„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016414
1512
05/07/2017
ვებგვერდი, 06/07/2017
010170000.22.029.016414
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1512

2017 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების (ვებგვერდი, 19/07/2013, 010170000.22.029.016057) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1) (შემდგომში წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობა, დევნილის მოწმობა და მშობლის (მშობლების) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.“.

2. წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ ასახოს სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში, ხოლო შესაბამისი გასაუბრების კითხვარი, დეპარტამენტს მიაწოდოს გასაუბრების ჩატარებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“.

3. წესის მე-2 მუხლის მე-16 – მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას.

17. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში ან ტერიტორიულ ორგანოში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან დაკავშირებით. დეპარტამენტში დანიშნულ გასაუბრებაში მონაწილეობა ასევე შეიძლება მიიღონ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებმაც. გასაუბრების დროს ივსება დადგენილი ფორმის კითხვარი, რომლის ფორმას, ასევე გასაუბრებაზე და კითხვარის ფორმის შევსებაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეეებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მითითებულ ვადებში გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეჩერდება დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე  პირის განცხადების განხილვა.

18. თუ განმცხადებელმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო სამინისტროში ან ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება, ასეთ შემთხვევაში სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით განახორციელოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები (გასაუბრება, კითხვარის შევსება და სხვა).“.

4. წესის მე-2 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი და მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.“.

5. წესის მე-2 მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დეპარტამენტი განცხადებელს გადაწყვეტილებას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აცნობებს სამინისტროს ცხელი ხაზის ან/და განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის მეშვეობით, ხოლო – სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

22. დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ დეპარტამენტის ან ტერიტორიული ორგანოს მიერ ხორციელდება პირის ფოტოგრაფირება, ივსება ანკეტა და ამ ბრძანებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით გაიცემა დევნილის მოწმობა.“.

6. წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი

1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის ჩამორთმევის და აღდგენის საკითხის მომზადებისას აგრეთვე გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა.

3. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა  პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. დეპარტამენტი გადაწყვეტილებას დევნილის სტატუსის შეწყვეტის ან ჩამორთმევის შესახებ პირს აცნობებს წერილობითი ფორმით, ხოლო აღდგენის შესახებ – სამინისტროს ცხელი ხაზის ან/და განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

5. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში.

6. მონაცემთა ბაზის წვდომაზე და მასში ცვლილებების განხორციელებაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეეებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ვიდეო და/ან აუდიოჩაწერა

„1. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვისას, ხორციელდება გასაუბრების ვიდეო და აუდიო ჩაწერა, პირის თანხმობის შემთხვევაში.

2. გასაუბრების ვიდეო და აუდიო ჩაწერაზე პირის თანხმობა ან უარი აისახება გასაუბრების კითხვარში, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით.“.

8. წესის მე-4 მუხლის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი