საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე

საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-7
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 270170000.64.076.016015
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნ-7
28/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
270170000.64.076.016015
საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/06/2017 - 06/08/2019)

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-7

2017 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი

 

საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესი და პრაქტიკული მაგალითები” დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე




დანართი

საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესი და პრაქტიკული მაგალითები

მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს წესი ადგენს სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის (შემდგომ – დსრ) გამოანგარიშების წესებსა და შესაბამის პრაქტიკულ მაგალითებს.

2. ეს წესი ვრცელდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) განსაზღვრულ სუბიექტებზე და გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ა) კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ”–„ქ” ქვეპუნქტებით მოცემული საწარმოების დსრ-ის განსაზღვრისას;

ბ) კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტით მოცემული ჯგუფების დსრ-ის განსაზღვრისას;

გ) კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით მოცემული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის დსრ-ის განსაზღვრისას.

მუხლი 2. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის გამოანგარიშების წესი

1. სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის  დსრ გამოიანგარიშება თითოეული თვის დსრ-ის ჯამის შეფარდებით შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის თვეების რაოდენობაზე.

საანგარიშგებო პერიოდის დსრ-ის გამოანგარიშების მაგალითი №1:

თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი შეადგენს 10 თვეს, თითოეული თვის დსრ შეადგენს 12-ს, ამ შემთხვევაში საანგარიშგებო პერიოდის დსრ = 12*10/10 = 12.

საანგარიშგებო პერიოდის დსრ-ის გამოანგარიშების მაგალითი №2:

თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი შეადგენს 12 თვეს და პირველი სამი თვის განმავლობაში, თითოეული თვის დსრ შეადგენდა 30-ს, შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში თითოეული თვის დსრ შეადგენდა 40-ს, ხოლო ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, თითოეული თვის დსრ შეადგენდა 35-ს, ამ შემთხვევაში საანგარიშგებო პერიოდის დსრ = (30*3+40*5+35*4)/12 = 35.8, ანუ 36.

საანგარიშგებო პერიოდის დსრ-ის გამოანგარიშების მაგალითი №3:

თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი შეადგენს 12 თვეს, სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობა სეზონურია და წლის განმავლობაში მას ჰყავს 5 მუდმივი, ხოლო ზაფხულის პერიოდში განსაზღვრული ვადით დასაქმებულები: ივნისში - 80, ივლისში - 85, აგვისტოში - 120, ამ შემთხვევაში საანგარიშგებო პერიოდის დსრ = (5*5+85+90+125+5*4)/12 = 28,7, ანუ 29.

2. სუბიექტის თვის დსრ გამოიანგარიშება თითოეულ დღეს დასაქმებულთა რაოდენობების ჯამის შეფარდებით შესაბამისი თვის დღეების რაოდენობაზე.

თვის დსრ-ის გამოანგარიშების მაგალითი №1:

თუ  თვეში, რომელიც შედგება 30 დღისგან, 1-დან 30 რიცხვის ჩათვლით, თითოეულ დღეს სუბიექტს ჰყავს 15 დასაქმებული, ამ შემთხვევაში: თვის დსრ = 15*30/30 =15.

თვის დსრ-ის გამოანგარიშების მაგალითი №2:

თუ  თვეში, რომელიც შედგება 31 დღისგან, 1-დან 14 რიცხვის ჩათვლით (ანუ 14 დღის მანძილზე) სუბიექტს ჰყავს 30 დასაქმებული, ხოლო 15-დან 31 რიცხვის ჩათვლით (ანუ შემდეგი 17 დღის მანძილზე) - 34 დასაქმებული, ამ შემთხვევაში: თვის დსრ = (30*14+34*17)/31= 32,19, ანუ 32.

3. თუ საანგარიშგებო პერიოდის დსრ-ის გამოანგარიშებისას მიღებული სიდიდე გამოსახულია ათწილადებში, იგი უნდა დამრგვალდეს მთელ რიცხვამდე. თუ მეათედის აღმნიშვნელი ციფრი 5 ან 5-ზე მეტია, მთელი რივხვი გაიზრდება ერთით.

4. დასვენების და უქმე დღეებში დასაქმებულთა რაოდენობად ჩაითვლება წინა სამუშაო დღის დასაქმებულთა რაოდენობა.

5. დსრ-ის გამოანგარიშებისას დასაქმებულად ჩაითვლება ანაზღაურებად სტაჟირებაზე მყოფი პირიც.

6. დსრ-ის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება დასაქმებულები, რომელთა მიმართ შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ თვეზე მეტი ხნით.

7. სუბიექტი უფლებამოსილია არასრულ განაკვეთზე დასაქმებულები დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხოს მათ მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების პროპორციულად.

არასრულ განაკვეთზე დასაქმებულის დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხვის მაგალითი №1:

თუ სუბიექტს ჰყავს 1 დასაქმებული არასრულ განაკვეთზე, სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა დღეში 3 საათია  და სუბიექტის მიერ დადგენილი სრული განაკვეთი ამ სახის სამუშაოსთვის შეადგენს დღეში 8 საათს, ამ შემთხვევაში დასაქმებული დასაქმებულთა რაოდენობაში აღირიცხება შემდეგი რაოდენობით: 3/8=0.4.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული სიდიდე უნდა დამრგვალდეს მეათედამდე. თუ მეასედის აღმნიშვნელი ციფრი 5 ან 5-ზე მეტია, მეათედის აღმნიშვნელი ციფრი გაიზრდება ერთი ერთეულით.