თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016738
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
238
30/06/2017
ვებგვერდი, 03/07/2017
010220020.22.027.016738
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/07/2017 - 20/09/2017)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №238

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის 2017 წლის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი;

ლ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

ნ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი;

პ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი.

მუხლი 2
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

 

მუხლი 3
დამტკიცდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. კომისიის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის 2017 წლის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების გზით ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად და ამ დებულების მიზნიდან გამომდინარე, კომისია:

ა) უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ მიზნით, კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან/საარჩევნო ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ბ) უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისგან საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას;

გ) განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.

მუხლი 3. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე კომისიის რიგგარეშე სხდომებს. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ.

4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებთან. მათი წარმომადგენლები სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კომისიის საქმიანობაში და კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.

6. კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, აგრეთვე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვა დაინტერესებული პირებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების თითო წარმომადგენელი.

7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის სხდომის ოქმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.

8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.