დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 323 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020032 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (07/07/2017 - 01/06/2018)
|
ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესი.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესი
|
მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო
1. „ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია ზოონოზის, ზოონოზური აგენტისა და მასთან დაკავშირებული ანტიმიკრობული რეზისტენტობის სათანადო მონიტორინგისა და საკვებისმიერი დაავადების აფეთქების ეპიდემიოლოგიური მოკვლევის განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და წყაროების შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის შეგროვება. 2. ეს წესი არეგულირებს: ა) ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგს; ბ) ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტთან დაკავშირებულ ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგს; გ) საკვებისმიერი დაავადების აფეთქების ეპიდემიოლოგიურ მოკვლევასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; დ) ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას. 3. ამ წესის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხოველის ჯანმრთელობისა და კვების, სურსათის ჰიგიენის, ადამიანზე გადამდები დაავადებების, მათი ჯანმრთელობისა და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, გენური ტექნოლოგიისა და გადამდებ ღრუბლისებრ ენცეფალოპათიებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 5. ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზოონოზი – ნებისმიერი დაავადება და/ან ინფექცია, რომელიც არის ბუნებრივად გადამდები, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, ცხოველებსა და ადამიანებს შორის; ბ) ზოონოზური აგენტი – ნებისმიერი ვირუსი, ბაქტერია, სოკო, პარაზიტი ან სხვა ბიოლოგიური ორგანიზმი, რომელიც სავარაუდოდ იწვევს ზოონოზს; გ) ანტიმიკრობული რეზისტენტობა – კონკრეტული სახეობის მიკროორგანიზმების გადარჩენის ან ზრდის უნარი ანტიმიკრობული აგენტის მოცემული კონცენტრაციის ფარგლებში, რაც ჩვეულებრივ საკმარისია აღნიშნული სახეობის მიკროორგანიზმების ინჰიბირების ან მოკვლისთვის; დ) საკვებისმიერი დაავადების აფეთქება – მოცემულ გარემოებაში დაფიქსირებული, ერთისა და იმავე დაავადების და/ან ინფექციის 2 ან მეტი შემთხვევა ადამიანებში ან სიტუაცია, როდესაც დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა აღემატება მოსალოდნელ რაოდენობას და შემთხვევები დაკავშირებულია (ან სავარაუდოდ დაკავშირებულია) სურსათის იმავე წყაროსთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისა; ე) მონიტორინგი – ზოონოზის, ზოონოზური აგენტისა და მასთან დაკავშირებული ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემთხვევების შესახებ მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების სისტემა. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები 1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ზოონოზის, ზოონოზური აგენტისა და მასთან დაკავშირებული ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემთხვევების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზის ჩატარება და დაუყოვნებლივ გამოქვეყნება, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დანერგვაში ჩართულმა სააგენტომ და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურმა ორგანო(ებ)მა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ეფექტიანად და უწყვეტად ზოგადი ინფორმაციისა და მონაცემების თავისუფალი გაცვლისათვის ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად. 3. სააგენტომ და სხვა კომპეტენტურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ, უნდა უზრუნველყონ შესაბამისი საწყისი და მიმდინარე ტრენინგების განხორციელება ვეტერინარიაში, მიკრობიოლოგიაში ან ეპიდემიოლოგიაში. მუხლი 4. ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგთან დაკავშირებული ზოგადი წესები 1. სააგენტომ უნდა შეაგროვოს მნიშვნელოვანი და შედარებადი მონაცემები ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებისა და დახასიათებისთვის, ექსპოზიციის შეფასებისა და რისკების დახასიათებისათვის. 2. მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სასურსათო ჯაჭვის იმ ეტაპზე ან ეტაპებზე, რომელიც ყველაზე მეტად მიზანშეწონილია ზოონოზის ან ზოონოზური აგენტის გამოვლენისათვის, კერძოდ, პირველადი წარმოების დონეზე და/ან სასურსათო ჯაჭვის სხვა ეტაპებზე, მათ შორის, სურსათსა და ცხოველის საკვებში. 3. მონიტორინგის გეგმა უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტს. თუ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, ასევე უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგი. 4. ამ წესის მე-10-მე-11 მუხლებით განსაზღვრული ჩამონათვალი შეიძლება ჩასწორდეს ზოონოზის ან ზოონოზური აგენტის დამატებით ან ამოღებით, ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა: ა) გავრცელების არეალი ცხოველთა და ადამიანთა პოპულაციებში, სურსათსა და ცხოველის საკვებში; ბ) ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის სიმძიმე; გ) ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოებასთან დაკავშირებით ეკონომიკური შედეგები; დ) ეპიდემიოლოგიური ტენდენციები ცხოველთა და ადამიანის პოპულაციებში, სურსათსა და ცხოველის საკვებში. 5. მონიტორინგის მონაცემთა შეგროვებისა და შედარების გამარტივების საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-10-მე-11 მუხლებით განსაზღვრული ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგისათვის უნდა განისაზღვროს კონკრეტული ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის მინიმალური მოთხოვნები. კერძოდ: ა) მონიტორინგის დროს გასათვალისწინებელი ცხოველთა პოპულაციები ან ქვეპოპულაციები ან ეტაპები სასურსათო ჯაჭვში; ბ) შესაგროვებელი მონაცემების ტიპი და სახე; გ) შემთხვევის განმარტება; დ) ნიმუშის აღების სქემები; ე) გამოკვლევის ლაბორატორიული მეთოდები; ვ) ანგარიშგების სიხშირე, მათ შორის, ცენტრალურ და რეგიონულ ორგანოებს შორის. 6. ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრისას პრიორიტეტი ენიჭება ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტს. მუხლი 5. კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამები 1. თუ ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე შეგროვებული მონაცემები არ არის საკმარისი, სააგენტომ შესაძლოა შექმნას კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამები ერთ ან მეტ ზოონოზთან და/ან ზოონოზურ აგენტთან დაკავშირებით, სხვა კომპეტენტურ ორგანო(ებ)თან, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ქვეყნის დონეზე ზოონოზთან ან ზოონოზურ აგენტთან დაკავშირებული რისკების შეფასების ან საბაზისო ღირებულებების დადგენის მიზნით. 2. კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამის შექმნის შემთხვევაში, სპეციალური მითითება უნდა გაკეთდეს ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტზე ცხოველთა შემდეგ პოპულაციებში: ა) ბანკივური ქათმის (Gallus gallus-ის) სანაშენე გუნდი; ბ) კვერცხმდებელი ქათამი; გ) ბროილერი; დ) ინდაური; ე) დასაკლავად განკუთვნილი ღორის კოლტი; ვ) ღორის სანაშენე კოლტი. 3. კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამების შექმნასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ წესის მე-13 მუხლით. მუხლი 6. სურსათის ბიზნესოპერატორის ვალდებულებები როდესაც სურსათის ბიზნესოპერატორი ახორციელებს გამოკვლევებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონიტორინგს დაქვემდებარებული ზოონოზის ან ზოონოზური აგენტის არსებობასთან დაკავშირებით, მან უნდა შეინახოს შედეგები 3 წლის ვადით და წარუდგინოს სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში. მუხლი 7. ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ მონიტორინგით უზრუნველყოფილ იქნეს შედარებადი მონაცემები, რომლებიც გამოავლენს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას ზოონოზურ აგენტსა და სხვა აგენტში, რამდენადაც ის წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. მუხლი 8. საკვებისმიერი დაავადების აფეთქების ეპიდემიოლოგიურ მოკვლევასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. როდესაც სურსათის ბიზნესოპერატორი წარუდგენს ინფორმაციას სააგენტოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 181 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სურსათი ან მისი შესაბამისი ნიმუში დაცული უნდა იყოს ისე, რომ არ შეფერხდეს მისი ლაბორატორიაში გამოკვლევა ან საკვებისმიერი დაავადების აფეთქების მოკვლევა. 