საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1109-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018534
1109-IIს
28/06/2017
ვებგვერდი, 10/07/2017
020000000.05.001.018534
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 351. საქმისწარმოების მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გა­მოიყენოს პროგრამული უზრუნ­ველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები; ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გა­მო­სცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური სა­შუალებების გამოყე­ნებით, თუ დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ არის ამ თავით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ელექ­ტრო­ნუ­ლი ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმ­ნილი ან თავისთან დაცული ნების­მიერი დოკუმენტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუ­მენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელე­ქ­ტრო­ნული საშუალებებით.“.

  2. 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“.

3. 521 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:                        

„11. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ივნისი 2017 წ.

N1109-IIს