კომპანია „INTER RAO UES, PJSC“-ს, საქართველოში რეგისტრირებულ სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024067
1309
30/06/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
000000000.00.003.024067
კომპანია „INTER RAO UES, PJSC“-ს, საქართველოში რეგისტრირებულ სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1309

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 კომპანია „ INTER RAO UES, PJSC “-ს, საქართველოში რეგისტრირებულ სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ კომპანია „INTER RAO UES, PJSC“-ს, საქართველოში რეგისტრირებულ სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან/და დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია.

2. საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან/და დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი