სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024037
  • Word
1283
23/06/2017
ვებგვერდი, 12/07/2017
000000000.00.003.024037
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1283

 2017 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1.  სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 380 300 (სამას ოთხმოცი ათას სამასი) ლარად,  ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 194 030.7 (ას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ოცდაათი  ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარად  და ამ განკარგულების დანართ №5-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 13 161 134.56 (ცამეტი მილიონ ას სამოცდაერთი ათას ას ოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ: №202403121).

2. ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ქონების  საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავი ქონების საპრივატიზებო თანხის,  380 300 (სამას ოთხმოცი ათას სამასი) ლარის გადახდა ამ განკარგულების დანართ №3-ით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

3. ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული უძრავი ქონების  საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო თანხის, 194 030.7 (ას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ოცდაათი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა ამ განკარგულების დანართ №4-ით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;

ბ)  2016 წლის 1 სექტემბრიდან არაუგვიანეს 2018 წლის 1 სექტემბრისა ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებულ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელებზე ამავე დანართით განსაზღვრული რაოდენობის აბონენტების (მათ შორის, იმ აბონენტების, რომლებიც „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული წესებით მოითხოვენ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელებზე დაერთებას და გააკეთებენ განაცხადს) უსასყიდლოდ მიერთება.

4. ამ განკარგულების დანართ №5-ში მითითებული უძრავი ქონების  საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს ამავე უძრავი ქონების საპრივატიზებო თანხის, 13 161 134.56 (ცამეტი მილიონ ას სამოცდაერთი ათას ას ოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა ამ განკარგულების დანართ №6-ით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი