აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ

  • Word
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 662
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/02/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 24/02/1995
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
662
24/02/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 24/02/1995
0000.00.00.000000
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ

1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო.

აღნიშნული ნულოვანი ვარიანტი ქმნიდა იმის პირობებსაც, რომ აფხაზეთში ეთნოწმენდის შედეგად გამოძევებული ასიათასობით დევნილის დაბრუნების შემდეგ განისაზღვრებოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, მსოფლიოს მიერ ცნობილი, გაეროს რეზოლუციებით არაერთხელ დადასტურებული ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და მომზადდებოდა საფუძველი აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. მიუხედავად ამისა, ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებულმა, ეროვნული უპირატესობის ნიშნით, წინასწარი საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიით, მოსახლეობის უმცირესი ნაწილის მიერ 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეულმა გუდაუთის სეპარატისტულმა დაჯგუფებამ კვლავ უკანონოდ გააგრძელა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სახელით მოქმედება, უფრო მეტიც, მიიღო ე.წ. კონსტიტუცია, აირჩია პრეზიდენტი, გამოაცხადა აფხაზეთის რეგიონი დამოუიდებელ რესპუბლიკად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად.

აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებმა, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს, ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე შეაჩერეს საქმიანობა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში გუდაუთის სეპარატისტული დაჯგუფების ანტიკონსტიტუციური საქმიანობისადმი პროტესტის ნიშნად. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ 1995 წლის იანვარში განაახლეს მუშაობა და სთხოვეს საქართველოს პარლმენტს კომპეტენციის დადასტურება. საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ აფხაზეთში არსებული ხელისუფლების ვაკუუმი სეპარატისტთა დაჯგუფებას საშუალებას აძლევს გაიხანგრძლივოს დანაშაულებრივი უზურპატორული საქმიანობა, არ დაუშვას დევნილთა დაბრუნება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საქართველოს იურისდიქცის ფაქობრივი აღდგენა აფხაზეთის რეგიონში.

სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აზაცის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში (სია თან ერთვის).

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ თავისი საქმიანობა წარმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის და იმ საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას; შექმნას აუცილებელი სამართლებრივი ბაზა, რაც უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად სათანადო ნორმატიული ბაზის შექმნას.

3. აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიენიჭოს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშრებულ ყველა მოლაპარაკებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული დელეგაციის თანხმობის გარეშე ბათილად ჩაითვალოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება, შეთანხმება და განცხადება.

4. გაეროს წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთხოვოთ თავი შეიკავონ ყოველგვარ ურთიერთობისაგან ეთნიკურ წმენდაში გენოციდში დამნაშავე აგრესიულ- სეპარატისტულ რეჟიმთან (გუდაუთის დაჯგუფებასთან), გარდა სამშვიდობო პროცესის მონაწილე ოფიციალური პირებისა, შუამავლებისა და დამკვირებლებისა, რომელთაც ყველა პირობა უნდა შეექმნათ სამშვიდობო მოღვაწეობისათვის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად.

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 24 თებერვალი

662–II

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეულ დეპუტატთა

ს ი ა

1. ასტემიროვა ეთერ გასანის ასული – ქ. სოხუმის 4 საარჩევნო ოლქი

2. გვაძაბია დავით დავითის ძე – გულრიფშის რაიონის ფშავის 50 საარჩევნო ოლქი

3. გვაზავა ელგუჯა ანატოლის ძე – ქ. სოხუმის 2 საარჩევნო ოლქი

4. გასვიანი აკაკი იპოლიტეს ძე – ქ. გაგრის კოლხიდის 13 საარჩევნო ოლქი

5. გამახარია ჯემალ ორესტის ძე – გალის რაიონის ნაბაკევის 37 საარჩევნო ოლქი

6. გოგოხია თემურ ნურის ძე – ოჩამჩირის მეორე 61 საარჩევნო ოლქი

7. დგებუაძე რენალდ ეგნატეს ძე – გალის რაიონის საბერიოს 34 საარჩევნო ოლქი

8. ზუხბაია ოთარ გიორგის ძე – გალის მეორე 30 საარჩევნო ოლქი

9. კალანდია თემურ ალექსანდრეს ძე – სოხუმის რაიონის 64 საარჩევნო ოლქი

10. კაჭარავა ვახტანგ მიხეილის ძე – გულრიფშის რაიონის ბაბუშარის 52 საარჩევნო ოლქი

11. კვარაცხელია მურმან სარდიონის ძე – ოჩამჩირის რაიონის ილორის 59 საარჩევნო ოლქი

12. ლორთქიფანიძე თემურ სერგოს ძე – ქ. სოხუმის 1 საარჩვნო ოლქი

13. მგალობლიშვილი ნუგზარ პეტრეს ძე – გურიფშის რაიონის მაჭარის 48 საარჩევნო ოლქი

14. მესხია ნაპოლეონ შალვას ძე – გალის რაიონის აჩიგვარის 31 საარჩევნო ოლქი

15. მჟავია თემურ ვალერიანის ძე – სოხუმის რაიონის 65 საარჩევნო ოლქი

16. ნადარეიშვილი თამაზ ვლადიმერის ძე – ქ. გაგრის 17 საარჩევნო ოლქი

17. ნაგარნინა ოლღა სიმონის ასული – გულრიფშის რაიონის დრანდის 51 საარჩევნო ოლქი

18. უბილავა რაისა ორესტის ასული – ქ. გაგრის ლესელიძის 20 საარჩევნო ოლქი

19. ქარაია რაისა კონსტანტინეს ასული – გუორიფშის 49 საარჩევნო ოლქი

20. ხეცურიანი შოთა გიორგის ძე – ოჩამჩირის რაიონის კოჩარის 56 საარჩევნო ოლქი

21. ხუბუა თამაზ ტერენტის ძე – ქ. გაგრის 29 საარჩევნო ოლქი

22. ყოლბაია ვახტანგ გაბრიელის ძე – გალის რაიონის ჭუბურხინჯის 35 საარჩევნო ოლქი

23. ცატავა რუდიკ ძიკას ძე – გალის რაიონის სოფ.პირველი გალის 33 საარჩევნო ოლქი

24. ჯაჭვლიანი კიმი ვარლამის ძე – გულრიფშის რაიონის წებელდის 47 საარჩევნო ოლქი

25. ჯგუბურია ზურაბ გრიგოლის ძე – გალის რაიონის ოქუმის 32 საარჩევნო ოლქი

26. შამუგია როსტომ ვლადიმერის ძე – გალის რაიონის ზემო ბარღების 36 საარჩევნო ოლქი.