დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 315 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.020025 |
|
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2016, 240140000.10.003.019271) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეარჩევს პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად; დ) შერჩეული პროექტებისათვის უზრუნველყოფს თანხების გამოყოფას, პროექტის ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, მაგრამ არაუმეტეს 35 000 000 ლარის ზღვრული ოდენობისა, მათ შორის, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე – არაუმეტეს 10 000 000 ლარისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები