მუხლისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები უწყვეტად უნდა სრულდებოდეს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; 2. მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ბრუნდება სხვა ქვეყანაში ექსპორტირებული წარმოშობის მქონე საქონელი, ის უნდა ჩაითვალოს, როგორც წარმოშობის სტატუსის არმქონე, თუ საბაჟო უწყებებისთვის არ იქნება დამტკიცებული, რომ: (a) დაბრუნებულია იგივე საქონელი, რომელიც იქნა ექსპორტირებული; და (b) დაბრუნებულ საქონელზე არ განხორციელებულა სხვა რაიმე ოპერაცია, გარდა იმისა, რომელიც საჭირო იყო მისი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის იმ ქვეყანაში ყოფნისას ან ექსპორტირებისას. 3. II თავში მოცემული პირობების მიხედვით, წარმოშობის სტატუსის მოპოვებაზე არ იმოქმედებს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებულ (და, შესაბამისად, რეიმპორტირებულ) მასალებზე ამავე ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება, თუ: (a) ზემოხსენებული მასალები მთლიანად წარმოშობილია ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ექსპორტირებამდე გაიარეს დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ოპერაციებს ; და (b) საბაჟოსთვის იქნება დამტკიცებული, რომ: (i) რეიმპორტირებული საქონელი მიღებულია ექსპორტირებული მასალის დამუშავება-გადამუშავებით; და (ii) წინამდებარე მუხლის დებულებების საფუძველზე, ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ მიღებული მთლიანი დამატებითი ღირებულება არ აღემატება იმ საბოლოო პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%-ს, რომლის წარმოშობის სტატუსიც სადავოა. 4. მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები არ შეეხება დამუშავება-გადამუშავებას ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საზღვრებს გარეთ. თუმცა, სადაც II დანართის ჩამონათვალში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე ყველა მასალის მაქსიმალური ღირებულების დადგენის წესი გამოიყენება საბოლოო პროდუქციის წარმოშობის დადგენაში, ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მთლიანი ღირებულება, აღებული წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენების შედეგად ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ პროცენტულობას. 5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების გამოყენების მიზნით, “მთლიანი დამატებითი ღირებულება“ ნიშნავს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ გაწეულ ყველა ხარჯს, იქ გამოყენებული მასალების ღირებულების ჩათვლით. 6. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც არ აკმაყოფილებს II დანართში ჩამოთვლილ პირობებს, და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში დაფიქსირებული ზოგადი დაშვებები. 7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც შეესატყვისება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს. 8. წინამდებარე მუხლის დებულებებში მოცემული და ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საზღვრებს გარეთ შესრულებული დამუშავება-გადამუშავების ნებისმიერი ტიპი მოექცევა ზედაპირული დამუშავების ან მსგავსი კლასიფიცირების ქვეშ. მუხლი 12 პირდაპირი ტრანსპორტირება 1. შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი პრეფერენციული რეჟიმი ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე კონვენციის მოთხოვნებს, და რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ან მათი ტერიტორიის გავლით, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია მე-3 მუხლის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, პროდუქცია, რომელიც შეადგენს ერთ მთლიან პარტიას, შეიძლება გადაიზიდოს სხვა ტერიტორიების გავლით, თუ აუცილებელი გახდება გადაზიდვა ან დროებითი დასაწყობება ასეთ ტერიტორიებზე იმ პირობით, რომ ტვირთი დარჩება ტრანზიტის ან დასაწყობების ქვეყნის საბაჟო უწყების მეთვალყურეობის ქვეშ და არ მოუწევს სხვა ოპერაციების გავლა, გარდა გადმოტვირთვის, ხელახალი დატვირთვის ან სხვა რომელიმე ოპერაციისა, რომელიც გამიზნული იქნება ტვირთის ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის. წარმოშობის მქონე პროდუქციამ, ექსპორტიორი და იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიების გარდა, შეიძლება იმოძრაოს მილსადენით სხვა ქვეყნების გავლითაც. 2. პირველ პუნქტში დადგენილი პირობების შესრულების მტკიცება უნდა წარედგინოს იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას შემდეგი სახით: (a) ერთი სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც შედის გზა ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან ტრანზიტის ქვეყნის გავლით, ან (b) ტრანზიტის ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც: (i) მოცემულია პროდუქციის ზუსტი აღწერილობა; (ii) მოცემულია პროდუქციის გადმოტვირთვის და ხელახალი დატვირთვის თარიღები და, საჭიროების შემთხვევაში, გემების ან გამოყენებული სხვა სახის ტრანსპორტის სახელები; და (iii) პროდუქციის ტრანზიტის ქვეყანაში შენახვის დადასტურებული პირობები; ან (c) დასაბუთების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტი ზემოხსენებულების უქონლობის შემთხვევაში. მუხლი 13 გამოფენები 1. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაში (რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია) გამოფენაზე გაგზავნილი წარმოშობის მქონე პროდუქცია, და გამოფენის შემდეგ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტის მიზნით გაყიდული, იმპორტისას ისარგებლებს შესაბამისი შეთანხმების დებულებებით იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო უწყებისთვის ნაჩვენები და დამაჯერებელი იქნება, რომ: (a) ექსპორტიორმა გაგზავნა მოცემული პროდუქცია ხელშემკვრელი მხარიდან იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდა გამოფენა, და მას აღნიშნული პროდუქცია გამოფენილი ჰქონდა ამ გამოფენაზე; (b) პროდუქცია ექსპორტიორმა მიჰყიდა ან სხვაგვარად გადასცა სხვა ხელშემკვრელი მხარის პირს; (c) პროდუქცია გადაცემულ იქნა გამოფენის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ ისეთივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის გაიგზავნა გამოფენაზე; და (d) პროდუქცია, მას შემდეგ რაც ის გაიგზავნა გამოფენისთვის, არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სხვა მიზნით, გარდა მისი გამოფენაზე წარდგენისა. 2. წარმოშობის სერთიფიკატი გაცემული ან შედგენილი უნდა იყოს V თავის დებულებების შესაბამისად და იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისთვის დადგენილი წესით წარდგენილი. იქვე მითითებული უნდა იყოს გამოფენის სახელწოდება და მისი ჩატარების მისამართი. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას პროდუქციის გამოფენის პირობების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები. 3. პირველი პუნქტი ეხება ნებისმიერ სავაჭრო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ან რეწვასთან დაკავშირებულ გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საზოგადოებრივ ჩვენებას ან გამოფენას, რომელიც არ არის ორგანიზებული კერძო მიზნებისთვის მაღაზიებში ან ბიზნეს ფართზე უცხოური პროდუქციის გაყიდვის მიზნით, და რომელთა განმავლობაშიც პროდუქცია რჩება საბაჟოს კონტროლის ქვეშ. თავი IV დაბრუნება ან გადასახადისგან გათავისუფლება მუხლი 14 საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა 1. წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოშობის მქონე პროდუქციის საწარმოებლად ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და რომლისთვისაც წარმოშობის სერთიფიკატი გაცემულია ან შედგენილია V თავის დებულებების შესაბამისად, არ დაექვემდებარება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნებას ან მისგან გათავისუფლებას. 2. პირველ პუნქტში მოცემული აკრძალვა ეხება იმ საბაჟო მოსაკრებლების ან გადასახადების ნაწილობრივ თუ მთლიანად დაბრუნების, რემისიის ან გადაუხდელობის ნებისმიერ ზომას, რომლებიც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებაში მოხმარებული მასალების შესახებ იმ მოქმედი კანონების ეკვივალენტურია, რომელთაც ამგვარი დაბრუნება, რემისია ან გადაუხდელობა ეხებათ, თვალნათლივ ან არსობრივად, და როცა ხდება ზემოხსენებული მასალებისგან მიღებული პროდუქციის ექსპორტი და არა მაშინ, როცა ისინი ქვეყანაში რჩება ადგილობრივი მოხმარების მიზნით. 3. წარმოშობის სერთიფიკატში მოხსენიებული პროდუქციის ექსპორტიორი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ დროს, საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნით, წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოცემული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მიმართ არ არის მიღებული საბაჟო მოსაკრებლის რაიმე დათმობა და რომ ამგვარ მასალასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო მოსაკრებელი ან გადასახდელი ფაქტიურად გადახდილია. 4. ამ მუხლის 1-3 პუნქტების დებულებები ასევე გამოიყენება შეფუთვის (მე-7 (2) მუხლის მნიშვნელობის გათვალისწინებით), აქსესუარების, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების (მე-8 მუხლის შინაარსის მიხედვით) და კომპლექტში მოცემული პროდუქციის (მე-9 მუხლის შინაარსის მიხედვით) მიმართ, როცა ამგვარ ერთეულებს არ გააჩნია წარმოშობა. 5. 1-4 პუნქტების დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ მასალების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შესაბამისი შეთანხმების მოქმედება. 6. (a) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარესა და 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, ისრაელის, ფარერის კუნძულებისა და ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეების გამოკლებით, თუ პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორ ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილად, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით. (b) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება ეგვიპტეს, იორდანიას, მაროკოსა და ტუნისს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, თუ პროდუქცია ჩაითვლება წარმოშობილად ერთ-ერთ ამ ქვეყანაში, კუმულაციის გამოყენების გარეშე, მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით. 7. პირველი პუნქტის მიუხედავად, ექსპორტიორ ხელშემკვრელს მხარეს, გარდა ჰარმონიზებული სისტემის 1-24 თავებით გათვალისწინებული პროდუქტებისა, შეუძლია მიმართოს საბაჟო გადასახდელების დაბრუნების ან ანალოგიური ეფექტის მქონე მისგან გათავისუფლების პროცედურებს, რომელიც გამოიყენება წარმოშობის მქონე პროდუქციის წარმოებაში ჩართულ წარმოშობის არმქონე მასალებთან მიმართებაში, შემდეგი დებულებების გათვალისწინებით: (a) საბაჟო მოსაკრებლის 4% დაკავებულ იქნება ჰარმონიზებული სისტემის 25-49 და 64-97 თავებით გათვალისწინებული პროდუქტების მიმართ, ან ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში მოქმედი ამგვარი დაბალი ტარიფი. (b) საბაჟო მოსაკრებლის 8% დაკავებულ იქნება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებით გათვალისწინებული პროდუქტების მიმართ, ან ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში მოქმედი ამგვარი დაბალი ტარიფი. წინამდებარე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება V დანართით განსაზღვრული ხელშემკვრელი მხარეების მიერ. 8. მე-7 პუნქტის დებულებები გამოიყენება 2012 წლის 31 დეკემბრამდე და გადაიხედება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. თავი V წარმოშობის სერტიფიკატი მუხლი 15 ზოგადი მოთხოვნები 1. ხელშემკვრელი მხარის პროდუქცია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტისას ისარგებლებს შესაბამისი შეთანხმების დებულებებით წარმოშობის დამადასტურებელი ერთ-ერთი სახის შემდეგი დოკუმენტის წარდგენისას: (a) EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი. მისი ნიმუში მოცემულია III a დანართში; (b) EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი. მისი ნიმუში მოცემულია III b დანართში; (c) 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული შემთხვევებისას, დეკლარაცია (შემდგომში წოდებული, როგორც „წარმოშობის დეკლარაცია“ ან „EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია“), რომელსაც ექსპორტიორი ურთავს ანგარიშფაქტურას, მოწოდების შეტყობინება ან ნებისმიერი სხვა კომერციული დოკუმენტი, რომელიც აღწერს მოცემულ პროდუქციას ისეთი დეტალებით, რომლებიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას. წარმოშობის დეკლარაციის ტექსტები მოცემულია IV a და IV b დანართებში. 2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, წინამდებარე კონვენციის მნიშვნელობით მოცემული წარმოშობის მქონე პროდუქცია (26-ე მუხლში დასახელებულ შემთხვევებში) სარგებლობს შესაბამისი შეთანხმებებით და არ არის აუცილებელი წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით დასახელებული რომელიმე დოკუმენტის წარმოდგენა. მუხლი 16 EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის პროცედურა 1. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ, რომელზედაც განაცხადი კეთდება წერილობით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით. 2. ამ მიზნით, ექსპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი და განაცხადის ფორმა, რომლის ნიმუშები მოცემულია III a და b დანარებში. აღნიშნული ფორმები შეივსება შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე და ექსპორტიორი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. მათი ხელით შევსების შემთხვევაში, სიტყვები შეტანილი უნდა იქნას მელნით და ბეჭდური ასოებით. პროდუქციის აღწერა შეტანილი უნდა იქნას ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ უჯრაში ცარიელი ხაზების გამოუტოვებლად. თუ რომელიმე უჯრა არ იქნება სრულად შევსებული, მაშინ ჰორიზონტალური ხაზი უნდა გაესვას აღწერის ბოლო ხაზის ქვეშ და გადაიხაზოს ცარიელი ადგილი. 3. ექსპორტიორი, რომელიც მოითხოვს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს, ნებისმიერ დროს, ექსპორტიორი ქვეყნის (სადაც გაიცემა EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი) საბაჟოს უწყების მოთხოვნის თანახმად, მზად უნდა იყოს ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტის წარსადგენად, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს, და ასევე წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესასრულებლად. 4. მე-5 პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყების მიერ შემდეგ შემთხვევებში: (a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე 3(2) მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; (b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; (c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; 5. EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის გამცემი საბაჟო უწყების მიერ, თუ შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, ან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომლის მიმართაც გამოიყენება კუმულაცია და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შემდეგ შემთხვევებში: (a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. კუმულაცია გავრცელდა 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთი ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში; (b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში და i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში; (c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში; 6. EUR-MED გადაადგილების სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ რომელიმე ჩანაწერს ინგლისურ ენაზე მე-7 უჯრაში: (a) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენებით მასალასთან მიმართებაში, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში: „კუმულაცია გამოყენებულია ... (ქვეყნის/ქვეყნების სახელი) (b) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენების გარეშე მასალასთან მიმართებაში, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში: „კუმულაცია არ გამოიყენება“ 7. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გამცემი საბაჟო უწყება მიიღებს ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია პროდუქციის წარმოშობის დასადგენად და წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესასრულებლად. ამისათვის, მას აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი მტკიცებულება, და ჩაატაროს ნებისმიერი სახის ინსპექცია ექსპორტიორის ანგარიშებისა ან ნებისმიერი სხვა სახის შემოწმება, რომელსაც იგი ჩათვლის საჭიროდ. ის უნდა დარწმუნდეს მე-2 პუნქტში ნახსენები ფორმების სწორად შევსებაში. კერძოდ, მან უნდა შეამოწმოს არის თუ არა პროდუქციის აღწერისთვის გამოყოფილი უჯრები შევსებული ისე, რომ გამორიცხული იყოს ყველანაირი ყალბი დანართების შეტანის შესაძლებლობა. 8. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის თარიღი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის მე-11 უჯრაში. 9. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა საბაჟო უწყების მიერ და გადაეცემა ექსპორტიორს ფაქტიური ექსპორტის განხორციელების დროისათვის. მუხლი 17 რეტროსპექტულად გაცემული EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი 1. მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის მიუხედავად, EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი შეიძლება გამონაკლისის სახით გაიცეს ექსპორტის განხორციელების შემდეგ მასთან დაკავშირებული პროდუქციისთვის, თუ: (a) იგი არ გაიცა ექსპორტირების დროს შეცდომების, დაუდევრობის ან განსაკუთრებული გარემოებების გამო; ან (b) საბაჟო უწყებისთვის ცხადი გახდება, რომ EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაცემული იყო, მაგრამ ვერ იქნა მიღებული იმპორტირებისას ტექნიკური მიზეზების გამო. 2. მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის მიუხედავად, EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი შესაძლოა გაიცეს პროდუქტის ექსპორტის განხორციელების შემდეგ, რომელიც მას უკავშრდება და რომლისთვისაც EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცა ექსპორტირების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ 16(5) მუხლის პირობების შესრულების დემონსტრირება მოხდა საბაჟო ორგანოების სასარგებლოდ. 3. 1-ლი და მე-2 პუნქტების განხორციელების მიზნით, ექსპორტიორმა განაცხადში უნდა მიუთითოს იმ პროდუქციის ექსპორტირების ადგილი და თარიღი, რომელსაც უკავშირდება მოთხოვნილი EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი, და ჩამოაყალიბოს მოთხოვნის მიზეზი. 4. საბაჟო უწყებას შეუძლია EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა რეტროსპექტულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ ექსპორტიორის განაცხადში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება საქმეში მოცემულ ინფორმაციას. 5. რეტროსპექტულად გაცემულ EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე: "ISSUED RETROSPECTIVELY" მე-2 პუნქტის გამოყენებით რეტროსპექტიულად დგაცემულ EUR-MED გადაადგილების სერთიფიკატებს თან უნდა ახლდეს ფრაზა ინგლისურ ენაზე: "გაცემულია რეტროსპექტიულად (ორიგინალიEUR.1, ნომერი .... [თარიღი და გაცემის ადგილი])" 6. მე-5 პუნქტში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის მე-7 უჯრაში. მუხლი 18 EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა 1. EUR.1 an EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის მოპარვის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპორტიორს შეუძლია მიმართოს მის გამცემ საბაჟო უწყებას და მოითხოვოს დუბლიკატი, რომელიც გამოიწერება მათ ხელთ არსებული ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების საფუძველზე. 2. ამგვარად გაცემულ დუბლიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე: „DUPLICATE" 3. მე-2 პუნქტში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის მე-7 უჯრაში. 4. დუბლიკატი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის დედანის გაცემის თარიღი, ძალაშია აღნიშნული თარიღიდან. მუხლი 19 EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა ადრე გაცემული ან შედგენილი წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე როცა წარმოშობილი პროდუქცია საბაჟო კონტროლის ქვეშ ექცევა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, შესაძლებელია წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის შეცვლა ერთი ან რამდენიმე EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატით რომელიმე ამ პროდუქციის მთლიანად ან მისი ნაწილის გაგზავნის მიზნით ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის სხვა ნაწილებში. EUR.1 ან EUR-MED შემცვლელი წარმოშობის სერტიფიკატ(ებ)ი გაიცემა იმ საბაჟო უწყების მიერ, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც იქნება მოქცეული აღნიშნული პროდუქცია. მუხლი 20 აღრიცხვის სეგრეგაცია 1. იქ, სადაც იდენტური და ერთმანეთის შეცვლის უნარის მქონე წარმოშობის მქონე და არმქონე მასალების ცალკეული მარაგის შენახვა ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან მატერიალურ სირთულეებს, საბაჟო უწყებას, ამ საქმესთან დაკავშირებული პირების წერილობითი მოთხოვნით, ამგვარი მარაგების მართვის მიზნით შეუძლია ე.წ. “აღრიცხვის სეგრეგაციის“ მეთოდის ( შემდგომში წოდებული, როგორც „მეთოდი“) ამოქმედება. 2. აღნიშნულმა მეთოდმა უნდა უზრუნველყოს, რომ (გარკვეული პერიოდის განმავლობაში) ისეთი მიღებული პროდუქციის რაოდენობა, რომლის განხილვაც შეიძლება "წარმოშობის მქონე პროდუქციად", იყოს იმ რაოდენობის ტოლი, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა მარაგების ფიზიკური სეგრეგაციის შემთხვევაში. 3. საბაჟო უწყებას შეუძლია გასცეს პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, ყველა შესაბამისი პირობის დაცვით. 4. აღნიშნული მეთოდის გამოყენება მოხდება და ჩაიწერება იმ ზოგადი საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანაში. 5. აღნიშნული დახმარების მიმღებს შეუძლია გასცეს ან მოითხოვოს წარმოშობის სერთიფიკატი, რომელიც საჭირო იქნება, პროდუქციის იმ რაოდენობისთვის, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობის მქონედ. საბაჟო უწყების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა უნდა წარადგინოს ანგარიში რაოდენობათა მართვის შესახებ. 6. საბაჟო უწყებას შეუძლია აკონტროლოს ზემოხსენებული მეთოდის გამოყენება და შეაჩეროს მისი მოქმედება ნებისმიერ დროს, როცა იგი ჩათვლის, რომ მიმღები არასათანადოდ იყენებს მინიჭებულ უფლებას, როგორი ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, ან არ ასრულებს წინამდებარე კონვენციის განსაზღვრულ რომელიმე სხვა პირობას. მუხლი 21 წარმოშობის დეკლარაციის ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციის შედგენის პირობები 1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტში აღწერილი წარმოშობის დეკლარაცია ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს: (a) უფლებამოსილმა ექსპორტიორმა (22-ე მუხლის შინაარსის ფარგლებში); ან (b) ნებისმიერი ისეთი პარტიის ნებისმიერმა ექსპორტიორმა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი წარმოშობის მქონე პროდუქციის შემცველი ფუთისგან, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს. 2. მე-3 პუნქტის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: (a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე, 3(2) მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; (b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; (c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; 3. EUR-MED წარმოშობის სერტიფიკატი შესაძლოა შედგენილ იქნეს თუ შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, ან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომლის მიმართაც გამოიყენება კუმულაცია და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შემდეგ შემთხვევებში: (a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, და i. კუმულაცია გავრცელდა 3(2) მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთი სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში; (b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში და i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში; (c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალაზე, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში; 4. EUR-MED წარმოშობის სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ რომელიმე ჩანაწერს ინგლისურ ენაზე: (a) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენებით მასალით, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში: „კუმულაცია გამოყენებულია (ქვეყნის/ქვეყნების სახელი) (b) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენების გარეშე მასალით, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში: „კუმულაცია არ გამოიყენება“ 5. წარმოშობის დეკლარაციის ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციის შემდგენელი ექსპორტიორი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს, ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მოთხოვნით, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს და ასევე წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესრულებას. 6. წარმოშობის დეკლარაციას ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციას ადგენს ექსპორტიორი ანგარიშფაქტურაზე, მიწოდების შეტყობინებასა თუ სხვა კომერციულ დოკუმენტზე, დეკლარაციაზე ბეჭდვის ან შტამპის დასმის გზით რომელზე დასატანი ტექსტი მოცემულია IV დანართში და გამოიყენება იმავე დანართში მოცემული ერთ-ერთ ენა. ყველაფერი ეს სრულდება ექსპორტიორი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. თუ დეკლარაცია ხელითაა შევსებული, მაშინ იგი უნდა შესრულდეს მელნით და ბეჭდური ასოებით. 7. წარმოშობის დეკლარაციაზე ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციაზე უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერა. თუმცა, უფლებამოსილ ექსპორტიორს (22-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) არ მოეთხოვება ამგვარი დეკლარაციის ხელმოწერა იმ პირობით, რომ მან ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას უნდა წარუდგინოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელიც განიხილება, როგორც ხელმოწერილი მის მიერ. 8. წარმოშობის დეკლარაცია ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს ექსპორტიორმა, როცა ხდება აღნიშნულ დეკლარაციასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტი, ან ექსპორტირების შემდეგ იმ პირობით, რომ იგი წარმოდგენილი იქნება იმპორტიორი ქვეყნისთვის არა უგვიანეს 2 წლის განმავლობაში იმ პროდუქციის იმპორტის შემდეგ, რომელთანაც იგი არის დაკავშირებული. მუხლი 22 უფლებამოსილი ექსპორტიორი 1. ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებამ ნებისმიერ იმ ექსპორტიორს (შემდგომში “უფლებამოსილი ექსპორტიორი“), რომელიც ხშირად ახდენს წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული პროდუქციის გადაზიდვას, შეიძლება მიანიჭოს წარმოშობის დეკლარაციის ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციის შედგენის უფლებამოსილება მიუხედავად მოცემული პროდუქციის ღირებულებისა. ამგვარი უფლებამოსილების მსურველმა ექსპორტიორმა საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას უნდა წარუდგინოს პროდუქციის წარმოშობის სტატუსის და წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესრულების მათთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებები. 2. საბაჟო უწყებას შეუძლია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭება იმ პირობებით, რომლებსაც იგი ჩათვლის შესატყვისად. 3. საბაჟო უწყება მიანიჭებს უფლებამოსილ ექსპორტიორს საბაჟოს უფლებამოსილების აღმნიშვნელ ნომერს, რომელიც უნდა დაისვას წარმოშობის დეკლარაციაზე ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციაზე. 4. საბაჟო უწყება გააკონტროლებს უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებას. 5. საბაჟო უწყებას შეუძლია უფლებამოსილების ჩამორთმევა ნებისმიერ დროს. მას შეუძლია ამის გაკეთება მაშინ, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორი აღარ უზრუნველყოფს პირველ პუნქტში მოცემულ გარანტიებს, არ ასრულებს მე-2 პუნქტში მოცემულ პირობებს ან სხვაგვარად არასწორად იყენებს უფლებამოსილებას. მუხლი 23 წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. წარმოშობის სერტიფიკატი ძალაში იქნება ექსპორტიორ ქვეყანაში მისი გაცემის დღიდან ოთხი თვის განმავლობაში და წარდგენილ უნდა იქნას ზემოხსენებული პერიოდის განმავლობაში იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებისათვის. 2. ის წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც წარდგენილია იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებისათვის პირველ პუნქტში დადგენილი წარდგენის საბოლოო თარიღის შემდეგ, შეიძლება მიღებული იქნას პრეფერენციული რეჟიმის მიღების მიზნით, როცა ამგვარი დოკუმენტების წარუდგენლობა საბოლოო თარიღისთვის გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. 3. დაგვიანებული წარდგენის სხვა შემთხვევებში, იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებას შეუძლია წარმოშობის სერტიფიკატის მიღება, თუ პროდუქცია წარდგენილია ზემოხსენებულ საბოლოო თარიღამდე. მუხლი 24 წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა წარმოშობის სერტიფიკატი უნდა წარედგინოს იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებას იმ ქვეყანაში მოქმედი პროცედურების თანახმად. ზემოხსენებულმა საბაჟო უწყებამ შეიძლება მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატის თარგმანი და ასევე იმპორტის დეკლარაციასთან ერთად იმპორტიორის ანგარიში იმის შესახებ, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს შესაბამისი შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო პირობებს. მუხლი 25 იმპორტირება პარტიებად როცა, იმპორტიორის თხოვნის თანახმად და იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, ჰარმონიზებული სისტემის ზოგადი მე-2(ა) წესის მნიშვნელობის ფარგლებში და ჰარმონიზებული სისტემის XVI და XVII მუხლებში ან 7308 და 9406 სექციებში შემავალი დაშლილი ან აუწყობელი პროდუქციის იმპორტირება ხორციელდება პარტიებად, ამგვარი პროდუქციის წარმოშობის ერთადერთი სერთიფიკატი წარდგენილი უნდა იქნას საბაჟო უწყებისათვის პირველი პარტიის იმპორტირებისას. მუხლი 26 საქონლის გათავისუფლება წარმოშობის სერტიფიკატისგან 1. პროდუქცია, გაგზავნილი პატარა შეკვრებად ერთი კერძო პირის მიერ მეორე კერძო პირისთვის, ან რომელიც შეადგენს მოგზაურების პირად ბარგს, განხილული იქნება როგორც წარმოშობის მქონე პროდუქცია და მისთვის არ მოითხოვება წარმოშობის სერტიფიკატი, თუმცა იმ პირობით, რომ ამგვარი პროდუქცია არ არის იმპორტირებული ვაჭრობის გზით და რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე კონვენციის მოთხოვნებს და სადაც ეჭვს არ იწვევს ამგვარი დეკლარაცია. თუ პროდუქცია გაგზავნილია ფოსტით, ასეთი დეკლარაცია შეიძლება შედგეს საბაჟო დეკლარაციაზე CN22/CN23 ან ამ დოკუმენტზე თანდართულ ფურცელზე. 2. იმპორტი, რომელიც დროდადრო ხორციელდება და შედგება მხოლოდ მიმღებების, მოგზაურების და მათი ნათესავების პირადი მოხმარების პროდუქციისგან, არ განიხილება როგორც იმპორტი ვაჭრობის გზით, თუ პროდუქციის ბუნებისა და რაოდენობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არა აქვს ადგილი რაიმე კომერციულ მიზნებს. 3. ასევე, აღნიშნული პროდუქციის მთლიანი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ევროს მცირე ფუთების შემთხვევაში ან 1 200 ევროს იმ პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს მოგზაურების პირადი ბარგის ნაწილს. მუხლი 27 თანმხლები დოკუმენტაცია მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში და 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის და წარმოშობის დეკლარაციის ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციის შესაბამისი პროდუქცია შეიძლება განიხილულ იქნას, როგორც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი და შესრულებულია წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნები, შეიძლება, მათ შორის, შედგებოდეს შემდეგისგან: (1) უშუალო მტკიცება ექსპორტიორის ან მომწოდებლის მიერ განხორციელებული პროცესებისა მოცემული საქონლის მიღების მიზნით, რაც შედის, მაგალითად, მათ ანგარიშებში ან შიდა ბუღალტერიაში; (2) შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; (3) შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაცემული ან წარმოებული მასალების შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; (4) EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატები ან წარმოშობის დეკლარაციები ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციები, რომლებიც ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსებს წინამდებარე კონევნციის შესაბამისად; და (5) მე-11 მუხლის თანახმად, შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების შესაბამისი მტკიცება, აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 28 წარმოშობის სერტიფიკატისა და დამატებითი დოკუმენტების შენახვა 1. ექსპორტიორმა, რომელიც მოითხოვს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები. 2. ექსპორტიორმა, რომელიც ავსებს წარმოშობის დეკლარაციას ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციას, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს ამ წარმოშობის დეკლარაციის ასლი და ასევე 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები. 3. ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებამ, რომელიც გასცემს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული განაცხადი. 4. იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებამ, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მისთვის წარმდგენილი EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატები და წარმოშობის დეკლარაციები ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციები. მუხლი 29 განსხვავებები და მექანიკური შეცდომები 1. მცირე განსხვავებების აღმოჩენა წარმოშობის სერთიფიკატსა და იმ დოკუმენტს შორის, რომელიც წარდგენილი იქნა საბაჟო უწყებაში ფორმალობების შესასრულებლად პროდუქციის იმპორტის მიზნით, თავად ფაქტიდან გამომდინარე, არ გააუქმებს წარმოშობის სერთიფიკატს, თუ სათანადოდ დამტკიცდება, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად შეესაბამება განაცხადში მოცემულ პროდუქციას. 2. აშკარა მექანიკური შეცდომა, რომელიც დაშვებულია, მაგალითად, ბეჭდვის დროს, არ გამოიწვევს შესაბამისი დოკუმენტის გაუქმებას, თუ ამგვარი შეცდომები არ წარმოშობს ეჭვს ამ დოკუმენტში მოტანილი ფაქტების სისწორესთან დაკავშირებით. მუხლი 30 ევროში გამოხატული თანხები 1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მუხლების დებულებების გამოყენების მიზნით იმ შემთხვევაში, როცა პროდუქციის ანგარიშფაქტურა შედგენილია ევროს გარდა რომელიმე სხვა ვალუტაში, ხელშემკვრელი მხარეების ეროვნულ ვალუტებში გამოსახული თანხები, რომლებიც ეკვივალენტურია ევროებში გამოხატული თანხებისა, ყოველწლიურად უნდა შესწორდეს თითოეული შესაბამისი ქვეყნის მიერ. 2. პარტიას შეეხება 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები იმ ვალუტის გათვალისწინებით, რომელშიც შედგენილია ანგარიშფაქტურა, შესაბამისი ქვეყნის მიერ შესწორებული თანხის მიხედვით. 3. თანხები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნას ნებისმიერ მოცემულ ვალუტაში, იმ ვალუტაში ეკვივალენტური იქნება ევროებში გამოხატული თანხისა ოქტომბრის პირველ სამუშაო დღეს. მხარეები თანხების რაოდენობას შეატყობინებენ ევროკომისიას 15 ოქტომბრამდე და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მომდევნო წლის 1 იანვრიდან. ევროკომისია შეატყობინებს ყველა შესაბამის ქვეყანას სათანადო თანხების შესახებ. 4. მხარეებს შეუძლიათ თანხის დამრგვალება, რაც დაკავშირებულია ევროში გამოხატული თანხის მათ ეროვნულ ვალუტაში გადაყვანასთან. დამრგვალებული თანხა არ უნდა განსხვავდებოდეს კონვერტირებული თანხის ოდენობისგან 5%-ზე მეტად. მხარეებს შეუძლიათ უცვლელად დატოვონ ევროებში გამოხატული თანხის ეკვივალენტური მისი ეროვნული ვალუტა, თუ მე-3 პუნქტში მოცემული წლიური შესწორების დროს ამ თანხის კონვერტაცია (დამრგვალებამდე) შედეგად მოიტანს ეროვნული ვალუტის ეკვივალენტის 15%-მდე ზრდას. ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ეკვივალენტი შეიძლება დარჩეს უცვლელი, თუ კონვერტაციას შედეგად მოჰყვება ამ თანხის შემცირება. 5. ევროში გამოხატულ თანხებს განიხილავს ერთობლივი კომიტეტი ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით. განხილვისას ერთობლივი კომიტეტი მხედველობაში მიიღებს შეზღუდვების ეფექტის შენარჩუნების სასურველობას რეალურ ვადებში. ამ მიზნით, მან შეიძლება გადაწყვიტოს ევროებში გამოხატული თანხების მოდიფიცირება. თავი VI ადმინისტრაციული თანამშრომლობის ზომები მუხლი 31 ადმინისტრაციული თანამშრომლობა 1. ხელშემკვრელი მხარეთა საბაჟო უწყებები, ევროკომისიის მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან იმ შტამპების ნიმუშებს, რომლებიც გამოიყენება მათ საბაჟოებში EUR.1 და EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატისთვის, და საბაჟო უწყების იმ ხელმძღვანელთა თუ შესაბამისი კომპეტენტური და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მისამართებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ სერტიფიკატების, წარმოშობის დეკლარაციების და EUR-MED წარმოშობის დეკლარაციების დამოწმებაზე. 2. წინამდებარე კონვენციის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომპეტენტური საბაჟო ადმინისტრაციების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით EUR.1 და EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის, წარმოშობის დეკლარაციების და EUR-MED წარმოშობის დეკლარაციების ნამდვილობის და ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმებაში. მუხლი 32 წარმოშობის სერტიფიკატის შემოწმება 1. წარმოშობის სერთიფიკატების შემდგომი შემოწმება განხორციელდება არასისტემურად ან მაშინ, როცა იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებას გაუჩნდება გონივრული საფუძველი ეჭვი შეიტანოს დოკუმენტების ნამდვილობის, მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსის ან წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესრულების მიმართ. 2. პირველი პუნქტის დებულებების შესრულების მიზნით, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყება დააბრუნებს EUR.1 და EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს და ანგარიშფაქტურას, თუ ისინი (წარმოშობის დეკლარაცია, EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია, ან ამ დოკუმენტების ასლები) წარდგენილი იყო ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდა დაზუსტების მიზეზს. ნებისმიერი მიღებული დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც აღძრავს წარმოშობის სერთიფიკატში ან წარმოშობის დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის არსებობის ეჭვს, უნდა გაიგზავნოს შესამოწმებლად. 3. შემოწმება ჩატარდება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყების მიერ. ამისათვის, მათ ექნებათ ნებისმიერი მტკიცებულების მოთხოვნის და ექსპორტიორის ანგარიშების ნებისმიერი ინსპექციის (და ყველა სხვა აუცილებელი შემოწმების) ჩატარების უფლება. 4. თუ იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყება გადაწყვეტს მოცემული პროდუქციისათვის პრეფერენციული რეჟიმის შეჩერებას შემოწმების შედეგების მიღებამდე, იმპორტიორს შესთავაზებენ პროდუქციისაგან განთავისუფლებას სიფრთხილის იმ ზომების გათვალისწინებით, რომლებიც ჩაითვლება აუცილებლად. 5. შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებას სასწრაფოდ მიეწოდება აღნიშნული შემოწმების შედეგები. ამ შედეგებში მკაფიოდ უნდა იყოს მოცემული არის თუ არა დოკუმენტები ნამდვილი, შეიძლება თუ არა მოცემული პროდუქციის განხილვა ისე, თითქოს ისინი წარმოშობილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და სრულდება თუ არა წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნები. 6. თუ ეჭვის შეტანის შესახებ გონივრული საფუძველის შემთხვევაში შემოწმების მოთხოვნიდან ათი თვის განმავლობაში არ მოვა პასუხი ან თუ პასუხში არ იქნება მოცემული საკმარისი ინფორმაცია საეჭვო დოკუმენტის ნამდვილობაში ან პროდუქციის ჭეშმარიტ წარმოშობაში დასარწმუნებლად, მომთხოვნი საბაჟო უწყება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) უარს იტყვის პრეფერენციული რეჟიმის გამოყენებაზე. მუხლი 33 დავების მოგვარება თუ 32-ე მუხლში მოცემული შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით წამოჭრილი დავები ვერ მოგვარდა შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებასა და დადასტურებაზე პასუხისმგებელ საბაჟო უწყებას შორის, მაშინ ამგვარი დავები მოსაგვარებლად წარედგინება შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორმხრივ ორგანოს. თუ წარმოიქმნება დავები, რომელიც განსხვავდება 32-ე მუხლში მოცემულ შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებული დავებისგან და უკავშირდება წინამდებარე კონვენციის ინტეპრეტაციას, იგი განსახილველად გადაეცემა ერთობლივ კომიტეტს. ყველა შემთხვევაში, დავა იმპორტიორსა და იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებას შორის განიხილება აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 34 ჯარიმები ჯარიმა დაეკისრება ნებისმიერ პირს, რომელიც შექმნის, ან გამოიწვევს, არასწორი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის შექმნას პროდუქციისთვის პრეფერენციული რეჟიმის მოპოვების მიზნით. მუხლი 35 თავისუფალი ზონები 1. ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ წარმოშობის სერტიფიკატის მქონე ის სავაჭრო პროდუქცია, რომელიც ტრანსპორტირებისას გამოიყენებს მათ ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ზონებს, არ იყოს ჩანაცვლებული სხვა საქონლით და არ დაექვემდებაროს რაიმე ქმედებებს გარდა ჩვეულებრივი ოპერაციებისა, რომლებიც გამიზნულია მათი გაფუჭებისგან დასაცავად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისგან გადახვევის საფუძველზე, როდესაც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი წარმოშობის სერტიფიკატის მქონე პროდუქცია იმპორტირებულია თავისუფალ ზონაში და განიცდის დამუშავება-გადამუშავებას, შესაბამისმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს ახალი EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი ექსპორტიორის თხოვნით, თუ ზემოხსენებული დამუშავება-გადამუშავება შეესაბამება წინამდებარე კონვენციის დებულებებს. დანართი I შენიშვნები II დანართის ჩამონათვალთან დაკავშირებით შენიშვნა 1: ჩამონათვალი განსაზღვრავს ყველა საქონლისთვის მოთხოვნილ პირობებს, რომელთა საფუძველზეც ეს საქონელი შესაძლოა მიჩნეული იქნას შესაბამისად დამუშავებულად-გადამუშავებულად ოქმის მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. შენიშვნა 2: 2.1. ჩამონათვალის პირველი 2 სვეტი აღწერს მიღებულ საქონელს. პირველ სვეტში მოცემულია სასაქონლო პოზიციის ნომერი ან საქონლის ჯგუფის ნომერი, რომელიც გამოიყენება ჰარმონიზებულ სისტემაში. მეორე სვეტში მოცემულია საქონლის აღწერილობა, რომელიც გამოიყენება ამ სისტემაში სასაქონლო პოზიციის ან საქონლის ჯგუფისთვის. პირველ ორ სვეტში მოცემული თითოეული ჩანაწერისთვის წესი განსაზღვრულია მე-3 ან მე-4 სვეტში. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ სვეტში ნომრის წინ დასმულია “ex“, ეს ნიშნავს, რომ მე-3 და მე-4 სვეტებში განსაზღვრული წესები გამოიყენება ამ სასაქონლო პოზიციის ნაწილის მიმართ, როგორც აღწერილია მე-2 სვეტში. 2.2. როდესაც რამდენიმე სასაქონლო პოზიციის ნომრები პირველ სვეტში ერთადაა დაჯგუფებული ან წარმოდგენილია საქონლის ჯგუფის ნომერი და ამიტომ საქონლის აღწერა მე-2 სვეტში მოცემულია ზოგადად, შესაბამის მე-3 და მე-4 სვეტებში განსაზღვრული წესები ვრცელდება ყველა საქონელზე, რომლებიც ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად კლასიფიცირებულია საქონლის ჯგუფის სასაქონლო პოზიციებით ან ნებისმიერი სასაქონლო პოზიციებით, რომლებიც დაჯგუფებულია ერთად პირველ სვეტში. 2.3. როდესაც ჩამონათვალში დადგენილია სხვადასხვა წესები, რომლებიც გამოიყენება სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სხვადასხვა საქონლისთვის, თითოეული განაცხადი შეიცავს სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ნაწილის აღწერილობას, რომელსაც ეხება შესაბამის მე-3 და მე-4 სვეტებში დადგენილი წესები. 2.4. როდესაც პირველ ორ სვეტში შეტანილი ნებისმიერი საქონლისათვის წესები დადგენილია როგორც მე-3, ისე მე-4 სვეტში, ექსპორტიორს შეუძლია აირჩიოს, როგორც ალტერნატივა, რომ გამოიყენოს მე-3 სვეტით დადგენილი წესი, ან მე-4 სვეტით დადგენილი წესი. თუ მე-4 სვეტში დადგენილი არ არის წარმოშობის წესი, გამოყენებული უნდა იქნეს მე-3 სვეტით დადგენილი წესი. შენიშვნა 3: 3.1. ოქმის მე-5 მუხლის დებულებები, რომლებიც ეხება საქონელს, რომელმაც შეიძინა წარმოშობის სტატუსი და რომლებიც გამოყენებულია სხვა საქონლის წარმოებაში, გამოყენებული იქნება, მიუხედავად იმისა, ეს სტატუსი შეძენილი იქნა საწარმოს შიგნით, სადაც გამოიყენება ეს საქონელი თუ სხვა საწარმოში კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე. მაგალითი: 8407 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ძრავა, რომლისთვისაც წესი ადგენს, რომ მის წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება არ შეიძლება აჭარბებდეს ფრანკო-ქარხნის ფასის 40 პროცენტს, დამზადებულია “ex“ 7224 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული “სხვა შენადნობი ფოლადისგან პირველადი ჭედვით“. თუ ეს შენადნობი ჩამოსხმულია ევროკავშირში წარმოშობის სტატუსის არმქონე სხმულისგან, ის შეიძენს წარმოშობის სტატუსს ჩამონათვალში განსაზღვრული “ex“ 7224 სასაქონლო პოზიციისათვის დადგენილი წესით. ეს შენადნობი შეიძლება ჩაითვალოს როგორც წარმოშობის სტატუსის მქონე ძრავის ღირებულების გამოთვლისას, მიუხედავად იმისა, წარმოებულია თუ არა ის იმავე საწარმოში ან სხვა საწარმოში ევროკავშირში. ამგვარად, წარმოშობის სტატუსის არმქონე სხმულის ღირებულება მხედველობაში არ მიიღება წარმოშობის სტატუსის არმქონე გამოყენებული მასალების ღირებულების დამატებისას. 3.2. ჩამონათვალში განსაზღვრული წესი წარმოადგენს დამუშავება-გადამუშავების მოთხოვნილ მინიმალურ ოდენობას და დამატებითი დამუშავება-გადამუშავების განხორციელება ასევე ანიჭებს საქონელს წარმოშობის სტატუსს. პირიქით, როდესაც განხორციელებულია მოთხოვნილზე ნაკლები დამუშავება-გადამუშავება, საქონელს არ ენიჭება წარმოშობის სტატუსი. ამგვარად, თუ წესი ადგენს, რომ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალა შეიძლება გამოყენებული იქნეს წარმოების განსაზღვრულ დონეზე, ნებადართულია ასეთი მასალის წარმოების უფრო ადრეულ ეტაპზე გამოყენება, მაგრამ არ შეიძლება ასეთი მასალის გამოყენება წარმოების უფრო გვიან ეტაპზე. 3.3. შენიშვნის დაცვით, სადაც წესში გამოყენებულია გამოთქმა “წარმოება ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული მასალისგან“, მაშინ შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული მასალა (ის მასალებიც კი, რომლებსაც აქვთ იგივე აღწერა და იგივე სასაქონლო პოზიცია, რომელიც აქვს საქონელს), რაც შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერ სპეციფიკურ შეზღუდვას, რომელსაც ასევე შეიძლება შეიცავდეს წესი. თუმცა, გამოთქმა “ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული მასალებით წარმოება, მათ შორის, სასაქონლო პოზიციის სხვა მასალები“ ან “წარმოება ნებისმიერი სასაქონლო პოზიციის მასალებისგან, მათ შორის, სხვა მასალებისგან, რომელიც მიეკუთვნება იმავე სასაქონლო პოზიციას, რომელსაც მიეკუთვნება საქონელი“ ნიშნავს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული მასალები, გარდა იმ მასალებისა, რომელთაც აქვთ საქონლის იდენტური აღწერილობა, როგორც მოცემულია ჩამონათვალის მეორე სვეტში. 3.4. როდესაც ჩამონათვალში მოცემული წესი ადგენს, რომ საქონელი შეიძლება წარმოებულ იქნას ერთზე მეტი მასალისგან, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთი ან მეტი მასალა. ეს წესი არ მოითხოვს, რომ გამოყენებული იქნას ყველა მასალა. მაგალითი: 5208-დან 5212-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრული ბოჭკოებისათვის განსაზღვრული წესი ადგენს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას ბუნებრივი ბოჭკოები და რომ სხვა მასალებს შორის, ასევე შესაძლებელია ქიმიური მასალების, გამოყენება. ეს არ ნიშნავს, რომ გამოყენებული უნდა იქნას ორივე. შესაძლებელია ერთი ან მეორე მასალის გამოყენება, ან ორივე მასალის გამოყენება. 3.5. როდესაც ჩამონათვალით განსაზღვრული წესი ადგენს, რომ საქონელი წარმოებული უნდა იყოს კონკრეტული მასალისგან, პირობა აშკარად არ კრძალავს სხვა მასალების გამოყენებას, რომელთაც მათი ბუნებრივი თვისებების გამო, არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ ეს წესი. (იხილეთ აგრეთვე შენიშვნა 6.2 ქსოვილებთან დაკავშირებით). მაგალითი: 1904 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ კვების მზა პროდუქტებთან დაკავშირებით დადგენილი წესი, რომელიც სპეციალურად გამორიცხავს მარცვლეულის და მისი დერივატების გამოყენებას, არ კრძალავს მინერალური მარილების, ქიმიური ნივთიერებების და სხვა დანამატების გამოყენებას, რომლებიც არ არის მარცვლეულისგან წარმოებული პროდუქტი. თუმცა, ეს არ ეხება იმ საქონელს, რომლებიც, მართალია, არ შეიძლება წარმოებული იქნას ჩამონათვალით განსაზღვრული კონკრეტული მასალისგან, მაგრამ შეიძლება წარმოებული იქნას იმავე თვისებების მქონე მასალისგან წარმოების ადრეულ ეტაპზე. მაგალითი: „ex“, 62 საქონლის ჯგუფით განსაზღვრული ტანსაცმლის ერთეულის შემთხვევაში, რომელიც დამზადებული არ არის ნაქსოვი მასალებისგან, თუ ნებადართულია წარმოშობის სტატუსის არმქონე ნართის გამოყენება მხოლოდ საქონლის ამ კლასისთვის, შეუძლებელია პროცესის იმ ქსოვილით დაწყება, რომელიც არ არის მოქსოვილი – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქსოვილი, რომელიც არ არის ნაქსოვი, არ შეიძლება ჩვეულებრივ დამზადებული იყოს ნართისგან. ასეთ შემთხვევებში, საწყისი მასალა ჩვეულებრივ უნდა იყოს დართვამდე ეტაპზე – რაც არის ბოჭკოს ეტაპი. 3.6. სადაც ჩამონათვალით დადგენილ წესში ორი პროცენტი განსაზღვრულია, როგორც მაქსიმალური ღირებულება წარმოშობის სტატუსის არმქონე გამოყენებული მასალებისათვის, ეს პროცენტები არ შეიძლება ერთმანეთს დაემატოს. სხვაგვარად რომ ითქვას, წარმოშობის სტატუსის არმქონე ყველა გამოყენებული მასალის მაქსიმალური ღირებულება არასოდეს უნდა აჭარბებდეს მოცემულ პროცენტს. ასევე არ შეიძლება ინდივიდუალურ პროცენტზე გადაჭარბება იმ კონკრეტულ მასალებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეხება ეს პროცენტები. შენიშვნა 4: 4.1. ტერმინი “ნატურალური ბოჭკოები“ გამოყენებულია ჩამონათვალში ბოჭკოების განსაზღვრისათვის, გარდა ხელოვნური და სინთეტიკური ბოჭკოებისა. ეს შეზღუდულია იმ ეტაპებამდე, სანამ მოხდება დართვა (მათ შორის, ნარჩენი) და თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მოიცავს ბოჭკოებს, რომლებიც არის დაჩეჩილი ან სხვაგვარად გადამუშავებული, მაგრამ არ არის დართული. 4.2. ტერმინი “ნატურალური ბოჭკოები“ მოიცავს 0503 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ ცხენის ძუას, 5002 და 5003 სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ აბრეშუმს, ასევე 5101-დან 5105-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ მატყლის ბოჭკოებს და დამუშავებულ ან დაუმუშავებელ ცხოველის ბეწვს, 5201-დან 5203-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ ბამბის ქსოვილებს და 5301-დან 5305-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ სხვა მცენარეულ ბოჭკოებს. 4.3. ტერმინი “ქსოვილის პულპა (ცელულოზა)“, “ქიმიური მასალები“ და “საქაღალდე მასალები“ გამოყენებულია ჩამონათვალში, რათა აღწეროს ის მასალები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული 50-დან და 63-მდე საქონლის ჯგუფებში და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ხელოვნური, სინთეტიკური ან ქაღალდის ბოჭკოების ან ნართის საწარმოებლად. 4.4. ტერმინი “ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები“ გამოყენებულია ჩამონათვალში სინთეტიკური ან ხელოვნური ბოჭკოს ძენძის, ძირითადი ბოჭკოების ან ნარჩენის აღნიშვნისთვის, რომლებიც განსაზღვრულია 5501-დან 5507-მდე სასაქონლო პოზიციებით. შენიშვნა 5: 5.1. როდესაც ჩამონათვალში მოცემული საქონლისათვის მითითება გაკეთებულია ამ შენიშვნაზე, მე-3 სვეტში განსაზღვრული პირობები არ გამოიყენება ნებისმიერი ძირითადი ქსოვილის მასალების მიმართ, რომლებიც გამოყენებულია ამ საქონლის წარმოებაში და რომლებიც, ერთად აღებული, წარმოადგენს გამოყენებული ძირითადი ქსოვილის მასალების საერთო წონის 10 პროცენტს ან ნაკლებს. (იხილეთ აგრეთვე შენიშვნები 5.3 და 5.4). 5.2. თუმცა, 5.1. შენიშვნაში განსაზღვრული დაშვება შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შერეული საქონლის მიმართ, რომელიც დამზადებულია ორი ან მეტი ძირითადი ქსოვილის მასალისგან. ძირითადი ქსოვილის მასალებია: – აბრეშუმი; – შალი; – დაუმუშავებელი ცხოველის ბეწვი; – დამუშავებული ცხოველის ბეწვი; – ცხენის ძუა; – ბამბა; – ქაღალდის დასამზადებელი მასალები და ქაღალდი; – სელი; – ნამდვილი კანაფი; – ჯუტი და ლაფანის ტექსტილის სხვა ბოჭკოები; – მექსიკური აგავის და აგავის სხვა ჯიშების ტექსტილის ბოჭკოები; – ანანასი, მანილას ხვირთქლი, ჭინჭრის და სხვა მცენარეული ტექსტილის ბოჭკოები; – სინთეტიკური ხელოვნური ბოჭკოები; – ხელოვნური ბოჭკოები; – დენგამტარი ბოჭკოები; – პოლიპროპილინის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – პოლიესტერის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – პოლიამიდის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – პოლიაკრილონიტრილის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – პოლიიმიდის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – პოლიტეტრაფლუროეთილენის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – პოლი(ფენილინი სულფიდის) სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – პოლი(ვინილქლოროდის) სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – სხვა სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – ვისკოზის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – სხვა სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები; – ნართი, რომელიც დამზადებულია პოლიესტერის პლასტიკურ სეგმენტებად სეგმენტირებული პოლიურეთანისგან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დახვეული – პოლიესტერის პლასტიკურ სეგმენტებად სეგმენტირებული პოლიურეთანისგან დამზადებული ნართი, მიუხედავად იმისა, გასუფთავებულია თუ არა; – 5605 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული საქონელი (მეტალიზებული ნართი), რომელიც შეიცავს ნაწილებს, რომელიც შედგება ალუმინის ფოლგის შემავსებლების, პლასტმასის ფენის შემავსებლებისგან, მიუხედავად იმისა, დაფარულია თუ არა ალუმინის ფხვნილით, რომელთა სიგანეც არ აღემატება 5 მილიმეტრს, რომლებიც შეერთებულია გამჭირვალე ან ფერადი წებოვანით პლასტმასის ორ ფენას შორის. – 5605 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სხვა საქონელი. მაგალითი: 5205 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ნართი, რომელიც დამზადებულია 5203 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ბოჭკოებისგან და 5506 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სინთეტიკური ძირითადი ბოჭკოებისგან, არის შერეული ნართი. ამიტომ, წარმოშობის სტატუსის არმქონე სინთეტიკური ძირითადი ბოჭკოები, რომლებიც არ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს (რაც ითხოვს ქიმიური მასალებისგან ან ქსოვილის პულპისგან წარმოებას) შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ პირობით, რომ მათი საერთო წონა არ აჭარბებს ნართის წონის 10 პროცენტს. მაგალითი: 5112 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული შალის ქსოვილი, რომელიც დამზადებულია 5107 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული შალის ნართისგან და 5509 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ძირითადი ბოჭკოების სინთეტიკური ნართისგან, არის შერეული ქსოვილი. ამიტომ, სინთეტიკური ნართი, რომელიც არ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს, (რაც ითხოვს ქიმიური ნივთიერებებისგან ან ტექსტილის პულპისგან წარმოებას), ან შალის ნართი, რომელიც არ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს (რაც ითხოვს ნატურალური ბოჭკოებისგან წარმოებას, რომელიც არ არის დაჩეჩილი ან სხვაგვარად მომზადებული დართვისათვის), ან ამ ორის კომბინაცია, შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ პირობით, რომ მათი საერთო წონა არ აჭარბებს ქსოვილის საერთო წონის 10 პროცენტს. მაგალითი: 5802 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ტაფტირებული ქსოვილის ბოჭკო, რომელიც დამზადებულია 5205 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ნართით და 5210 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ბოჭკოთი, არის მხოლოდ შერეული პროდუქტი, თუ თავად ბამბის ბოჭკო შერეული ბოჭკოა, რომელიც დამზადებულია ორი სხვადასხვა სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული ნართებისგან, ან თუ გამოყენებული ბამბის ნართები თავად არის შერეული პროდუქტი. მაგალითი: თუ ტაფტირებული ქსოვილის ბოჭკოები დამზადებულია 5205 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ნართისგან და 5407 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სინთეტიკური ბოჭკოსგან, მაშინ, აშკარაა, რომ გამოყენებული ნართი არის ორი სხვადასხვა ძირითადი ქსოვილის მასალა და ტაფტირებული ტექსტილის ბოჭკოები შესაბამისად არის შერეული პროდუქტი. 5.3. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი შეიცავს “ნართს, რომელიც დამზადებულია პოლიესტერის პლასტიკურ სეგმენტებად სეგმენტირებული პოლიურეთანისგან“, ეს დაშვება შეადგენს მხოლოდ 20 პროცენტს ამ ნართთან დაკავშირებით. 5.4. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი შეიცავს “ფენებს, რომელიც შედგება ალუმინის ფოლგის შემავსებლების, პლასტმასის ფენის შემავსებლებისგან, მიუხედავად იმისა, დაფარულია თუ არა ალუმინის ფხვნილით, რომელთა სიგანეც არ აღემატება 5 მილიმეტრს, რომლებიც შეერთებულია გამჭირვალე ან ფერადი წებოვანით პლასტმასის ორ ფენას შორის“, ეს დაშვება შეადგენს 30 პროცენტს ამ ფენებთან დაკავშირებით. შენიშვნა 6: 6.1. როდესაც ჩამონათვალში მითითება გაკეთებულია ამ შენიშვნაზე, ქსოვილის მასალები (სარჩულისა და სასარჩულე მასალის გარდა), რომლებიც არ აკმაყოფილებს ჩამონათვალის მე-3 სვეტში განსაზღვრულ წესს შესაბამისი დამზადებული საქონლისათვის, შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ პირობით, რომ ისინი კლასიფიცირებულია იმ სასაქონლო პოზიციით, რომელიც არ არის ის სასაქონლო პოზიცია, რომლითაც კლასიფიცირებულია თვითონ საქონელი და რომ მათი ღირებულება არ აჭარბებს თავად საქონლის ფრანკო ფასის 8 პროცენტს. 6.2. 6.3 შენიშვნის დაცვით, მასალები, რომლებიც კლასიფიცირებული არ არის 50-63 საქონლის ჯგუფებით, შეიძლება თავისუფლად იქნეს გამოყენებული ქსოვილების ნაწარმის წარმოებაში, მიუხედავად იმისა, შეიცავენ თუ არა ქსოვილს. მაგალითი: თუ ჩამონათვალით განსაზღვრული წესი ადგენს, რომ ქსოვილების კონკრეტული ნაწარმისთვის (როგორიცაა შარვლები) გამოყენებული უნდა იქნეს ნართი, ეს არ კრძალავს მეტალის საგნების გამოყენებას, როგორიცაა ღილები, იმიტომ, რომ ღილები არ არის კლასიფიცირებული 50-63 საქონლის ჯგუფებით. ამავე მიზეზით, ეს არ კრძალავს ელვა-შესაკრავების გამოყენებას, თუმცა ელვა-შესაკრავები ჩვეულებრივ შეიცავს ქსოვილს. 6.3. როდესაც გამოიყენება პროცენტებთან დაკავშირებული წესები, ინკორპორირებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულების გამოანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მასალების ღირებულება, რომლებიც კლასიფიცირებული არ არის 50-63 საქონლის ჯგუფებით. . შენიშვნა 7: 7.1. „ex“, 2707, 2713-დან 2715-მდე, „ex“, 2901, „ex“ 2902, და „ex“, 3403 სასაქონლო პოზიციების მიზნებისათვის „სპეციფიკური პროცესები“ მოიცავს შემდეგს: (a) ვაკუუმური დისტილაცია; (b) რედისტილაცია ძალიან სრული დანაწევრების პროცესით; (c) კრეკინგი; (d) რეფორმირება; (e) ექსტრაქცია სელექციური გამხსნელებით; (f) პროცესი, რომელიც შეიცავს ყველა შემდეგ ოპერაციას: გადამუშავება კონცენტრირებული გოგირდის მჟავით, ოლეუმის ან გოგირდის ანჰიდრიტით; ნეიტრალიზაცია ტუტე რეაგენტებით; გაუფერულება და გაწმენდა ბუნებრივად აქტიური მიწით, გააქტიურებული მიწით, გააქტიურებული ნახშირით ან ბოქსიტით; (g) პოლიმერიზაცია; (h) ალკალიზაცია; (i) იზომერიზაცია. 7.2. 2710, 2711 და 2712 სასაქონლო პოზიციების მიზნებისათვის, “სპეციფიკური პროცესები“ მოიცავს შემდეგს: (a) ვაკუუმური დისტილაცია; (b) რედისტილაცია ძალიან სრული დანაწევრების პროცესით; (c) კრეკინგი; (d) რეფორმირება; (e) ექსტრაქცია სელექციური გამხსნელებით; (f) პროცესი, რომელიც შეიცავს ყველა შემდეგ ოპერაციას: გადამუშავება კონცენტრირებული გოგირდის მჟავით, ოლეუმის ან გოგირდის ანჰიდრიტით; ნეიტრალიზაცია ტუტე რეაგენტებით; გაუფერულება და გაწმენდა ბუნებრივად აქტიური მიწით, გააქტიურებული მიწით, გააქტიურებული ნახშირით ან ბოქსიტით; (g) პოლიმერიზაცია; (h) ალკალიზაცია; (i) იზომერიზაცია; (j) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან დაკავშირებით, ჰიდროგენით დესულფერიზაცია, რომელიც იწვევს გადამუშავებულ პროდუქტში გოგირდის შემცველობის სულ ცოტა 85 პროცენტით შემცირებას (ASTM D 1266-59 T მეთოდი); (k) მხოლოდ 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან დაკავშირებით, დეპარაფინირება, ფილტრაციით დეპარაფინირების გარდა; (l) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან დაკავშირებით, წყალბადით დამუშავება 20 ბარზე მეტი წნევით და 250 გრადუსზე ცელსიუსით მეტ ტემპერატურაზე, კატალიზატორის გამოყენებით, გარდა ისეთი პროცესისა, რომელიც იწვევს დესულფურიზაციას, როდესაც წყალბადი შეადგენს ქიმიური რეაქციის აქტიურ ელემენტს. ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული საპოხი მასალების წყალბადით შემდგომი გადამუშავება (ანუ ჰიდროდამუშავება ან დეკოლორიზაცია), უფრო კონკრეტულად, დამუშავება ფერის ან მდგრადობის გაუმჯობესებისათვის, არ ჩაითვლება სპეციფიკურ პროცესად. (m) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ საწვავ ნავთობთან დაკავშირებით, ატმოსფერული დისტილაცია, იმ პირობის არსებობისას, რომ გამოიხდება ამ პროდუქტების 30 პროცენტზე ნაკლები, მოცულობით, მათ შორის დანაკარგები, 300 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, ASTM D 86 მეთოდით; (n) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან (გაზოილის და საწვავი ნავთობის გარდა) დაკავშირებით, მაღალი სიხშირის ელექტრული განმუხტვით დამუშავება. (o) მხოლოდ და მხოლოდ ex. 2712 პოზიციის ნედლი პროდუქტების მიმართ (ნავთობის ვაზელინი, ოზოკერიტი, ლიგნიტის ცვილი ან ტორფის ცვილი, პარაფინის ცვილი ზეთის შემცველობით 0,75 მას.%-ზე ნაკლები), ზეთის მოცილება ნაწილობრივი კრისტალიზაციით. 7.3. ex 2707, 2713-დან 2715-მდე, ex 2901, ex 2902 და ex 3403 სასაქონლო პოზიციების მიზნებისათვის, მარტივი ოპერაციები, როგორიცაა გაწმენდა, დეკანტირება, მარილისგან გასუფთავება, გაუწყლოება, გაფილტვრა, შეღებვა, დაწებება, პროდუქტის გოგირდის შემცველ სხვადასხვა ნივთიერებებთან შერევით გოგირდის შემცველობის მიღება, ამ ოპერაციების ნებისმიერი კომბინაცია ან მსგავსი ოპერაციები, არ ანიჭებს წარმოშობის სტატუსს. დანართი II წარმოებული პროდუქციისთვის წარმოშობის სტატუსის მისანიჭებლად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო დამუშავება-გადამუშავების პროცესების ჩამონათვალი აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებულ ყველა პროდუქციას შესაძლოა არ ითვალისწინებდეს წინამდებარე შეთანხმება. შესაბამისად აუცილებელია შეთანხმების სხვა ნაწილების გაცნობა.
|
დოკუმენტის კომენტარები