„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016661
335
30/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
140130000.22.034.016661
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №335

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანდართული სახით დამტკიცდეს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები.“.

3. პირველი პუნქტით დამტკიცებული წესისა და პირობების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი არეგულირებს საქართველოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესსა და პირობებს.

2. ეს წესი გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან, „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა ნორმატიული აქტებიდან.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სატრანსპორტო საშუალება – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები;

ე) კატეგორია – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები;

ვ) ქვეკატეგორია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები;“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქარველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.“;

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემასა (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოებას, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების შეცვლას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საგამოცდო სამსახურების, გამომცდელებისა და სხვა უფლებამოსილი პირების მეშვეობით.“;

დ.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადებაში შეიძლება აისახოს დაინტერესებული პირის (მონაცემთა სუბიექტის) ტელეფონის ნომერი.

10. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს ადმინისტრაციულ ორგანოებს მათთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.“;

ე) 21-ე მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა (გარდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტის ან საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შემთხვევისა);

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“;

ვ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტითა და ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც დადგენილი სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად გაიარა პროფესიული მომზადების კურსები, სათანადოდ აღჭურვილ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე საჯარო ან კერძო დაწესებულებაში (შემდგომში – მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება).“;

ზ) 24-ე მუხლის:

ზ.ა) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მართვის მოწმობა:

ზ.ა) თუ მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს უკვე მოპოვებული აქვს სხვა კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებთა მართვის უფლება; ამ შემთხვევაში, დოკუმენტების მიღების შემდგომ, პირს უბრუნდება წარმოდგენილი მართვის მოწმობა და მისი განმეორებით, ჩასაბარებლად წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშვება, მხოლოდ ახალი მართვის მოწმობის გაცემის საფუძვლის წარმოშობისას;

ზ.ბ) თუ ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს მართვის მოწმობა არ აქვს ჩამორთმეული ან დაკარგული;“;

ზ.ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები (გარდა ამ წესით განსაზღვრული გამონაკლისებისა) წარადგინოს:

ა) თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე, თუ:

ა.ა) მართვის უფლების მოსაპოვებლად ან უფლების აღსადგენად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება;

ა.ბ) მართვის უფლების მოსაპოვებლად ან უფლების აღსადგენად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები, მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება;

ბ) პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებამდე, თუ მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა, მხოლოდ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.“;

ზ.გ) მე-14 პუნქტის:

ზ.გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად ან უფლების აღსადგენად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები, მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება – პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას;“;

ზ.გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად ან უფლების აღსადგენად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება:

გ.ა) პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, 30 კალენდარული დღის განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას;

გ.ბ) პირის მიერ პირველ პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველ შემდგომ დაშვებას, მაგრამ არანაკლებ უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-7 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30-ე კალენდარული დღისა.“;

ზ.დ) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე-29-ე პუნქტები:

„24. ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი დაიშვება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის მიმდინარეობისას არაუმეტეს ერთხელ, გარდა ამ მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისა.

25. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაშვებული მძღოლობის კანდიდატისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გაზრდის, ჩამორთმევის ან მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ხელშემშლელი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პირის შემდგომი დაშვება პრაქტიკულ გამოცდაზე წყდება.

26. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით, ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე პირი დაიშვება არაუმეტეს ერთხელ ამ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არაუადრეს 3 თვისა.

27. ამ მუხლის 26-ე პუნქტით დადგენილი წესით, პირი ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაიშვება იმ შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით დაშვებული იყო ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე, მაგრამ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა არ განხორციელებულა.

28. ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დასაშვებად მძღოლობის კანდიდატს არ მოეთხოვება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, ხოლო უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული და საქართველოს მიერ აღიარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისას – აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა.

29. უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული და საქართველოს მიერ აღიარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისას ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაშვება არ განხორციელდება, თუ გასულია ამ წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან 11 პუნქტით  გათვალისწინებული ვადა.“;

თ) 45-ე მუხლის:

თ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვა;“;

თ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით მართვის უფლების შეჩერებიდან ამ უფლების  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე, უფლებაშეჩერებული პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ.“;

ი) 46-ე მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღდგენილად ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით, აგრეთვე საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთან, მართვის უფლების აღდგენის შემდგომ პირი ვალდებულია დადგენილი წესით დაიბრუნოს ჩამორთმეული მართვის მოწმობა.

შენიშვნა: ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლად ჩაითვლება საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  მართვის უფლების ვადამდე აღდგენის  შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების გამოცემა.“;

ი.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს უფლების აღდგენის თაობაზე დაინტერესებული პირის მომართვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენის  საფუძველზე სააგენტოს მიერ მართვის უფლების აღდგენის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვის შემდეგ.“; 

ი.გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღდგენილად ჩაითვლება:

ა) მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ამასთან, მართვის უფლების აღდგენის შემდგომ პირი ვალდებულია დადგენილი წესით დაიბრუნოს ჩამორთმეული მართვის მოწმობა;

ბ) მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე, ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“;

ი.დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13-მე-15 პუნქტები:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეჩერებული სატრანსპორტო საშუალე­ბის მართვის უფლების ვადამდე აღსადგენად სავალდებულოა:

ა) სატრანსპორტო  საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე მძღოლობის კანდიდატისათვის მინიჭებული და შეჩერების დროისათვის იურიდიული ძალის მქონე (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ან/და მართვის მოწმობისათვის მოქმედების ვადის ამოწურვის საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება), მძღოლობის კანდიდატის მიერ მითითებული ერთ-ერთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, თუ  აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისას ეს წესი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარემოებას. ამასთან, ამ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების მითითების უფლებამოსილება მძღოლობის კანდიდატს წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო  საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე არ გააჩნდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) სატრანსპორტო  საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე მძღოლობის კანდიდატისათვის მინიჭებული და შეჩერების დროისათვის იურიდიული ძალის მქონე (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ან/და მართვის მოწმობისათვის მოქმედების ვადის ამოწურვის საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება), მძღოლობის კანდიდატის მიერ მითითებული ერთ-ერთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის გარემოება.

14. შეჩერებული სატრანსპორტო საშუალე­ბის მართვის უფლების ვადამდე ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესით აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს:

ა) ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და შესაბამისი კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ამასთან, მართვის მოწმობის გაცემად ჩაითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის ან ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის ასახვა; ამ შემთხვევაში მართვის მოწმობა, რომლის სანაცვლოდაც გაიცა ახალი მართვის მოწმობა, კარგავს იურიდიულ ძალას;

ბ) ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვის შემდეგ, თუ პირს შეჩერებული ჰქონდა უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული და საქართველოს მიერ აღიარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ამასთან, პირს უბრუნდება ჩამორთმეული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა.

15. უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული და საქართველოს მიერ აღიარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ან ჩამორთმევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა არ განხორციელდება, თუ გასულია ამ წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან 11 პუნქტით  გათვალისწინებული ვადა.“;

კ) 471 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია, მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა განახორციელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი ელექტრონული სახის დოკუმენტების სააგენტოს ვებგვერდზე (შემდგომში – ვებგვერდი) წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე. ვებგვერდის მეშვეობით მომსახურების მიღების პირობას წარმოადგენს:

ა) დაინტერესებული პირის ვებგვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება (თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა ვებგვერდზე, შესაბამის ფანჯარაში ღილაკის – „დიახ“ დაჭერა).“;

ლ) 48-ე მუხლის:

ლ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობით:

ა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს მართვის მოწმობის გაცემის შემდეგ მისი საქართველოში პირველად შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა;

ბ) მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.

2. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობით უფლება აქვს:

ა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში როგორც მძღოლმა;

ბ) მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.“;

ლ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილება პირს არ წარმოეშობა, თუ:

ა) საქართველოში კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს/ჰქონდა ანალოგიური კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელიც შეწყვეტილი (გაუქმებული) არ არის;

ბ) საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს ჩამორთმეული:

ბ.ა) ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, ჩამორთმევის ვადის გასვლამდე;

ბ.ბ) ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, ჩამორთმევის ვადის გასვლისა და ამ წესის 46-ე მუხლის მე-8, მე-10 და მე-15 პუნქტებით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენამდე;

გ) საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს შეჩერებული.“;

მ) 49-ე მუხლის:

მ.ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობით უფლება აქვს:

ა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს მისი საქართველოში ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში როგორც მძღოლმა;

ბ) მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.

11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათის იმ მფლობელს, რომელსაც გააჩნია  უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა, უფლება აქვს ამ მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს სააკრედიტაციო ბარათის მოქმედების ვადისა საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში როგორც მძღოლმა.“;

მ.ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არ წარმოეშობა, თუ პირს:

ა) საქართველოში კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს/ჰქონდა ანალოგიური კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელიც შეწყვეტილი (გაუქმებული) არ არის;

ბ) საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს ჩამორთმეული:

ბ.ა) ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, ჩამორთმევის ვადის გასვლამდე;

ბ.ბ) ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, ჩამორთმევის ვადის გასვლისა და ამ წესის 46-ე მუხლის მე-8, მე-10 და მე-15 პუნქტებით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენამდე;

გ) საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს შეჩერებული.“;

ნ) 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილება პირს წარმოეშობა, თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის:

ა) პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინა 2017 წლის 30 ივნისის შემდეგ;

ბ) პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილი ჰქონდა 2017 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინა 2017 წლის 30 ივნისის შემდეგ. ამ შემთხვევაში პირი გამოცდაზე დაიშვება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არაუადრეს 3 თვისა.“.

მუხლი 2
 

ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი