,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15/13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016331
15/13
29/06/2017
ვებგვერდი, 06/07/2017
010260020.35.111.016331
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №15/13

2017 წლის 29 ივნისი

ქ. ფოთი

 

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.111.016311) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. აპარატის შემადგენლობაში არიან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეები იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, სოციალური, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის  1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიაკაკი დარჯანია