სს „ლიბერთი ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „ლიბერთი ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03065/30008
დოკუმენტის მიმღები სს „ლიბერთი ბანკი“
მიღების თარიღი 21/07/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
03065/30008
21/07/2017
ვებგვერდი, 24/07/2017
სს „ლიბერთი ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
სს „ლიბერთი ბანკი“

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების (შემდგომში „საერთო კრება“) ჩატარება დაგეგმილია 2017 წლის 14 აგვისტოს, 10:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრების“ დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

a. ცვლილებების განხორციელება „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არ იქნება ამის წინააღმდეგი. კერძოდ, სამეთვალურეო საბჭოში შემდეგი პირების არჩევა:

1. ირაკლი ოთარ რუხაძე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, (პასპორტის  №452029293, გაცემული 2009 წლის 16 დეკემბერს).

2. გიორგი კალანდარიშვილი, საქართველოს მოქალაქე (პირადი  №01017008854); და

3. დავით შონია, საქართველოს მოქალაქე (პირადი  №01005010986).

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, დაამტკიცონ ბატონების – ირაკლი რუხაძის, გიორგი კალანდარიშვილის და დავით შონიას „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩევა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არ იქნება აღნიშნულის წინააღმდეგი.

b. უფლებამოსილება მიენიჭოს ბატონ მალიკ იშმურატოვს და/ან ბატონ ალექსი ხოროშვილს და/ან ბატონ დავით მელიქიძეს, თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად, გაუგზავნონ ბატონ ვლადიმერ გურგენიძეს 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული მოქმედი სასამსახურო ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება I“) და/ან 2017 წლის 30 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება II”) (რომელიც მოქმედი იქნება შესაბამისი თარიღისთვის) შეწყვეტის შეტყობინება ა) ავტომატურად, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენი წევრებიდან (კერძოდ, ბატონები იშმურატოვი, აბდუოვი, გრემი და იუსფინი) არანაკლებ ორი წევრი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, ბ) ავტომატურად, როდესაც განხორციელდება კონტროლის ცვლილება (როგორც ეს განმარტებულია ხელშეკრულება I-ის და ხელშეკრულება II-ის მიხედვით), გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეხედულებისამებრ, რომელიც გამოიწვევს დაკისრებული მოვალეობებისგან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დღიდან. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, „ბანკის“ მიერ ვლადიმერ გურგენიძისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დღეს (და/ან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეტყობინების თარიღისთვის, როგორც ეს ქვემოთ არის განმარტებული) უნდა მოხდეს ვლადიმერ გურგენიძისთვის შემდეგი თანხების გადახდა: ა) ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობა (შემდგომში „ძირითადი ანაზღაურება“), რომელიც განსაზღვრულია „ხელშეკრულება I” ან „ხელშეკრულება II”-ის 6.1 პუნქტის საფუძველზე, იმის მიხედვით თუ რომელი ხელშეკრულება იქნება მოქმედი შეწყვეტის/თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეტყობინების თარიღისთვის, ბ) ხელშეკრულების ხელმოწერის თანხა, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია „ხელშეკრულება II“-ის 4.2 პუნქტის საფუძველზე (შემდგომში „ხელმოწერის თანხა“), იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეწყვეტის შეტყობინება გაგზავნილი იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ გურგენიძე გაუგზავნის „ბანკს“ „ხელშეკრულება I“ ან „ხელშეკრულება II“-ის შეწყვეტის შეტყობინებას, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი იქნება მოქმედი შესაბამისი თარიღისთვის, უფლებამოსილება მიენიჭოს ბატონ მალიკ იშმურატოვს და/ან ბატონ ალექსი ხოროშვილს და/ან ბატონ დავით მელიქიძეს, თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად, „ბანკის“ სახელით დააკმაყოფილონ ვლადიმერ გურგენიძის თანამდებობიდან გადადგომა, შეწყვეტის შესახებ შეტყობინების თარიღიდან ვლადიმერ გურგენიძის დაკისრებული მოვალეობებისგან სრულად გათავისუფლების გზით და უზრუნველყონ მისთვის „ძირითადი ანაზღაურებისა“ და „ხელმოწერის თანხის“ (იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული შეწყვეტის შეტყობინება ვლადიმერ გურგენიძის მიერ გაგზავნილი იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე) დაუყოვნებლივ გადახდა;

c. აღიარებულ იქნეს და მადლობა გამოეცხადოს ვლადიმერ გურგენიძეს მის მიერ „ბანკისთვის“ გაწეული ხანგრძლივი და გამორჩეული სამსახურისთვის, ხაზი გაესვას მის განსაკუთრებულ წვლილს 2009 წლის სექტემბრიდან დაწყებულ „ბანკის“ სწრაფად მზარდ განვითარებაში და დამტკიცებულ იქნეს „ძირითადი ანაზღაურებისა“ და „ხელმოწერის თანხის“ სრულად გადახდა მისთვის შეწყვეტის შეტყობინების გაგზავნის ან მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღეს. უფლებამოსილება მიენიჭოს ბატონ მალიკ იშმურატოვს და/ან ალექსი ხოროშვილს და/ან დავით მელიქიძეს, თითოეულს დამოუკიდებლად, უზრუნველყონ ზემოაღნიშნულის გადახდა იმ პირობებით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ.

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, მიანიჭონ უფლებამოსილება მალიკ იშმურატოვს და/ან ალექსი ხოროშვილს და/ან დავით მელიქიძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აღწერილია „ბ“ და „გ“ პუნქტებში და, ასევე, რეკომენდაციას აძლევს „საერთო კრებას“ დაამტკიცოს ვლადიმერ გურგენიძისთვის „ძირითადი ანაზღაურებისა“ და „ხელმოწერის თანხის“ დაუყოვნებლივ სრულად გადახდა ზემოაღნიშნული რომელიმე პირობის დადგომის შემთხვევაში.

„საერთო კრება“ გაიმართება სს „ბანკის“ სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი  №74, თბილისი 0162, საქართველო.

 აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 14 აგვისტოს, 9:00 საათზე.

„საერთო კრების“ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 19 ივლისი.

აქციონერთა „საერთო კრებაში“ მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2017 წლის 4 აგვისტოდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: მე-7 სართული, კორპუსი 10, ვაჟა-ფშაველას გამზ  №71, თბილისი 0186, საქართველო.

გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი

სს „ლიბერთი ბანკი“