2. საკვებისმიერი დაავადების აფეთქების შემთხვევ(ებ)ის მოკვლევა ხორციელდება კომპეტენტური ორგანოების, მათ შორის, სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობით. მოკვლევით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მონაცემები ეპიდემიოლოგიურ პროფილზე, სავარაუდო სურსათისა და აფეთქების პოტენციურ მიზეზებზე. მოკვლევა უნდა მოიცავდეს (რამდენადაც შესაძლებელია) შესაბამის ეპიდემიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ გამოკვლევებს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც ეხება სურსათის უვნებლობას, ადამიანზე გადამდები დაავადებების კონტროლისა და პრევენციისთვის ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემებს, სურსათის ჰიგიენას, განსაკუთრებით მას, რომელიც ითვალისწინებს ბაზრიდან სურსათისა და ცხოველის საკვების გამოთხოვის საგანგებო ზომებსა და პროცედურებს. მუხლი 9. ზოონოზის, ზოონოზური აგენტისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტენდენციებისა და წყაროების შეფასება 1. სააგენტომ უნდა შეაფასოს ზოონოზის, ზოონოზური აგენტისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტენდენციები და წყაროები. 2. სააგენტომ ყოველ წელს უნდა წარუდგინოს ანგარიში სამინისტროს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად შექმნილი კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამების შედეგებზე, ასევე ზოონოზის, ზოონოზური აგენტისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტენდენციებისა და წყაროების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, ამ წესის მე-4, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, წინა წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები. ანგარიშები და მათი რეზიუმეები საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 3. მინიმალური მოთხოვნები ანგარიშებთან დაკავშირებით განსაზღვრულია ამ წესის მე-14 მუხლით. 4. შემაჯამებელი ანგარიშის მომზადებისას, სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს მის ხელთ არსებული სხვა მონაცემებიც. მუხლი 10. მონიტორინგის გეგმაში შესატანი ზოონოზი და ზოონოზური აგენტი მონიტორინგის გეგმაში შესატანი ზოონოზი და ზოონოზური აგენტია: ა) ბრუცელოზი და მისი აგენტები; ბ) კამპილობაქტერიოზი და მისი აგენტები; გ) ექინოკოკოზი და მისი აგენტები; დ) ლისტერიოზი და მისი აგენტები; ე) სალმონელოზი და მისი აგენტები; ვ) ტრიქინელოზი და მისი აგენტები; ზ) Mycobacterium bovis-ით გამოწვეული ტუბერკულოზი; თ) ვეროტოქსიგენური ნაწლავის ჩხირი. მუხლი 11. ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის ჩამონათვალი, რომელთა მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს შემდეგი ზოონოზისა და ზოონოზური აგენტის მონიტორინგი: ა) ვირუსული ზოონოზის: ა.ა) კალიცივირუსი; ა.ბ) ჰეპატიტ A-ს გამომწვევი ვირუსი; ა.გ) გრიპის გამომწვევი ვირუსი; ა.დ) ცოფის გამომწვევი ვირუსი; ა.ე) ფეხსახსრიანებით გადატანილი ვირუსები; ბ) ბაქტერიული ზოონოზის: ბ.ა) ბორელიოზი და მისი აგენტები; ბ.ბ) ბოტულიზმი და მისი აგენტები; ბ.გ) ლეპტოსპიროზი და მისი აგენტები; ბ.დ) ორნითოზი და მისი აგენტები; ბ.ე) ტუბერკულოზი, გარდა ამ წესის მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა; ბ.ვ) ვიბრიოზი და მისი აგენტები; ბ.ზ) იერსინიოზი და მისი აგენტები; გ) პარაზიტული ზოონოზის: გ.ა) ანისაკისი და მისი აგენტები; გ.ბ) კრიპტოსპორიდიოზი და მისი აგენტები; გ.გ) ცისტიცერკოზი და მისი აგენტები; გ.დ) ტოქსოპლაზმოზი და მისი აგენტები; დ) სხვა ზოონოზი და ზოონოზური აგენტი. მუხლი 12. ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სააგენტომ, ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგით უნდა უზრუნველყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაციის მოპოვება/შეგროვება: ა) მონიტორინგს დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების შესახებ; ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ბაქტერიული სახეობების ან/და შტამების შესახებ; გ) მონიტორინგში გამოყენებული ნიმუშის აღების სტრატეგიის შესახებ; დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ანტიმიკრობების შესახებ; ე) რეზისტენტობის გამოვლენისთვის ლაბორატორიული მეთოდოლოგიის შესახებ; ვ) მიკრობული იზოლატის იდენტიფიკაციისთვის გამოყენებული ლაბორატორიული მეთოდოლოგიის შესახებ; ზ) მონაცემთა შეგროვებისთვის გამოყენებული მეთოდების შესახებ. 2. მონიტორინგის სისტემით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება/შეგროვება მსხვილფეხა საქონლის, ღორის, ფრინველისა და ამ სახეობებიდან მიღებული ცხოველური წარმოშობის სურსათიდან, სულ მცირე, Salmonella spp., Campylobacter jejuni და Campylobacter coli იზოლატების რეპრეზენტატულ რაოდენობასთან დაკავშირებით. მუხლი 13. კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამები ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამის შედგენისას უნდა განისაზღვროს, სულ მცირე, შემდეგი მახასიათებლები: ა) მიზანი; ბ) მოქმედების ვადა (ხანგრძლივობა); გ) გეოგრაფიული ზონა ან რეგიონი; დ) ზოონოზი და/ან ზოონოზური აგენტი; ე) მოთხოვნილი ნიმუშების ტიპი და სხვა მონაცემები; ვ) მინიმალური ნიმუშის აღების სქემები; ზ) ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდების სახეები; თ) კომპეტენტური ორგანოების ამოცანები; ი) გასანაწილებელი რესურსები; კ) ხარჯების შეფასება და მათი დაფარვის წესი; ლ) შედეგების ანგარიშგების დრო და მეთოდი. მუხლი 14. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ანგარიშთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ანგარიშში ასახული უნდა იქნეს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია იმის გათვალისწინებით, რომ: ა) ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება ამ წესის მე-4 ან მე-7 მუხლის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით; ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული საკვებისმიერი დაავადების აფეთქების მოკვლევის ანგარიშთან დაკავშირებით. 2. თავდაპირველ თითოეულ ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტთან დაკავშირებულ ანგარიშში აღწერილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონიტორინგის სისტემა (ნიმუშის აღების სტრატეგია, ნიმუშის აღების სიხშირე, ნიმუშის სახე, შემთხვევის განსაზღვრა, გამოყენებული დიაგნოსტიკური მეთოდები); ბ) ვაქცინაციის პოლიტიკა და სხვა პრევენციული ზომები; გ) კონტროლის მექანიზმი და შესაბამის შემთხვევებში, პროგრამები; დ) ზომები დადებითი შედეგების შემთხვევებში ან ცალკეულ შემთხვევებში; ე) შეტყობინების სისტემა ადგილზე; ვ) დაავადების და/ან ინფექციის ისტორია ქვეყანაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ანგარიშში მომდევნო საანგარიშო წელს მიეთითება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცვლილებები. 4. ყოველ წელს უნდა განხორციელდეს: ა) შესაბამის ამთვისებელ ცხოველთა პოპულაციის (ციფრული მონაცემები თარიღთან ერთად) აღწერა: ა.ა) ჯოგის/კოლტის ან გუნდის რაოდენობით; ა.ბ) ცხოველთა საერთო რაოდენობით; ა.გ) შესაბამის შემთხვევებში, წარმოების მეთოდებით; ბ) მონიტორინგში ჩართული ლაბორატორიებისა და ინსტიტუტების რაოდენობრივი და ზოგადი აღწერა. 5. თითოეულ ზოონოზურ აგენტსა და მონაცემთა კატეგორიაზე, მათ შედეგებთან ერთად, ყოველ წელს აღწერილი უნდა იყოს: ა) ცვლილებები უკვე აღწერილ სისტემებში; ბ) ცვლილებები მანამდე აღწერილ მეთოდებში; გ) გამოკვლევისა და შემდგომი ტიპირების შედეგები ან დახასიათებისათვის გამოყენებული სხვა მეთოდები ლაბორატორიებში (თითოეულ კატეგორიაზე ცალ-ცალკე წარმოდგენილი); დ) ინფექციის მიმდინარე სიტუაციის, ტენდენციებისა და წყაროების ეროვნულ დონეზე შეფასება; ე) ზოონოზის გავლენა; ვ) ცხოველებიდან და სურსათიდან მიღებული შედეგების, როგორც ინფექციის წყაროს გავლენა ადამიანების შემთხვევების მიმართ; ზ) კონტროლის სტრატეგიები, რომლებიც მიჩნეულია, რომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანებზე ზოონოზური აგენტის გადაცემის მინიმუმამდე დაყვანისთვის ან პრევენციისთვის; თ) არსებული მდგომარეობის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში მიღებული ნებისმიერი სპეციალური ზომა. 6. შემოწმების შედეგების წარდგენისას მითითებულ უნდა იქნეს გამოკვლეული ეპიდემიოლოგიური ერთეულების რაოდენობა (ჯოგი/კოლტი, გუნდი, ნიმუშები, პარტიები) და დადებითი ნიმუშების რაოდენობა შემთხვევის განსაზღვრების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, შედეგები წარდგენილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ მიეთითოს ზოონოზის ან ზოონოზური აგენტის გეოგრაფიული განაწილება. 7. ანგარიშში აღწერილი უნდა იქნეს მონაცემები საკვებისმიერი დაავადების აფეთქების შესახებ: ა) აფეთქების საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში; ბ) აფეთქების დროს ადამიანების ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი; გ) აფეთქების გამომწვევი აგენტი, მათ შორის, სადაც შესაძლებელია აგენტის სეროტიპი ან სხვა საბოლოო აღწერილობა. თუ გამომწვევი აგენტის იდენტიფიკაცია შეუძლებელია, უნდა მიეთითოს ამის მიზეზი; დ) აფეთქებაში ჩართული სურსათი და სხვა პოტენციური სატრანსპორტო საშუალებები; ე) იმ ადგილის დადგენა, სადაც წარმოებულია/შესყიდულია/ მოპოვებულია/მოხმარებულია სურსათი; ვ) აფეთქების ხელშემწყობი ფაქტორები, მაგალითად ჰიგიენის მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარვეზები სურსათის გადამუშავებისას. |
დოკუმენტის კომენტარები